კატარის დედაქალაქი დოჰა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და სწრაფად განვითარებადი ქალაქია. დოჰა ნებისმიერ სტუმარს საინტერესო და შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას ჰპირდება და სწორედ ამიტომ, ტურისტების რაოდენობაც ამ ქალაქში ყოველწლიურად იზრდება.

ავიაბილეთები დოჰას მიმართულებით საუკეთესო არჩევანია მათთვის, ვისაც მოდერნიზებული ქალაქები, ცათამბჯენები და უზარმაზარი სავაჭრო ცენტრები იზიდავს. შუა აღმოსავლეთის მარგალიტი გართობას, უგემრიელეს სამზარეულოს და საკმაოდ საინტერესო ღირსშესანშნაობებს გვთავაზობს.

რა უნდა მოინახულოთ დოჰაში?

დოჰაში აუცილებლად უნდა ესტუმროთ კატარის ეროვნულ მუზეუმს, რომელსაც უდაბნოს ვარდის დიზაინი აქვს და დანახვისთანავე შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე. მუზეუმში შესვლისას თქვენ იმოგზაურებთ ძველ დროში და ნახავთ თუ როგორ წარმოიშვა და დასრულდა მარგალიტის წარმოება, რაც ერთ დროს ქვეყნის მთავარი საქმიანობა იყო. გაეცნობით სხვადასხვა სახეობებს, რომლებიც დოჰაში ბინადრობენ და უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებთ ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ.

ისლამური ხელოვნების მუზეუმი

ისლამური ხელოვნების მუზეუმი ჩადრიან ქალს გამოსახავს და მისი დიზაინი ნებისმიერი ვიზიტორის ყურადღებას იპყრობს. მუზეუმში ბევრ საინტერესო ნივთს, სამკაულს და ნამუშევარს შეხვდებით. შენობიდან კი ულამაზესი ხედი გადაიშლება თქვენს თვალწინ.

რა აქტივობებს გვთავაზობს დოჰა?

ავიაბილეთები დოჰას მიმართულებით საშუალებას გაძლევთ ბევრი საინტერესო და საუცხოო ადგილი მოინახულოთ. ერთ-ერთი მათგანია კატარის უდაბნო, სადაც უდაბნო და ზღვა ერთმანეთს ხვდება და ულამაზეს სანახაობას ჰქმნის.

კიდევ ერთი განსაკუთრებული ადგილი, სადაც დოჰადან რამდენიე წუთში მოხვდებით, ბანანა აილენდია, რომელიც ხელოვნურად შექმნილი კუნძულია სპარსეთის ყურეში. კუნძულზე დაუვწყარი დღეების გატარება გარდაუვალია : დღის განმავლობაში შეგიძლიათ ზღაპრული სანაპიროებით დატკბეთ, საღამოს კი ბარებსა და კლუბებში გაერთოთ.

როგორ უნდა გაემგზავროთ დოჰაში?

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დოჰას მიმართულებით პირდაპირ რეისებს მსოფლიოში საუკეთესო ავიაკომპანია Qatar Airways-ი ასრულებს. ფრენები ყოველდღიურად სრულდება და სულ რაღაც 3 საათში ჰამადის საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდებით. იმ ავიაკომპანიის ორმხრივ ავიაბილეთს კი, რომელიც საუკეთესო და მაღალი დონის მოსამხურებას შემოგთავაზებთ, 1000-1300 ლარის ფარგლებში შეიძენთ. ღირებულებაში ხელბარგთან ერთად, 30კგ. ჩასაბარებელი ბარგიც იქნება შესული.

თბილისი დოჰა -ს მიმართულებით უფრო დაბალბიუჯეტურ და ამასთანავე, საკმაოდ კარგ მომსახურებას Turkish Airlines-ი შემოგთავაზებთ, რომელიც თბილისის აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში ტრანზიტით გაგამგზავრებთ დოჰაში, ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას კი სულ რაღაც 550-650 ლარის ფარგლებში შეძლებთ ჩასაბარებელ ბარგთან ერთად.

ავიაბილეთები თბილისი დოჰა

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
25 September 202611 October 20261 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 072 -დან
29 October 20263 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 967 -დან
6 November 202611 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 002 -დან
2 December 20268 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 955 -დან
8 January 202714 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 122 -დან
10 February 202714 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 968 -დან
2 March 202730 March 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 013 -დან
8 June 202716 June 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 133 -დან
19 July 202726 July 20271 StopAir Arabiaავიაბილეთები 1 372 -დან

ავიაბილეთები დოჰას მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ბათუმი დოჰა -ს რეისებს ისევ თურქეთის ავიახაზები ასრულებს სტამბოლის აეროპორტში ტრანზიტით, ორი გზის ავიაბილეთის ღირებულება კი 650-700 ლარს შეადგენს.

ავიაბილეთები ბათუმი დოჰა

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
21 September 202625 September 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 311 -დან
16 February 202724 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 766 -დან

ქუთაისი დოჰა -ს მიმართულებაზე ტრანზიტულ რეისებს ავიაკომპანია Wizz Air -ი აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენით გვთავაზობს, იქედან კი დოჰას აეროპორტამდე Etihad Airways -ით განაგრძობთ ფრენას.

დოჰას ავიაბილეთები შეგიძლიათ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციებში მოიძიოთ და ყველაზე ოპტიმალური ვარიანი შეარჩიოთ თქვენთვის. ინდივიდუალური შეთავაზებისა და კომპეტენტური კონსულტაციისთვის კი შეგიძლიათ ჩვენს გუნდს მიმართოთ.

დოჰას მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები ნიდერლანდების მიმართულებით
შემდეგი სტატიასპეცრეისები საქართველოს მოქალაქეებისთვის
4.2 5 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted