მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს და ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს, გაჩნდა კითხვა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად დაისმის და მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ამ კითხვაზე პასუხს.

როდის აღდგება ფრენები?

საბედნიეროდ, დღეისათვის უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 ივლისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ქვეყანა მზად იქნება მიიღოს საერთაშორისო ტურისტები და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობაც შეძლებს სხვა ქვეყნებში გამგზავრებას.

დღევანდელი მონაცემებით, 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ დაუბრუნდნენ საქართველოს საავიაციო ბაზარს და განაახლონ რეგულარული ფრენები სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით.

რომელი ავიაკომპანიები იწყებენ ოპერირებას ?

ჯერჯერობით უცნობია ყველა ავიაკომპანიის ჩამონათვალი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი ნამდვილად დაიწყებენ ოპერირებას საქართველოში.

ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines-იც განაახლებენ ფრენებს 1 ივლისიდან.

ასევე, მზადყოფნა საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოთქვა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანიამ, Qatar Airways-მა.

Turkish Airlines-იც იმ ავიაკომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ივლისიდან დაუბრუნდება საქართველოს საავიაციო ბაზარს და მოგზაურებს თავის მაღალი ხარისხის სერვისს ისევ შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი დაუბრუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. ის ჯერჯერობით ერთადერთი უკარაინული ავიაკომპანიაა, რომელსაც უკვე ჩანიშნული აქვს ფრენები საქართველოს მიმართულებით.

პოლონური ავიახაზები LOT Airlines-ი, ასევე, ივილისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას ვარაუდობს.

ლატვიურმა ავიაკომპანია Airbaltic-მაც დააანონსა საქართველოს მიმართულებით რეისების განახლება.

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც ბრუნდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

რომელი მიმართულებებით იწყება ფრენები?

სრული ინფორმაცია იმ მიმართულებებზე, სადაც ივლისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოდან გამგზავრება, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. თუმცა, იმ ავიაკომპანიების მიხედვით, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოს აეროპორტებში, შეგვიძლია მიმართულებების მცირე ნაწილი გაგაცნოთ.

ავიაკომპანია Ryanair-ის განრიგის მიხედვით, თბილისიდან მილანის მიმართულებით 3 ივლისიდან, ხოლო კიოლნის მიმართულებით 5 ივლისიდან შესრულდება რეისები.

ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ვილნიუსის და ბუდაპეშტის მიმართულებებს განაახლებს.

Myway Airlines-ი 1 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ რეისებს.

რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი ყველა მიმართულებას აღადგენენ, რომლებზეც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს.

ფრენები აღდგება უკრაინასა და საქართველოს შორის. ავიაკომპანია YanAir-ი ბათუმიდან კიევის, ოდესის და ხარკოვის მიმართულებით ისევ მოემსახურება მგზავრებს.

Turkish Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს, ხოლო Qatar Airways-ი თბილისსა და დოჰას ისევ დააკავშირებს ერთმანეთს.

LOT Airlines-ი ვარშავა-თბილისის მიმართულებით განაახლებს პირდაპირ მიმოსვლას.

Airbaltic-ს 9 ივლისიდან ჩანიშნული აქვს ფრენა თბილისი-რიგას მიმართულებით.

Lufthansa თბილისი-მიუნხენის მიმართულებით პირველ რეისს, სავარაუდოდ, 3 ივლისს შეასრულებს.

 

 

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
ალმაატა15 ოქტომბერი 202522 ოქტომბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 611 -დან
ათენი2 ოქტომბერი 20259 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 282 -დან
აბუ დაბი30 აგვისტო 202531 აგვისტო 2025Wizz Airავიაბილეთები 356 -დან
ბარსელონა22 ოქტომბერი 202529 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 582 -დან
ბერლინი8 ოქტომბერი 202515 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 657 -დან
ბრიუსელი9 ოქტომბერი 202512 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 488 -დან
ბუდაპეშტი22 ოქტომბერი 202530 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 243 -დან
შუმკენტი4 სექტემბერი 20258 სექტემბერი 2025FlyArystanავიაბილეთები 528 -დან
დორტმუნდი21 ოქტომბერი 202525 ოქტომბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 748 -დან
მემინგენი1 ნოემბერი 202513 ნოემბერი 2025Wizz Airავიაბილეთები 543 -დან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი15 ნოემბერი 202519 ნოემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 335 -დან
ალმაატა28 დეკემბერი 202520 იანვარი 2026Air Astanaავიაბილეთები 962 -დან
ამსტერდამი19 ნოემბერი 202526 ნოემბერი 2025Transaviaავიაბილეთები 596 -დან
ათენი28 ოქტომბერი 20253 ნოემბერი 2025Sky Expressავიაბილეთები 480 -დან
აბუ დაბი21 აგვისტო 202528 აგვისტო 2025Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 745 -დან
ანტალია14 ოქტომბერი 202523 ოქტომბერი 2025Pegasus Airlinesავიაბილეთები 407 -დან
ბაქო24 ოქტომბერი 202510 ნოემბერი 2025აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 381 -დან
ბელგრადი5 აგვისტო 202510 აგვისტო 2025Air Serbiaავიაბილეთები 619 -დან
ბერლინი19 ივლისი 202526 ივლისი 2025Georgian Airwaysავიაბილეთები 1 612 -დან
მუმბაი30 აგვისტო 20256 სექტემბერი 2025IndiGoავიაბილეთები 1 848 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის რეისები ქუთაისის აეროპორტიდან პირველ მაისამდე შეჩერდა
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-მა ჩარტერული რეისები დანიშნა
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments