როგორც ავიაკომპანია Air Georgia -ს დამფუძნებელმა, გიორგი კოდუამ განაცხადა, ფრენები ამერიკის მიმართულებით 2023 წლის ივნისიდან იგეგმება.

ავიაკომპანია უკვე წელიწადზე მეტია თბილისი – ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების დაწყების ნებართვას ელოდება, რასაც ხელი ეპიდ-სიტუაციამ შეუშალა. ასევე, საჭიროა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დასტური, რომელმაც ამერიკული სტანდარტები უნდა დანერგოს.

იმ შემთხვევაში, თუ ავიაკომპანია საქართველოს დროშის ქვეშ დაიწყებს ოპერირებას, ბილეთების ფასი შედარებით დაბალი იქნება. მათი ღირებულება დაახლოებით 950-1000 დოლარი იქნება, ხოლო ევროპული დროშის ქვეშ კი – 1200-1300 დოლარი.

კოდუას თქმით, ,,ეარ ჯორჯია“ აწარმოებს მოლაპარაკებებს პორტუგალიურ კომპანიასთანაც, რათა სამოქალაქო ავიაციის სააგეტოდან უარის მიღების შემთხვევაში, ფრენები ევროპის დროშის ქვეშ განახორციელოს. შესაბამისად, არის მოლოდინი, რომ თბილისი-ნიუ-იორკის პირველი რეისი, ივნისში განხორციელდება.

ნიუ-იორკის მიმართულებით ფრენების განხორციელების ორი ვარიანტი განიხილება: თბილისი-ნიუ-იორკი ან თბილისი-ბრიუსელი-ნიუ-იორკი.

თბილისი ნიუ-იორკი

გამგზავრებაგაჩერებაბილეთების პოვნა
30 აპრილი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 4 302 -დან
30 აპრილი 20244 Გაჩერებაავიაბილეთები 4 353 -დან
30 აპრილი 20242 Გაჩერებაავიაბილეთები 4 455 -დან
30 აპრილი 20243 Გაჩერებაავიაბილეთები 4 481 -დან
30 აპრილი 20243 Გაჩერებაავიაბილეთები 5 743 -დან

 

ამ ეტაპისათვის, თბილისიდან ნიუ-იორკის მიმართულებით, ტრანზიტულ ფრენებს, რამდენიმე ავიაკომპანია გვთავაზობს, როგორიცაა: Lufthansa, თურქეთის ავიახაზები, Air France და სხვ.

ნიუ-იორკის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისტამბოლის აეროპორტებს შორის გადაადგილება გამარტივდება
შემდეგი სტატიაჩინეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები აღდგა
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments