ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ავიამიმოსვლა ყველა მიმართულებით, რამდენიმე საათით გადაიდო. მიზეზი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის განათების მწყობრიდან გამოსვლა გახდა.
ასაფრენ მზადყოფნაში მყოფი ქუთაისი აბუ დაბის რეისიდან მგზავრები ჩამოსვეს. ხოლო, ქუთაისი ლარნაკა -ს მიმართულებით რეისიც 2 საათით გადაიდო. საქაერონავიგაციის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში სანავიგაციო შუქ-ტექნიკის ტექნიკური ხარვეზის გამო Wizz Air -ის თვითმფრინავი ათენის ქუთაისი -ს რეისის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.









