რუსული Azimuth -ის ეკიპაჟი, რომელიც მოსკოვი თბილისი რეისს ასრულებდა, ტექნიკური ხარვეზის გამო ვნუკოვოს აეროპორტში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

მოხდა რეისი A47107-ის შეფერხება, რომელიც 19 თებერვალს უნდა შესრულებულიყო. „აზიმუტმა“ დააანონსა, რომ მგზავრები თბილისში სარეზერვო თვითმფრინავით ჩაფრინდებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავიაკომპანიის თვითმფრინავს ტექნიკური გაუმართაობა აღენიშნება. 2 თებერვალს, კომპანიის Sukhoi Superjet-მა, რომელიც თბილისიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, პულკოვოს აეროპორტში საგანგებო დაშვება განახორციელა, რაც სავარაუდოდ ძრავის პრობლემას უკავშირდებოდა. ბორტზე გაუმართაობის სიგნალი ჩაირთო, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ასევე, 2023 წლის 26 დეკემბერს ავიაკომპანიის ორი თვითმფრინავი ვერ გაფრინდა ტექნიკური პრობლემების გამო. ერთ-ერთი, Sukhoi Superjet 100, ბათუმიდან მოსკოვში ასაფრენად ემზადებოდა, თუმცა აჩქარებისას დამუხრუჭდა. მგზავრებმა ბორტის დატოვება მოითხოვეს, რის შემდეგაც აეროპორტში დაელოდნენ ალტერნატიულ რეისს. იმავე დღეს, უფა-მინვოდის რეისის შესრულებაც შეფერხდა, რადგან თვითმფრინავის ეკიპაჟმა ასაფრენად მზადება შეწყვიტა და ბორტი სადგომზე დააბრუნა. ტექნიკური შემოწმების შემდეგ რეისი ექვსი საათის დაგვიანებით შესრულდა.

24 ნოემბერს, Azimuth -ის SSJ-100-მა ანტალიის აეროპორტში უხეში დაშვება განახორციელა, რის შემდეგაც „როსტრანსნადზორმა“ და „როსავიაციამ“ ავიაკომპანიის თვითმფრინავების შემოწმება დაიწყეს. ინსპექციის შედეგად, ავიაკომპანიას ხუთი რეკომენდაცია მიეცა, რომელიც თებერვლამდე უნდა შეესრულებინა, თუმცა „აზიმუტის“ ოპერირება არ შეჩერებულა.

თბილისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 თებერვალი 202527 თებერვალი 2025Azimuthავიაბილეთები 772 -დან
3 მარტი 20254 მარტი 2025Azimuthავიაბილეთები 763 -დან

დასავლური სანქციების გამო, რუსეთის საავიაციო ინდუსტრია სათადარიგო ნაწილების დეფიციტს განიცდის. ამის გამო, ბოლო სამი წლის განმავლობაში Sukhoi Superjet 100-ის ტექნიკური პრობლემების რაოდენობა გაორმაგდა. სპეციალიზებული Telegram-არხი Aviaincident-ის მონაცემებით, 2021 წლის ბოლოს 134 ინციდენტი დაფიქსირდა, 2023 წლის დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 289-მდე გაიზარდა. რუსი მწარმოებლები 2026 წლისთვის სრულად იმპორტჩანაცვლებული Sukhoi Superjet 100-ის გამოშვებას აპირებენ, თუმცა ექსპერტები ამ შესაძლებლობაში ეჭვებს გამოთქვამენ, რადგან ამჟამინდელი მოდელები რუსულ-ფრანგული ძრავით და ამერიკული კომპონენტებითაა აღჭურვილი, რომელთა ანალოგები რუსეთში ჯერ არ იწარმოება.

ცნობისთვის, Azimuth Airlines-ის ბაზა დონის როსტოვში, პლატოვის საერთაშორისო აეროპორტში მდებარეობს. კომპანიამ თბილისი მოსკოვის რეისები 2023 წლის 17 მაისს დაიწყო და ოპერირებს ქუთაისისა და ბათუმის მიმართულებითაც. გარდა ამისა, ის რეისებს ასრულებს მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, უფადან და სოჭიდან. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე „აზიმუტი“ მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებლით მე-11 ადგილზეა, მისი წილი კი 2%-ს შეადგენს.

ნებისმიერი მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAir Arabia ავიაბილეთებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას აცხადებს
შემდეგი სტატიაყაზახეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი რეისების რაოდენობა კვირაში 20-ს გადააჭარბებს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments