ცნობილი ავია კომპანია Pegasus ge მოგზაურობოს მოყვარულებს ახალ უპრეცენდენტო აქციას სთავაზობს. ახალი გაყიდვების კამპანიას ავიახაზების წარმომადგენლები 22 აგვისტოდან იწყებენ და ძალიან ორიგინალური ფასდაკლების დღეები 25 აგვისტოს ბოლო წუთამდე გასტანს.

აღნიშნული აქციის ფასდაკლების წესები ასევე კიდევ ერთი წესითაა შეზღუდული. მისი მოქმედების არეალი მხოლოდ იმ ფრენებზე ვრცელდება, რომელიც 2019 წლის 20 ნოემბრიდან 2019 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა განხორციელდეს.

პეგასუსის წარმომადგენლები საკუთარ კლიენტებს საშუალებას აძლევენ მათ რეისებზე არსებული ადგილები 1 ევროდ შეიძინონ. საერთო ჯამში ავია კომპანიის მიერ გამოცხადებული რეისების ბორტზე 50 ათასი ადგილია გამოყოფილი ამ უნიკალური აქციის მონაწილე მოგზაურებისათვის.

ეს საკმაოდ დიდი რიცხვია, თუმცა ავიაბილეთების ფასიდან გამომდინარე აღნიშნული რაოდენობა სავარაუდოდ საკმაოდ მალე ამოიწურება.

პეგასუსის ავიაბილეთების ფასი მხოლოდ 1 ევრო იქნება, თუმცა მათი შეძენისას აეროპორტის / ტერმინალის ოპერატორის და მსგავსი სერვისების საფასურის გადახდა თუ იქნება საჭირო, მისი ანაზღაურება მაინც თქვენ მოგიწევთ.

ასევე ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ იმ ავიაბილეთებზე, რომლებსაც ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიძენთ ან პეგასუსის ოფიციალური მობილური აპლიკაციის წყალობით იყიდით. 50 ათასი ადგილის გაყიდვის შემდეგ ადგილების ფასები კვლავ შეიცვლება.

თანაც, უნდა გაითვალისწინოთ რომ ასეთი მომგებიანი აქცია მხოლოდ პირდაპირ ფრენებზე მოქმედებს და გადაჯდომით დაგეგმილ რეისებზე ამ ფასდაკლებით ვერ ისარგებლებთ.

ეს ფასდაკლების აქცია ასევე მხოლოდ საბაზისო საერთაშორისო ფრენის პაკეტებზე მოქმედებს. ისეთი ექსტრა სერვისები, როგორიცაა სკამის არჩევა, კვება, დამატებითი ბარგი და ა.შ ცალკე ფასად იანგარიშება და მათზე ფასდაკლება არ ვრცელდება. საერთო ჯამში, მთლიანი აქციის პერიოდსა და მის წესებზე მოქმედებს პეგასუსის გენერალური წესების ნორმები.

ავიაკომპანია უფლებამოსილია შეცვალოს აღნიშნული აქციის ნებისმიერი პირობა და ნორმა მისი მოქმედების პერიოდში საკუთარი სურვილის შემთხვევაში. თუმცა, ასეთი აქციით სარგებლობა მართლაც იდეალურ შანსს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისთვის, რომ დაათვალიეროს მისი საოცნებო ქვეყანა სრულიად წარმოუდგენელ და ორიგინალურ ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირეინეარი საქართველოდან ფრენებს იწყებს
შემდეგი სტატიაორი ახალი მიართულება ქუთაისიდან
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments