საქართველოს ავიასივრცეში ცნობილი დაბალბიუჯეტური ავია კომპანია WizzAir Ge–ის შემოსვლამ საკმაოდ დიდი ეფექტი იქონია ტურისტულ სფეროზე. მათი საკმაოდ ხელმისაწვდომი და ხშირი რეისების წყალობით უამრავ ადამიანს მიეცა საშუალება მოენახულებინა თავისი საოცნებო ქალაქები და ქვეყნები, თანაც ძალიან დაბალ ფასად.

შესაბამისად, საკმაოდ ლოგიკურია ისიც, რომ აღნიშნული ავიახაზები კვლავაც აგრძელებს სიახლეების დანერგვას აქტიურად და ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტ ახალ მიმართულებას სთავაზობს მის კლიენტებს.

ამჯერად ვიზეარი-ის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს კიდევ ერთი სასიხარული სიურპრიზით წაახალისონ ქართველი მოგზაურები. როგორც ცნობილი გახდა, ცნობილი ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ ორი ახალი მიმართულებით გეგმავს ოფიციალურად პირდაპირი ფრენების დაწყებას.

პირველ რიგში აღნიშნული კომპანია გერმანიის ისეთ ლამაზ და პოპულარულ ქალაქში შემოგთავაზებთ ფრენებს, როგორიც კიოლნი. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან თქვენ კიოლნის საერთაშორისო აეროპორტში ჩაფრენა 2020 წლის 1 ივლისიდან შეეძლება ნებისმიერ მსურველს.

თუმცა, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან უფრო მალე, ნოემბრის თვიდან თქვენ უკვე შეგეძლებათ ისეთ ორიგინალურ ლოკაციას ესტუმროთ, როგორიც ბოლონიაა. იტალიის ამ ქალაქის მიმართულებით Wizz Air-ის რეისები კვირაში ორჯერ შესრულდება, სამშაბათსა და შაბათს.

ასევე გავრცელდა კიდევ ერთი ძალიან საინტერესო და სასიხარულო ინფორმაცია, რომელიც ასევე ზემოთხსენებული ავიაკომპანიის ახალ რეისებს ეხება. როგორც ცნობილი გახდა, Wizz Air–ის წარმომადგენლები 2019 წლის 12 დეკემბრიდან ნიცას მიმართულებითაც დაიწყებენ ფრენებს. აღნიშნული რეისები კვირაში ორჯერ, ხუთშაბათსა და კვირას განხორციელდება. კომპანიის თვითმფრინავები ამ რეისსაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებენ.

ბაზარზე გაზრდილი კონკურენციისა და მოთხოვნის გამო, ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ასევე ახშირებს ფრენებს მილანის მიმართულებით. იტალიის ამ ცნობილი ქალაქის მიმართულებით ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ოთხჯერ, ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს შესრულდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ 10 სექტემბრიდან ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე Wizz Air-ის მესამე ბაზირებული ხომალდი განთავსდება და კიდევ უფრო მეტი მიმართულებით შესთავაზებს ფრენებს მოგზაურებს.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიდიდი ფასდაკლება პეგასუსის ავიხაზებზე
შემდეგი სტატიაავიაბილეთები კიოლნის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments