არაბთა გაერთიანებული საემიროებს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი 2003 წელს დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ დიდი წარმატებით ოპერირებს როგორც თავისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Etihad Airways -ის მთავარი ბაზა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტშია, ხოლო მთავარი ოფისი ხალიფა სითიში მდებარეობს. მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვის გამო, ეტიჰადის ავიახაზები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად ითვლება.

Etihad Airways-ი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ავიამიმოსვლასაც ასრულებს. კვირაში დაახლოებით 1000 რეისს ახორციელებს და იმ ავიაკომპანიების მცირე ჩამონათვალში შედის, რომლებსაც ყველა კონტინენტზე აქვთ ფრენები, მიმართულებების რაოდენობა კი 81-მდე აღწევს.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, ის 117 ხომალდისგან შედგება, რომლებშიც Airbus-ის და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავები შედის. ავიაკომპანიას რომ საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილი თვითმფრინავები ჰყავს, ამაზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც მეტყველებს. 2018 წლისთვის ეტიჰადის ავიახაზები 14.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული ავიაკომპანია მალე საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას.

2020 წლის მარტიდან Etihad Airways-ი აბუ-დაბი – თბილისი -აბუ-დაბის მიმართულებით იწყებს პირდაპირი ფრენების შესრულებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეძლონ კომფრტული მგზავრობა და ხარისხიანი სერვისის მიღება.

თბილისი აბუდაბი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
24 September 20261 October 20261 StopJazeera Airwaysავიაბილეთები 816 -დან
26 October 20261 November 2026DirectAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 813 -დან
15 November 202621 November 2026DirectAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 827 -დან
3 December 202610 December 20261 StopJazeera Airwaysავიაბილეთები 818 -დან
18 January 202722 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 974 -დან
10 February 202717 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 902 -დან
5 March 202712 March 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 331 -დან
17 April 202725 April 2027DirectAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 990 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიტურისტული ვიზები / turistuli vizebi
შემდეგი სტატიაავიაკომპანიების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
სამი ახალი ავიაკომპანია საქართველოში
9 months ago

[…] ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Etihad Airways-ი ფრენებს აბუ-დაბი – თბილისი […]