არაბთა გაერთიანებული საემიროებს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი 2003 წელს დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ დიდი წარმატებით ოპერირებს როგორც თავისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Etihad Airways -ის მთავარი ბაზა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტშია, ხოლო მთავარი ოფისი ხალიფა სითიში მდებარეობს. მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვის გამო, ეტიჰადის ავიახაზები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად ითვლება.

Etihad Airways-ი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ავიამიმოსვლასაც ასრულებს. კვირაში დაახლოებით 1000 რეისს ახორციელებს და იმ ავიაკომპანიების მცირე ჩამონათვალში შედის, რომლებსაც ყველა კონტინენტზე აქვთ ფრენები, მიმართულებების რაოდენობა კი 81-მდე აღწევს.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, ის 117 ხომალდისგან შედგება, რომლებშიც Airbus-ის და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავები შედის. ავიაკომპანიას რომ საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილი თვითმფრინავები ჰყავს, ამაზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც მეტყველებს. 2018 წლისთვის ეტიჰადის ავიახაზები 14.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული ავიაკომპანია მალე საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას.

2020 წლის მარტიდან Etihad Airways-ი აბუ-დაბი – თბილისი -აბუ-დაბის მიმართულებით იწყებს პირდაპირი ფრენების შესრულებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეძლონ კომფრტული მგზავრობა და ხარისხიანი სერვისის მიღება.

თბილისი აბუდაბი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
16 დეკემბერი 202526 დეკემბერი 20251 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 067 -დან
24 იანვარი 202631 იანვარი 2026პირდაპირიAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 793 -დან
23 თებერვალი 202627 თებერვალი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 698 -დან
4 მარტი 202611 მარტი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 597 -დან
24 აპრილი 202626 აპრილი 20261 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 902 -დან
1 მაისი 20265 მაისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 940 -დან
24 აგვისტო 202630 აგვისტო 2026პირდაპირიEtihad Airwaysავიაბილეთები 1 129 -დან
25 ნოემბერი 202628 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაQatar Airwaysავიაბილეთები 1 148 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიტურისტული ვიზები / turistuli vizebi
შემდეგი სტატიაავიაკომპანიების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments