იაფი ფრენები სევილიაში

იაფი ფრენები სევილიის მიმართულებით

სევილია ესპანეთის უკიდურეს სამხრეთში, გიბრალტარის სრუტესთან ახლოს მდებარეობს. ქალაქი ქრისტიანული და ისლამური კულტურისა და არქიტექტურის იდეალური ნაზავია, აქ თითქოს აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს. ქალაქში ესპანელთა ბატონობა დიდხანს მიმდინარეობდა მე-8 საუკუნეში. იქამდე სევილია დიდხანს წარმოადგენდა რომის პროვინციას. ამიტომ, დიდი სახელმწიფოების გავლენა ქალაქს კარგად ემჩნევა.

სევილია ცნობილია თავისი საინტერესო არქიტექტურით, ფერადი ქუჩებითა და შენობებით, ისტორიული და კულტურული მრავალფეროვნებით. აქაურობა ნებისმიერ ტურისტს აღაფრთოვანებს. ესპანური ტრადიციები, ცხოვრების სტილი და უნიკალური სანახაობები ისაა, რაც მოგზაურობისას ყველას გვჭირდება. სევილიის მზიანი ამინდი კი მთელი დღეების განწყობას შეგიქმნით ნებისმიერ სეზონზე. იაფი ფრენები სევილიაში იქნება არჩევანი, რომელსაც არასდროს ინანებთ. გამოგვყევით ამ ბლოგში სევილიაში სამოგზაუროდ.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენები სევილიაში?

სევილიაში გაფრენას მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ. ავიარეისები სრულდება თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან. ყველაზე იაფი ფრენები სევილიაში თბილისიდან 400 ლარიდან ზემოთ შეგიძლიათ შეიძინოთ, ქუთაისიდან კი ყველაზე ეკონომიური ავიაბილეთების ფასია 212 ლარი.

ორივე აეროპორტიდან თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Pegasus Airlines შემოგთავაზებთ ფრენებს. არ დაგავიწყდეთ, რომ პეგასუსი სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტში გადაჯდომით დაფრინავს, საბოლოოდ კი ჩაფრინდება სევილიის აეროპორტში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

დაბლა ნახავთ იაფი ავიარეისების ჩამონათვალს სევილიის მიმართულებით ფრენების შესახებ.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
14 ივლისი 202617 ივლისი 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 1 238 -დან
22 აგვისტო 20262 სექტემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 1 172 -დან
23 აგვისტო 20266 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAir Serbiaავიაბილეთები 1 422 -დან
24 აგვისტო 20266 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 182 -დან
3 სექტემბერი 202610 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 966 -დან
10 სექტემბერი 202620 სექტემბერი 20263 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 1 100 -დან
28 სექტემბერი 202613 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 982 -დან
29 ოქტომბერი 20265 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 814 -დან
30 ოქტომბერი 20266 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 822 -დან
31 ოქტომბერი 20267 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაDan Airავიაბილეთები 792 -დან
1 ნოემბერი 20268 ნოემბერი 20262 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 785 -დან
7 დეკემბერი 202614 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 766 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 სექტემბერი 202613 ოქტომბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 604 -დან
17 ოქტომბერი 202625 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 814 -დან
15 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Air Maltaავიაბილეთები 769 -დან
20 დეკემბერი 202627 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 830 -დან
19 იანვარი 202726 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 704 -დან

აღმოაჩინე სევილია

სად დავრჩეთ სევილიაში?

სამოგზაუროდ აუცილებლად გაითვალისწინეთ თქვენი პრეფერენციები და წინასწარ განსაზღვრეთ ბიუჯეტი. ამის მიხედვით მარტივად შეძლებთ სასტუმროების წინასწარ დაჯავშნას. რამდენიმე ვარიანტს დაბლა შემოგთავაზებთ.

Magno Apartments Castilla

ეს სასტუმრო იდეალურ ლოკაციაზე მდებარეობს. თანაც, მის ტერიტორიაზე საცურაო აუზიცაა. სასტუმროს აქვს საკუთარი პარკინგიც, ამიტომ თუ მანქანის ქირაობას აპირებთ, პრობლემა არ შეგექმნებათ. მისი ნომრები მოწესრიგებული და სრულყოფილია. თანაც, ტერასებიდან ულამაზესი ხედები იშლება.

Only YOU Hotel Sevilla

ეს სასტუმრო ასევე იდეალურ ადგილას მდებარეობს. მის ტერიტორიაზე ნახავთ ფიტნეს ცენტრსა და აუზს. აქვე მდებარეობს რესტორანიც, თუმცა საუზმის საფასური ნომრის მომსახურებაში იგულისხმება.

Catalonia Hispalis

ეს სასტუმრო კარგ ლოკაციაზე მდებარეობს და ესპანურ ღია ფერებშია მოწყობილი. აქ დაგხვდებათ საცურაო აუზი და რესტორანი. ნომრის ფასში კი შედის საუზმის სერვისიც.

Reyes Católicos

ეს სასტუმრო იდეალურ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრებიდან სევილიის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ. თანაც, აქვე დაგხვდებათ ბარიც, სადაც სხვა დამსვენებლებთან ერთად შეძლებთ დასვენებასა და გართობას. ნომრის მომსახურებაში საუზმის სერვისიც შედის.

რა ვნახოთ სევილიაში?

სევილიაში სანახავი მართლაც ბევრია – ქალაქს ბევრი დიდი იმპერიის გავლენა ემჩნევა. თანაც, აქ ულამაზეს შენობებს, კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს ნახავთ.

Alcazar of Seville

სევილიის სამეფო სასახლე დღესაც ფუნქციურია – მას იყენებს ესპანეთის მეფე. აქაურობა მართლაც ნამდვილ ზღაპრულ სასახლეს წააგავს. სასახლე სევილიის ნომერ 1-ლი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ სევილიაში მოგზაურობისას

Cathedral & La Giralda

სევილიის კათედრალი ძველი მეჩეთის ადგილას აშენდა. იგი სევილიის მარგალიტია. აქაურობა გრანდიოზულია – მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სასახლედ მოიხსენიება. თანაც, სევილიის კათედრალს უნიკალური არქიტექტურა აქვს- მისი მაღალი სვეტები, თაღები და ულამაზესი გუმბათი აუცილებლად გაგაოცებთ.

Plaza de España

ესპანური მოედანი სევილიის ულამაზესი ცენტრალური ადგილია. აქ ნახავთ 52 სკამს, რომელიც ანდალუზიის 52 ქალაქს განასახიერებს სიმბოლურად. მოედანი ანგლო-იბერიული გამოფენისთვის აშენდა.

Park 'Maria Luisa'

მარია ლუისას პარკი ესპანეთის სწორედ იმ მხარეს დაგანახვებთ, რომელსაც ხშირად ეძებენ ტურისტები – მშვიდ ბუნებას, კომფორტულ ატმოსფეროსა და მაგიურ სანახაობებს. იგი ზუსტად ესპანურ მოედანთან მდებარეობს, ამიტომ ორივე ღირსშესანიშნაობის ნახვას დროის მოკლე მონაკვეთში შეძლებთ.

რა ვჭამოთ სევილიაში?

სევილია კულინარიის მოყვარულებსაც არ დაგწყვეტთ გულს. ესპანური სამზარეულო გულგრილს არავის დატოვებს.

Carrillada de Cerdo

ეს კერძი წარმოადგენს ღვინოში მომზადებულ ხორცს. მას როგორც წესი მარტივად ნახავთ სევილიის ბარებში. კერძი პოპულარულია ადგილობრივებში. ზოგი შეფი მას ბოსტნეულთან ერთად ასერვირებს.

Vino de Naranja

საჭმელთან ერთად აუცილებლად უნდა გასინჯოთ ნარინჯისფერი ღვინო. იგი ფორთოხლისაგან მზადდება და ფაქტობრივად სევილიის სავიზიტო ბარათია.

Zanahoria Aliñadas

სპეციალურად დამარინადებული სტაფილო ალბათ არსად არაა ისეთი გემრიელი, როგორც სევილიაში. შეფები ამ კერძს ძალიან კარგად იყენებენ და მის მოსამზადებლად სხვადასხვა ტექნიკებს ხმარობენ.

Espinacas Con Garbanzos

ეს კერძი ისპანახისაგან მზადდება. სევილიაში ვეგეტარიანულ მენიუს ძალიან მარტივად შეადგენთ, თანაც ეს კერძი უგემრიელესია – იგი მზადდება სხვადასხვა ბოსტნეულისაგან და აქვს უგემრიელესი ტოპინგი. კერძს მოყვება პიტაც.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სევილიაში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
SVQ
ენა
ესპანური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
60-160$ (50-150€)

ავიაკომპანიები, რომლებიც სევილიაში დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები სევილიაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები სევილიაში ან მომავალში გეგმავთ მოგზაურობას, თვალი გადაავლეთ ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც მოგზაურობის გამარტივებაში დაგეხმარებათ.

გაზაფხულის თვეები იდეალურია სევილიაში სამოგზაუროდ. ამ დროს ტემპერატურაც იდეალურია და ზაფხულთან შედარებით ნაკლები ტურისტიცაა, რაც ღირსშესანიშნაობების მონახულებას გაგიმარტივებთ.

სევილია გამორჩეულია თავისი კულტურული და ისტორიული ძეგლებით. აქაური არქიტექტურა კი უნიკალურია.

საქართველოდან სევილიაში ჯერ-ჯერობით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

თურქული ავიაკომპანია პეგასუსი სევილიის მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა მარტივი და სწრაფი პროცესია. თქვენ მხოლოდ მოგიწევთ საძიებო გრაფაში სასურველი ლოკაციის ჩაწერა, საიტი კი თავად შემოგთავაზებთ საუკეთესო ფრენებს. მათი არჩევის შემდეგ კი შეძენის მარტივ პროცედურას გაივლით. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ avia.ge -ს ქოლ-ცენტრსაც ან სულაც, მობრძანდით ჩვენს ოფისში.

იაფი მოგზაურობისათვის აარჩიეთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ფრენებისა და დასარჩენი ადგილების ფასი იკლებს.

სევილიაში მოგზაურობისათვის 3-4 დღე მაინც გათვალეთ რათა მოასწროთ ქალაქის სრულყოფილად დათვალიერება.

სევილიის აეროპორტი (SVQ) ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენებს ნუ დაამთხვევთ მოთხოვნად დღეებს, დასვენებებსა თუ დღესასწაულებს.

სანდოობა, ხარისხი და პროფესიონალი გუნდი – სწორედ ამიტომ გირჩევთ ავიაბილეთების avia.ge -ზე შეძენას. მრავალწლიანი გამოცდილების მეშვეობით avia.ge -მ შეძლო კლიენტებზე მაქსიმალურად მორგებული სერვისების შექმნა. თუ გსურთ ფრენებზე სპეციალური შეთავაზებები სწრაფად მოხვდეს თქვენს ხელში, გირჩევთ მიმართოთ avia.ge -ს.