ესპანეთის სამხრეთით მდებარე ულამაზესი რეგიონი ანდალუსია თავის ტერიტორიაზე ზღაპრულ ქალაქებს აერთიანებს, მისი დედაქალაქი სევილია კი ნებისმიერ ვიზიტორს ერთი ნახვით შეაყვარებს თავს.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით გამოგზაურებთ ქალაქში, სადაც ესპანური კულტურა, ცხოვრების სტილი და ატმოსფერო  ყველაზე შესამჩნევად იგრძნობა. გოთიკური და ბაროკოს სტილის არქიტექტურა, ვიწრო ქუჩები, სადაც ფორთოხლის ხეების საოცარი სურნელი ტრიალებს, მცხუნვარე მზე, ცეკვა ფმალენკო და მუდამ კეთილგანწყობილი მოსახლეობა – ეს ყველაფერია, რასაც სევილია გთავაზობთ  და დაუვიწყარ დღეებს გაგატარებინებთ.

რა უნდა ნახოთ სევილიაში?

სევილიაში აუცილებლად უნდა მოხვდეთ მის ულამაზეს ისტორიულ უბანში – სანტა კრუზში, რომლის ვიწრო და ფერად ქუჩებში გასეირნება თქვენი მოგზაურობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იქნება. ხოლო, მის შემოგარენში მდებარება არქიტექტურული შედევრები: სევილიის სამეფო სასახელე (Alcazar of Seville) და სევილიის კათედრალი განუმეორებელ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე.

მავრიტანების მიერ აშენებული სამეფო სასახლე მავრიტანული, გოთიკური და რენესანსული არქიტექტურის საოცარი შერწმაა, ხოლო სევილიის კათედრალი ყველაზე დიდი გოთიკური კათედრალია მთელს მსოფლიოში და საოცრად ექსტრავაგანტული არქიტექტურით გამოირჩევა.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით ასევე საშუალებას მოგცემთ არა მხოლოდ ამ ქალაქს, არამედ მის ირგვლივ მდებარე ულამაზეს ქალაქებს და ანდალუსიის მხარეს გაეცნოთ. გრანადა, კადიზი, კორდობა – ეს ის ქალაქებია, სადაც სევილიიდან რამდენიმე საათში მოხვდებით და ულამაზესი სანახაობებით დატკბებით. ხოლო, რაც უნდა გასაკვირი იყოს, სევილიიდან სულ რაღაც 2 საათში თქვენ აფრიკის კონტინენტზე აღმოჩნდებით და თვალწარმტაც მოროკოს მოინახულებთ.

როგორ უნდა გაერთოთ სევილიაში?

სევილია ცეკვის, სიმღერის და ფესტივალების ქალაქია, ამიტომ აქ გართობის და მხიარულების საკმაოდ დიდი არჩევანია. ფესტივალების მსვლელობისას შეგიძლიათ დატკბეთ ულამაზესი ცეკვით და სასიამოვნო მუსიკით, მიირთვათ უგემრიელესი ეროვნული სასმელები და კერძები, ხოლო ფლამენკოს კაბებში და კოსტუმებში გამოწყობილი ადგილობრივები თქვენს ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობენ.

როგორ უნდა მოხვდეთ სევილიაში?

ყველაზე მარტივ გზას და ბიუჯეტურ ფასებს ქუთაისი სევილია -ს მიმართულებით ავიაბილეთებზე ავიაკომპანია Wizz Air qutaisi-ი გვთავაზობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ქუთაისიდან ჯერ ბარსელონაში გაემგზავრებით Wizz Air-ის რეისით, ხოლო შემდეგ სევილიაში პირდაპირი რეისით ესპანური ავიაკომპანია Vueling-ი გაგამგზავრებთ. რაც ყველაზე მთავარია, ორი გზის ავიაბილეთს 450-550 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ქუთაისი სევილია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
28 თებერვალი 20269 მარტი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 726 -დან
6 მარტი 202616 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 287 -დან
3 აპრილი 20266 აპრილი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 176 -დან
6 მაისი 202616 მაისი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 659 -დან
3 ივნისი 202610 ივნისი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 590 -დან
11 ივლისი 202627 ივლისი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 011 -დან
5 აგვისტო 202613 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 051 -დან
4 სექტემბერი 202617 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 733 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ავიაბილეთებს თბილისი სევილია -ს მიმართულებით საუკეთესო ფასად ავიაკომპანია Ryanair-ი გვთავაზობს. ჯერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანში გაემგზავრებით, შემდეგ კი პირდაპირ სევილიაში.ორივე რეისს რაინეარი ასრულებს, რომლის ორმხრივ ავიაბილეთს 500-650 ლარად შეიძენთ თუ სწორ პერიოდს შეარჩევთ.

თბილისი სევილია

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 თებერვალი 20263 მარტი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 548 -დან
25 მარტი 20263 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 367 -დან
13 აპრილი 202617 აპრილი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 360 -დან
18 მაისი 202623 მაისი 20263 ᲒაჩერებაAJetავიაბილეთები 889 -დან
5 ივნისი 20269 ივნისი 20262 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 778 -დან
15 ივლისი 202622 ივლისი 20262 ᲒაჩერებაCondorავიაბილეთები 1 144 -დან
10 ოქტომბერი 202617 ოქტომბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 832 -დან
13 ნოემბერი 202616 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 377 -დან

ბათუმი სევილია -ს მიმართულებით კი ტრანზიტული რეისი შეგიძლიათ ააწყოთ ორი გადაჯდომით, ასე მაგალითად: თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი ბათუმის აეროპორტიდან  ჯერ სტამბოლის ახალ აეროპორტში, შემდეგ კი მარსელის აეროპორტში მოგახვედრებთ, იქედან კი ავიაკომპანია Ryanair -ით პირდაპირ სევილიაში გაემგზავრებით.

ავიაბილეთები სევილიის მიმართულებით შეგიძლიათ მოიძიოთ AVIA.GE-ის ვებსაიტზე ან მობილურ აპლიკაციაში და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ. უფრო მეტი კომფორტისთვის და საუკეთესო შეთავაზებისთვის კი ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ.

სევილიის მიმართულებით იაფი ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიავიაბილეთები მექსიკის მიმართულებით
შემდეგი სტატიარა ხარჯებთანაა დაკავშრებული კერძო თვითმფრინავით სარგებლობა
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments