Routes Europe-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი იმ ევროპული აეროპორტების ნომინანტთა ტოპ-5-ში შეიყვანა, რომელთა მგზავრთნაკადი 5 მილიონამდე აღწევს.

ევროპის წლის საუკეთესო აეროპორტის ტიტული 2025 წლის 9 აპრილს, სევილიაში, საავიაციო ფორუმ Routes Europe 2025-ის ფარგლებში გასამართ დაჯილდოების ცერემონიაზე გამოცხადდება. ასევე, აქვე დასახელდება წლის საუკეთესო ავიაკომპანია და ტურისტული მიმართულება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ერთად, საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში მოხვდნენ ბრემენის, კორფუს, ლონდონის და ვილნიუსის აეროპორტები.

საუკეთესო აეროპორტები ავიაკომპანიების მიერ ხმათა უმრავლესობით შეირჩევა, სადაც გათვალისწინებული იქნება მგზავრთნაკადის ზრდა, ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებების დამატება. ავიაკომპანიებს კი აეროპორტები აფასებენ წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილების მიხედვით.

პირდაპირი ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი29 აპრილი 202612 მაისი 2026Red Wingsავიაბილეთები 474 -დან
ალმაატა4 ივნისი 202610 ივნისი 2026Air Astanaავიაბილეთები 1 073 -დან
ამსტერდამი10 სექტემბერი 202617 სექტემბერი 2026Transaviaავიაბილეთები 567 -დან
ანკარა25 აპრილი 202627 აპრილი 2026Ajetავიაბილეთები 329 -დან
ათენი30 აპრილი 20269 მაისი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 467 -დან
აბუ დაბი2 ივლისი 20269 ივლისი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 954 -დან

 

2024 წელს თბილისის აეროპორტში მგზავრთნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა – 2023 წელთან შედარებით 29%-იანი მატება იყო. ამასთან, წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად, თვის ბოლოდან აეროპორტი ოთხ ახალ ევროპულ ავიაკომპანიას უმასპინძლებს:

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წინასწარი შეფასებით, ახალი ავიაკომპანიებისა და არსებული რეისების ზრდის გათვალისწინებით, 2025 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 4%-ით მოიმატებს და 5 მილიონს მიაღწევს.

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაქართველოდან პოლონეთის მიმართულებით ავიაბილეთებზე მოთხოვნა შემცირდა
შემდეგი სტატიაWizz Air ქუთაისიდან და ქუთაისის მიმართულებით ფრენებზე 15%-იან ფასდაკლებას აცხადებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments