იაფი ფრენები ფლორენციაში

იაფი ფრენები ფლორენციის მიმართულებით

რენესანსის სამშობლო ფლორენცია ყოველწლიურად მილიონობით ტურისტს იზიდავს. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ქალაქი კულტურის, არქიტექტურული სიდიადისა და ისტორიულობის იდეალური ნაზავია. მისი ფერადი და წვრილი ქუჩები კი აუცილებლად შეგაყვარებთ თავს. ფლორენციაში მოგზაურობა ისაა, რაც ყველა ენთუზიასტი მოგზაურის გულს მოიგებს.

ფლორენციის მუზეუმები მსოფლიო დონის შედევრებს ინახავს. აქაურობა ერთი დიდი თავშესაყარია ხელოვნებისა და არქიტექტურული მშვენიერების. თუ დიდი ხანია მოგზაურობას გეგმავთ და დაუვიწყარი დღეების იტალიაში გატარებაზე არ იტყოდით უარს, შეიძინეთ იაფი ფრენები ფლორენციაში და ესტუმრეთ მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ქალაქს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენები ფლორენციაში?

ფლორენციაში გაფრენას შეძლებთ თბილისიდან და ქუთაისიდან. ფრენებს ნახავთ მხოლოდ გადაჯდომით. თბილისიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთები ფლორენციაში შეგიძლიათ შეიძინოთ 504 ლარიდან ზემოთ, ქუთაისიდან კი 368 ლარიდან ზემოთ.

თბილისიდან შემოგთავაზებთ შემდეგი ავიაკომპანიების რეისებს: Air France, Austrian Airlines, Lufthansa, Aegean Airlines, Turkish Airlines და სხვა.

Air France გადაჯდება პარიზის შარლ დე გოლოს აეროპორტში, Austrian Airlines ვენის აეროპორტში. Lufthansa მიუნხენის აეროპორტში,  Aegean Airlines ათენის აეროპორტში, Turkish Airlines კი სტამბოლის აეროპორტში.

ეს ავიაკომპანიები საბოლოოდ ფლორენციის ფრენი-პერეტოლას აეროპორტში ჩაფრინდებიან. თანაც, აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, რაც კომფორტულ ლოკაციად აქცევს მას ტურისტებისთვის.

ქუთაისიდან კი შეგიძლიათ ჩაფრინდეთ ევროპის იმ ქალაქებამდე, საიდანაც პირდაპირი ფრენები სრულდება ფლორენციაში. ქუთაისიდან შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air -ის ფრენებს. მაგალითად, შეგიძლიათ ჩაფრინდეთ რომის ფიუმიჩინოს აეროპორტში, საბოლოოდ კი ITA Airways-ის მეშვეობით ფლორენციაში.

გთავაზობთ ავიარეისების ცხრილს ფლორენციის მიმართულებით.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
16 ნოემბერი 202621 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 493 -დან
25 ნოემბერი 202611 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 896 -დან
8 დეკემბერი 202611 დეკემბერი 20263 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 975 -დან
31 დეკემბერი 20265 იანვარი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 006 -დან
22 იანვარი 202725 იანვარი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 855 -დან
19 თებერვალი 202724 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 093 -დან
7 მარტი 202710 მარტი 20272 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 967 -დან
19 მარტი 202723 მარტი 20273 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 035 -დან
19 აპრილი 20272 მაისი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 1 008 -დან
20 აპრილი 20272 მაისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 094 -დან
11 მაისი 202718 მაისი 20272 ᲒაჩერებაeasyJetავიაბილეთები 948 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
27 ნოემბერი 20265 დეკემბერი 20262 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 971 -დან
22 იანვარი 202725 იანვარი 20271 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 700 -დან
21 თებერვალი 202725 თებერვალი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 743 -დან
5 მაისი 202714 მაისი 20272 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 943 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
9 მარტი 202714 მარტი 20272 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 473 -დან

AviaeSIM · სამოგზაურო ინტერნეტი

ინტერნეტი არჩეული მიმართულებისთვის

მოგზაურობისთვის შეარჩიე ქვეყნის შესაბამისი ინტერნეტპაკეტი. შეძენამდე გადაამოწმე პაკეტის დაფარვა, მოქმედების ვადა და შენი ტელეფონის eSIM-ის მხარდაჭერა.

შეარჩიე ინტერნეტპაკეტი

აღმოაჩინე ფლორენცია

სად დავრჩეთ ფლორენციაში?

ფლორენციაში მარტივად შეძლებთ თქვენზე მორგებული დასარჩენი სივრცის პოვნას. დაბლა რამდენიმე პოპულარულ სასტუმროს შემოგთავაზებთ ფლორენციის კარგ უბნებში.

Palazzo Portinari Salviati Residenza D'Epoca

ეს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა ფლორენციაში. მას ფაქტობრივად ყველაფერი აქვს – 2 რესტორანი, საცურაო აუზი თუ ფიტნეს და სპა-ცენტრი. მის მომსახურებაში კი შედის საუზმის სერვისიც. აქაური ნომრები ფაქტობრივად ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენენ.

Residenza d'epoca Poliziano

ეს სასტუმრო საკმაოდ ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები ძალიან მოწესრიგებული, დიდი სივრცის მქონე და ორიგინალურად მოწყებულია. მისი ფანჯრებიდან და ტერასებიდან ლამაზი ხედები იშლება. აქ სხვადასხვა ტიპის ნომრებს ნახავთ, რომლებიც ყველა საჭირო ინვენტარითაა აღჭურვილი, რაც ტურისტს სჭირდება.

Sette Angeli Rooms

ეს სასტუმრო ძალიან მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. იგი ისტორიული ღირსშესანიშნაობებით არის გარშემორტყმული. მისი ნომრები კი კეთილმოწყობილი და მოწესრიგებულია. მომსახურებაში შედის საუზმის სერვისიც, რაც უფრო კომფორტულს გახდის თქვენს მოგზაურობას.

Hotel La Scaletta al Ponte Vecchio

ეს სასტუმრო საკმაოდ პრესტიჟულ ადგილას მდებარეობს. იგი ისტორიულ ღირსშესანიშნაობასთან არის ახლოს. თანაც, მას უნიკალური მომსახურებაც აქვს: აქ მდებარეობს ბარიცა და რესტორანიც. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ ფლორენციაში?

ფლორენცია კულტურის, ისტორიისა და არქიტექტურული სიდიადის ქალაქია. აქ ღირსშესანიშნაობების მთელი სია დაგხვდებათ. რამდენიმე მათგანს ჩვენც შემოგთავაზებთ.

ფლორენციის საკათედრო ტაძარი

ფლორენციის საკათედრო ტაძარი ქალაქის ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა. შუასაუკუნეების ეს ძეგლი არქიტექტურულად ძალიან დახვეწილია. იგი გოთიკური სტილის ელემენტებითაა სავსე. ფლორენციის დუომო UNESCO -ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლადაა მიჩნეული.

აკადემია-გალერეა

ეს გალერეა თავისი შუასაუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის ძეგლებითაა ცნობილი. იცოდით, რომ მიქელანჯელოს დავითი სწორედ ამ გალერეაში მდებარეობს? თუ ხელოვნების მოყვარული ხართ და რენესანსის ნახატები თუ სკულპტურები გხიბლავთ, ეს გალერეა სწორედ სათქვენო ყოფილა.

ბობოლის ბაღები

პიტის სასახლის უკან მდებარე ქანდაკებების პარკი, ბობოლის ბაღები, ბუნების, არქიტექტურისა და ქანდაკების უცხო ნაზავია. ამ მოვლილი მწვანე სივრცის ბილიკების გასწვრივ სეირნობის დროს გარშემორტყმულნი იქნებით რენესანსის იდეალების სრულყოფილი ნიმუშებით. ეს ბაღი იყო ერთ-ერთი პირველი ლანდშაფტური პროექტი, რომელმაც ზუსტად განსაზღვრა, თუ რა იქნებოდა რენესანსის ბუნებრივი სილამაზის იდეალი.

პიტის სასახლე

პიტის სასახლე შუასაუკუნეების არქიტექტურული ნიმუშია. იგი დროთა განმავლობაში იცვლიდა ფუნქციას, თავიდან თუ ცნობილი ბანკირის რეზიდენციას წარმოადგენდა, შემდეგ ნაპოლეონის საყრდენ ბაზასაც წარმოადგენდა, დღეს კი ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობაა.

რა ვჭამოთ ფლორენციაში?

ფლორენციის იტალიური სამზარეულო არავის დაწყვეტს გულს. აქაური უგემრიელესი მთავარი კერძები თუ ტკბილეული თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს გახდის.

რიბოლიტა

რიბოლიტა წვნიანი კერძია. იგი შედგება თეთრი ლობიოს, ხორცისა და ბოსტნეულისაგან. მთავარი ინგრედიენტია პური, რომელიც კერძს ასქელებს და მას თავისებურ ტექსტურას ანიჭებს.

ტოსკანას კროსტინი

კროსტინი იტალიური მენიუს ძირითადი კერძია ქვეყნის ყველა კუთხეში, თუმცა ტოსკანაში ადგილობრივები მას ქათმის ღვიძლის პაშტეტთან ერთად ამზადებენ. ამ ორის კომბინაციას კროსტინი ტოსკანოს სახელით იცნობენ და ის აუცილებლად გასასინჯი ფლორენციული კერძია. იტალიური პურისა და სპეციალურად მომზადებული ხორცის კომბინაცია ტურისტებს ძალიან მოსწონთ.

პაპა კოლ პომოდორო

პაპა კოლ პომოდორო ფლორენციული წვნიანის ნაირსახეობაა, რომელიც ცივი ზამთრის საღამოს ძალიან სასიამოვნოა. რიბოლიტას მსგავსად, ამ კერძს ერთი დღის დაძველებული პურისა და პომიდვრის ბაზა აქვს. პაპა კოლ პომიდორო ტრადიციულად იაფი ინგრედიენტებისგან მზადდება, რადგან იგი საზოგადოების ღარიბი წევრების მიერ შეიქმნა, რომლებსაც საკვები შეზღუდულად ჰქონდათ. ნივრისა და რეჰანის დამატება ამ წვნიანს გემრიელ კერძად აქცევდა, რომლითაც ყველას შეეძლო დატკბობა.

გელატო

ტკბილეულის მოყვარულებსაც არ გაგიცრუებთ ფლორენცია იმედებს. ნაყინი იტალიელებისთვის სიამაყის წყაროა. ის ერთ-ერთი საუკეთესო კერძია, რომელიც ამ ერს ოდესმე დაუმზადებია, შესაბამისად ფლორენციის მოსახლეობაც დიდად იწონებს გელატოთი თავს. ეს გაყინული ტკბილეული იტალიელი დიდგვაროვანი ქალისთვის, ეკატერინა მედიჩისთვის მომზადდა და სწრაფად გადაიქცა მთელ მსოფლიოში საყვარელ დესერტად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფლორენციაში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
FLR
ენა
იტალიური
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
60-120 €

მგზავრის უფლებები

რეისი დაგიგვიანდა ან გაუქმდა?

თუ მოგზაურობისას რეისი დაგიგვიანდა ან გაუქმდა, შესაძლოა ფრენის კომპენსაცია გეკუთვნოდეს. გაეცანი პირობებს და შეამოწმე შენი შემთხვევა.

შეამოწმე კომპენსაცია

კომპენსაციის შესაძლებლობა დამოკიდებულია კონკრეტულ ფრენასა და შეფერხების მიზეზზე.

ხშირად დასმული კითხვები ფლორენციაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ფლორენციაში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ აღმოაჩენთ ინფორმაციას ფლორენციის შესახებ და მარტივად დაგეგმავთ მოგზაურობას.

ადრეული შემოდგომა საუკეთესო დროა ფლორენციაში სამოგზაუროდ, ამ პერიოდში ამინდი იდეალურია, ტურისტთა ნაკადი კი- შედარებით ნაკლები.

ფლორენცია ცნობილია თავისი ულამაზესი ბუნებით, იტალიური წვრილი ეზოებითა და უბნებით.

ფლორენციის მიმართულებით ავიარეისებს მხოლოდ გადაჯდომით ნახავთ.

ავიაკომპანია Aegean Airlines ფლორენციაში ყველაზე იაფ ფრენებს აწარმოებს.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ საკმაოდ მარტივად შეიძინოთ ანკარაში ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის რჩევებით.

ნაკლებად სეზონური თარიღები აარჩიეთ იაფი მოგზაურობისათვის. ამ დროს ტურისტების რაოდენობა მცირდება, შესაბამისად ავიაბილეთებს საკმაოდ იაფად შეიძენთ და დასარჩენ ადგილსაც უპრობლემოდ ნახავთ ბიუჯეტურად.

ფლორენციაში სამოგზაუროდ მინიმუმ 3 დღე გათვალეთ, რათა კარგად მოასწროთ ქალაქის ნახვა.

FLR – ფლორენციის ფრენი-პერეტოლას აეროპორტში ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 6 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა. ასევე, უმჯობესია თუ სპეციალურ თარიღებს არ დაამთხვევთ ვიზიტს. ავიაბილეთები შედარებით იაფია კვირის დღეებში და ნაკლებად – შაბათ-კვირას.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.