იაფი ფრენები კორფუზე

იაფი ფრენები კორფუს მიმართულებით

ქალაქი კორფუ (კერკირა) საბერძნეთის კუნძულ კერკირაზე მდებარეობს და მისი უდიდესი ადმინისტრაციული ცენტრია. მეორენაირად ქალაქს მოიხსენიებენ, როგორც კერკირა. ქალაქი სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში მნიშვნელოვან კულტურულ და ისტორიულ ადგილს წარმოადგენდა მთელ ხმელთაშუაზღვისპირთში. გარდა ღირსშესანიშნაობებისა და დიდი წარსულისა, კერკირაში ულამაზესი ზღვა და სანაპიროები დაგხვდებათ.

თუ გსურთ დაგეგმოთ მოგზაურობა საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში და ბიუჯეტურად შეძლოთ დასვენება ზღაპრულ ადგილას, შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები კორფუზე და ეწვიეთ საბერძნეთის კუნძულოვან სანაპიროებს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ კერკირას შესახებ ინფორმაციას, გაგაცნობთ იაფ ავიაბილეთებს და დასარჩენ სივრცეებს, შემოგთავაზებთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებსა თუ ცნობილ ტრადიციულ კერძებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენები კორფუზე?

კორფუზე გაფრენას შეძლებთ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან მხოლოდ გადაჯდომით. ყველაზე იაფი ფრენები კორფუზე შეგიძლიათ ნახოთ 378 ლარიდან ზემოთ.

თბილისიდან ყველაზე სტაბილური და კომფორტული ვარიანტია Aegean Airlines-ით ან Sky Express-ით მგზავრობა ათენის (ATH) გავლით, სადაც ერთიანი ბილეთით და გარანტირებული გადაჯდომით პირდაპირ კუნძულზე ხვდებით. ასევე ხელსაყრელია airBaltic (რიგის გავლით) ან Lufthansa (მიუნხენის/ფრანკფურტის გავლით სეზონურ რეისებზე).

ქუთაისიდან ყველაზე პოპულარული და ბიუჯეტური გზაა ე.წ. თვითტრანზიტი (Self-Transfer). Wizz Air-ის რეისებით შეგიძლიათ იფრინოთ ათენში, საიდანაც კორფუს მიმართულებით შიდა ბერძნული ავიაკომპანიები (Aegean Airlines, Sky Express) ან საბორნე მიმოსვლა მუშაობს. ალტერნატიული, ძალიან მოქნილი ევროპული ჰაბებია მილანი (Malpensa/Bergamo), ვენა ან რომი, საიდანაც low-cost გადამყვანები (Ryanair, Wizz Air, EasyJet) კორფუზე ყოველდღიურად დაფრინავენ.

დაბლა ნახავთ საქართველოდან კორფუში ყველაზე იაფი ფრენების ცხრილს.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
17 August 202620 August 20262 StopsAegean Airlinesავიაბილეთები 1 178 -დან
23 August 202611 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 156 -დან
24 August 202631 August 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 1 382 -დან
1 September 20266 September 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 216 -დან
7 September 202616 September 20263 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 1 055 -დან
12 September 202618 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 054 -დან
13 September 202618 September 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 873 -დან
14 September 202620 September 20261 StopAegean Airlinesავიაბილეთები 1 003 -დან
15 September 202618 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 867 -დან
16 September 202616 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 147 -დან
30 October 20263 November 20262 StopseasyJetავიაბილეთები 1 032 -დან
31 October 202631 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 158 -დან
21 May 202729 May 20271 StopAegean Airlinesავიაბილეთები 936 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
17 August 202624 August 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 227 -დან
23 August 202611 October 20261 StopWizz Airავიაბილეთები 888 -დან
1 September 202610 September 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 022 -დან

აღმოაჩინე კორფუ

სად დავრჩეთ კორფუზე?

კერკირაში თქვენზე მორგებული დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. აქ საკმაოდ ბიუჯეტურად დაჯავშნით სასტუმროებს ძალიან კარგ ლოკაციაზე, კომფორტული პირობებით. დაბლა რამდენიმე დასარჩენ სივრცეს შემოგთავაზებთ.

City Marina

ეს სასტუმრო ყველანაირად მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს. იგი რამდენიმე მეტრითაა დაშორებული სანაპირო ზოლს. ამასთან, სასტუმრო ქალაქის ცენტრთანაც ახლოს მდებარეობს. ნომრები აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. საფასურში შედის ნომრის მომსახურებაც.

Arion Hotel

ამ სასტუმროში დარჩენას ძალიან ეკონომიურად შეძლებთ. ნომრები ყველანაირად კომფორტულია, აქ დაგხვდებათ ყველა საჭირო ნივთი მოგზაურობისათვის. თანაც, სასტუმრო ძალიან კარგ ლოკაციაზე მდებარეობს და მისი ფანჯრებიდან ულამაზესი ხედები იშლება. ადგილზე ნახავთ ბარსაც, ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

Mon Repos Palace - Adults Only

ეს ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროა მთელ კუნძულზე. იგი ზღვის სანაპიროსთან ძალიან ახლოს მდებარეობს. სასტუმროში დარჩენა მხოლოდ ზრდასრულებს შეუძლიათ. ტერიტორიაზე დაგხვდებათ საცურაო აუზი, რესტორანი, ბარი და სხვადასხვა მოსასვენებელი სივრცეები. ნომრის საფასურშ შედის საუზმის სერვისიც.

Kantoni Unique Suites

ამ ადგილას ძალიან კომფორტული პირობებით შეძლებთ დასვენებას. აქ დაგხვდებათ მოწესრიგეული, მყუდრო გარემო, ღია ფერებში მოწყობილი ნათელი ოთახები. ფანჯრებიდან კი ზღვის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ.

რა ვნახოთ კორფუზე?

კორფუ ისტორიული და კულტურული ძეგლების მრავალფეროვნებას შემოგთავაზებთ. აქ დაგხვდებათ ულამაზესი ციხეკოშკები და სასახლეები. დაბლა რამდენიმე ღირსშესანიშნაობის აღწერას ნახავთ.

აქილიონის სასახლე

ეს სასახლე მე-19 საუკუნის ბოლოს აშენდა ავსტრიის იმპერატრიცას მიერ. ითვლებოდა, რომ იგი წარმოადგენდა საზაფხულო რეზიდენციას, თუმცა შემდეგ გერმანიის კაიზერმა შეისყიდა. სასახლე ბერძენი ღმერთის, აქილევსის სახელს ატარებს.

ძველი ციხე

კერკირას ძველი ციხესიმაგრე ქალაქის მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს. იგი ულამაზეს ადგილას, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. გარდა იმისა, რომ ეს სასახლე კერკირას მთავარი ღირსშესანიშნაობაა, აქედან ულამაზესი ხედები იშლება.

ქალაქის მერიის შენობა

შენობა მე-17 საუკუნეში ვენეციურ სტილზე აშენდა. მან დრო და დრო ფუნქცია შეიცვალა, ჯერ წარმოადგენდა კლუბს დიდებულებისათვის, შემდეგ კი გადაკეთდა თეატრად.

აზიური ხელოვნების მუზეუმი

აზიური ხელოვნების მუზეუმი მე-20 საუკუნეში გაიხსნა. აქ 11 000-მდე არტეფაქტს ნახავთ. თუ ხელოვნების მოყვარული ხართ და აღმოსავლური კულტურა გაინტერესებთ, აქ ძალიან საინტერესო ნიმუშებს ნახავთ.

რა ვჭამოთ კორფუზე?

კორფუზე უგემრიელეს ბერძნულ სამზარეულოს დააგემოვნებთ. აქ მარტივად იპოვით თქვენს გემოვნებაზე მაქსიმალურად მორგებულ კერძებს.

Pastitsada

ეს ძალიან კომფორტული კერძია – მაკარონი შემწვარ ხორცთან ერთად, ძირითადად ქათმის ხორცთან და უგემრიელეს სოუსთან.

Sofrito

ხბოს კერძი, ითარგმნება როგორც ნელა შემწვარი. იგი სერვირდება, როგორც წესი, ფრისთან ერთად. ხორცი კი მზადდება ძმრის სოუსში,რაც გემოებს უფრო მრავალფეროვანს ქმნის.

Bourdeto

ცხადია, კერკირაში თევზის ბევრ კერძს დააგემოვნებთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეს კერძია – ადგილობრივი თევზი მომზადებული სხვადასხვა ბოსტნეულთან ტომატის სოუსში.

Fish Bianco

ეს ასევე პოპულარული თევზის კერძია კერკირაში. იგი უფრო ტრადიციულადაა მომზადებული და ნაზი გემოებისაგან შედგება. თევზი სერვირდება ბოსტნეულთან და კარტოფილთან ერთად.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია კორფუში მოგზაურობისათვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
CFU
ენა
ბერძნული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
50 ევრო

ხშირად დასმული კითხვები კორფუზე ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები კორფუზე ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგზაურობის მარტივად დასაგეგმად.

კერკირაში სამოგზაუროდ იდეალური პერიოდი გაზაფხული-ზაფხულის თვეებია. ამ დროს ქალაქში იდეალური ტემპერატურაა ზღვის სანაპიროებზე განსატვირთად. ადრეულ შემოდგომაზეც ქალაქში საკმაოდ თბილი ამინდები დაგხვდებათ.

კორფუ ცნობილია თავისი სანაპიროებით, ულამაზესი ბუნებით, ზღვითა და ბერძნული კულტურული ღირსშესანიშნაობებით.

კორფუს მიმართულებით ავიარეისებს მხოლოდ გადაჯდომით ნახავთ.

ავიაკომპანია სქაი ექსპრესი კორფუზე ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია არატურისტული სეზონები აარჩიოთ. ამ დროს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე ავიაბილეთებსა და დასარჩენ ადგილებზე ფასი იკლებს.

3-5 დღე მაინც გათვალეთ კერკირაში სამოგზაუროდ, რათა კარგად შეძლოთ მისით ტკბობა.

CFU იოანის კაპოდისტრიის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 3 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებსა და დღესასწაულებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.