იაფი ფრენები ხანიაში

იაფი ფრენები ხანიის მიმართულებით

ხანია საბერძნეთის კუნძულოვანი ქალაქია. იგი კუნძულ კრეტაზე მდებარეობს, ხმელთაშუა ზღვაში. მას ულამაზესი სანაპიროები და პორტი აქვს. ქალაქში ნახავთ უძველეს შენობებს, ანტიკურ ღირსშესანიშნაობებს, დააგემოვნებთ უგემრიელეს ბერძნულ სამზარეულოს და გაისეირნებთ ჯადოსნურ სანაპიროებზე.

იაფი ფრენები ხანიაში თქვენი საოცარი მოგზაურობის დასაწყისი იქნება. თუ გსურთ დაგეგმოთ მაგიური მოგზაურობა, მოინახულოთ ქალაქი, სადაც ყველანაირი ტიპის გამოცდილების მიღებას შეძლებთ, ესტუმრეთ ხანიას – აქ შეძლებთ ისტორიულ და კულტურულ ცენტრებს ეწვიოთ ან განიტვირთოთ ქალაქის სანაპიროებზე. ხანია ნებისმიერი ტიპის მოგზაურს თავისზე მორგებულ თავგადასავალს მოუმზადებს. ამ ბლოგში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ხანიაში ფრენების შესახებ, გაგაცნობთ მის ღირსშესანიშნაობებს, პოპულარულ კერძებსა და დასარჩენ ადგილებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენები ხანიაში?

ხანიაში გაფრენას  2026 წლის ზაფხულის სეზონზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გამარტივებულად შეძლებთ, რადგან კუნძულ კრეტაზე თბილისიდან პირდაპირი ჩარტერული რეისები დაიწყო ბერძნულმა ავიაკომპანია Sky Express-მა. კერძოდ, თბილისიდან ჰერაკლიონის (კრეტას დედაქალაქი) მიმართულებით სრულდება ფრენები, საიდანაც ხანიაში სულ რაღაც 2 საათში შეგიძლიათ მოხვდეთ სახმელეთო ტრანსპორტით. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ხანიაში შეგიძლიათ შეიძინოთ 381 ლარიდან ზემოთ.

ხანიაში გასაფრენად, ასევე შემოგთავაზებთ ტრანზიტულ რეიებს ბერძნული ავიაკომპანიების, Aegean Airlines და SkyExpress-ის შესრულებით. ორივე ავიაკომპანია გადაჯდება ათენის აეროპორტში, საბოლოოდ კი ჩაფრინდება CHQ ჩანიის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც ქალაქის ცენტრიდან 11 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. რაც შეეხება ბარგს, ავიაკომპანიები საშუალებას მოგცემენ, 8 კილო ხელბარგი იქონიოთ თან ხანიაში მგზავრობისას ყველაზე ეკონომიური ავიარეისების არჩევის შემთხვევაში.

რაც შეეხება ქუთაისიდან გამგზავრებას, შეგიძლიათ Wizz Air-ის რეისით ჯერ გაემგზავროთ ათენში, ხოლო შემდეგ ათენიდან გადაფრინდეთ ხანიაში. გაითვალისინეთ, რომ ეს იქნება შედგენილი და არა ტრანზიტული რეისი, ამიტომ ტრანზიტულ აეროპორტში ბარგის გადატანა და თითოეულ ფრენზე ცალ-ცალკე რეგისტრაცია მოგიწევთ.

დაბლა ნახავთ ხანიის მიმართულებით ავიარეისების ცხრილს საქართველოდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
15 August 202621 August 20262 StopsSky Express Greeceავიაბილეთები 1 403 -დან
5 September 202610 September 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 1 272 -დან
8 September 202620 September 20261 StopSky Express Greeceავიაბილეთები 1 168 -დან
9 September 202612 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 1 133 -დან
15 September 202621 September 20262 StopsAjetავიაბილეთები 916 -დან
16 September 202620 September 20263 StopsAjetავიაბილეთები 1 059 -დან
28 October 20262 November 20262 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 1 050 -დან
3 July 202717 July 20271 StopSky Express Greeceავიაბილეთები 985 -დან
9 July 202724 July 20271 StopAegean Airlinesავიაბილეთები 1 039 -დან
10 July 202725 July 20271 StopSky Express Greeceავიაბილეთები 930 -დან
31 July 20277 August 20271 StopSky Express Greeceავიაბილეთები 930 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
10 October 202618 October 20262 StopsGeorgian Airwaysავიაბილეთები 1 389 -დან
11 October 202619 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 312 -დან
14 October 202618 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 243 -დან

აღმოაჩინე ხანია

სად დავრჩეთ ხანიაში?

ხანიაში დასარჩენი ადგილის პოვნა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ. აქ მარტივდ ნახავთ თქვენზე მაქსიმალურად მორგებულ დასარჩენ სივრცეებს. დაბლა რამდენიმე პოპულარულ სასტუმროს შემოგთავაზებთ.

Luminosa Luxury Villa

ამ ვილაში დარჩენას ძალიან კარგი პირობებით შეძლებთ. აქედან ზღვის ულამაზესი ხედები გადაგეშლებათ. ამასთან, აქ დაგხვდებათ საკუთარი საცურაო აუზიც. ადგილს ულამაზესი ტერასა და BBQ-სთვის გამოყოფილი სივრცე აქვს.

Kydon The Heart City Hotel

ეს ადგილი ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს. ამ სასტუმროში შესანიშნავი მომსახურება და კომფორტული გარემო დაგხვდებათ. სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანი და ბარი. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

Lucia Hotel

ეს სასტუმრო იდეალურ ადგილას, ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. თანაც, აქ ძალიან კარგი მომსახურება დაგხვდებათ – სასტუმროს ნომრები სუფთა და მოწესრიგებულია. მათ საფასურში შედის საუზმის სერვისიც.

Mosaic

ეს სასტუმრო ძალიან კარგ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები სადა და მოწესრიგებულია. ნომრებს საკუთარი ტერასები აქვს, საიდანაც ლამაზი ხედები გადაგეშლებათ. მათ საფასურში კი საუზმის სერვისიც შედის.

რა ვნახოთ ხანიაში?

ხანიაში ბევრ კულტურულ და ისტორიულ არტეფაქტს ნახავთ. აქ აღმოაჩენთ სხვადასხვა ცივილიზაციის ნიმუშებს. რამდენიმე ღირსშესანიშნაობას ჩვენც შემოგთავაზებთ.

ვენეციური შუქურა

ვენეციური შუქურა ხანიაზე მე-16 საუკუნეში აშენდა ვენეციელების მიერ. შემდეგ იგი ეგვიპტელების მიერ იქნა რეკონსტრუირებული რამდენიმე საუკუნეში. შუქურა ხანიის პორტის ადგილას მდებარეობს.

სამარიის ხეობა

თუ ხანიის ფლორისა და ფაუნის აღმოჩენა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს. სამარიის ხეობა ბუნებაში სეირნობისათვის კარგი ადგილია. კილომეტრების დალაშქვრის შემდეგ შემეძლებათ მთლიან ქალაქს გადმოხედოთ და მისი პანორამული ხედებით დატკბეთ.

გრამვუსას ციხე

ეს ციხე ხანიის სანაპიროზე მდებარეობს. იგი ვენეციელებმა ააშენეს მე-16 საუკუნეში. გარდა იმისა, რომ ციხეკოშკი თავად წარმოადგენს ღირსშესანიშნაობას, აქედან ულამაზესი ხედები იშლება.

კურნასის ტბა

კურნასის ტბა ხანიის ერთ-ერთი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. აქ ულამაზესი მცენარეები და ხანიის მრავალფეროვანი ბუნება დაგხვდებათ. თუ ბუნებაში მოგზაურობა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ ადგილს.

რა ვჭამოთ ხანიაში?

ხანიაში შეგიძლიათ ბერძნული სამზარეულოს კერძები დააგემოვნოთ. აქ მარტივად იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ გემრიელ კერძებს. რამდენიმე ბერძნულ გემრიელობას ჩვენც შემოგთავაზებთ.

Dakos

დაკოსი ბერძნულ ბრუსკეტას მსგავს კერძს წარმოადგენს. იგი გამომცხვარი ბრუსკეტაა პომიდვრითა და ყველით. მას აქვს სხვადასხვა სანელებლები, რაც გემოს ამძაფრებს.

Fried snails

შემწვარი ლოკოკინები კრეტის დამახასიათებელი კერძია. თუ გსურთ საინტერესო კერძი გასინჯოთ, შეგიძლიათ ლოკოკინების დააგემოვნოთ.

Pies with wild greens, cheese and meat

კრეტაში პოპულარულია გამომცხვარი ნამცხვრისებრი კერძი, რომელიც შედგება ხორცის, ყველისა და სხვადასხვა მწვანილებისაგან.

კრეტის ყველი

კრეტა პოპულარულია ყველის მრავალფეროვნებით. ხანიაში მოგზაურობისას აუცილებლად გირჩევდით მისი ყველის დაგემოვნებას. მას ადგილობრივ მაღაზიებსა და კაფე-რესტორნებში უპრობლემოდ ნახავთ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ხანიაში სამოგზაუროდ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
The Euro (€)
აერპორტის კოდი
CHQ
ენა
ბერძნული
თაიმზონა
GMT+3
დღიური საშუალო თანხა
100 ევრო

ავიაკომპანიები, რომლებიც ხანიის მიმართულებით დაფრინავს

ხშირად დასმული კითხვები ხანიაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ხანიაში ან მომავალში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გადაავლეთ თვალი ხშირად დასმული კითხვების სექციას. აქ ამოიკითხავთ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგზაურობის მარტივად დასაგეგმად.

ხანიაში სამოგზაუროდ იდეალური დრო არის პერიოდი აპრილიდან ოქტომბრამდე. გაზაფხულიდან შემოდგომის ჩათვლით აქ იდეალური კლიმატური პირობები დაგხვდებათ.

ხანია გამორჩეულია თავისი ულამაზესი სანაპიროებით, ბერძნული ისტორიული და კულტურული ძეგლების მრავალფეროვნებით.

ხანიის მიმართულებით ჯერ-ჯერობით მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ მგზავრობას.

ავიაკომპანია SkyExpress ხანიის მიმართულებით ყველაზე იაფ ფრენებს შემოგთავაზებთ.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ შეიძინოთ ფრენები ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც ფრენების არჩევას ან avia.ge – ის ოფისში ჩვენი პროფესიონალი გუნდის მეშვეობით.

იაფი მოგზაურობისათვის უმჯობესია არატურისტული სეზონები აარჩიოთ. ამ დროს ნაკლები მოთხოვნიდან გამომდინარე ავიაბილეთებსა და დასარჩენ ადგილებზე ფასი იკლებს.

მინიმუმ 5 დღე გათვალეთ ხანიაში სამოგზაუროდ, რათა კარგად შეძლოთ ქალაქის დათვალიერება და სანაპიროებით ტკბობა.

CHQ – ხანიის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 11 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმეთ მოგზაურობა და ფრენას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებსა და დღესასწაულებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.