იაფი ფრენები პოზნანში

იაფი ფრენები პოზნანის მიმართულებით

პოზნანი პოლონეთის უდიდესი და ყველაზე ისტორიული ქალაქია. იგი კულტურული, ისტორიული და ტექნოლოგიური ცენტრია. ქალაქი მდინარე ვარტას სანაპიროზე მდებარეობს. აქ უამრავი ძველი, ისტორიული შენობა შეგხვდებათ, რომელთა ნახვაც დროში მოგზაურობის საუცხოო განცდას გაგიჩენთ. თუ გსურთ, ამ ყოველმხრივ დაწინაურებულ ქალაქს ეწვიოთ, აუცილებლად შეიძინეთ იაფი ფრენები პოზნანში .

გარდა იმისა, რომ ქალაქი სასეირნო ადგილების, გამწვანებული არეალების სიუხვით გამოირჩევა, იგი უამრავ ისტორიულ და კულტურულ ძეგლსაც იტევს. პოზნანში შეგიძლიათ ნახოთ საუკუნეების დროინდელი გოთიკური ტაძრები, რენესანსის ეპოქის შენობები და ლამაზად მოწყობილი ისტორიული უბნები. პოზნანი ნებისმიერი ტურისტულის გულს მოიგებს იმ მრავალფეროვანი გარემოთი, რომელსაც ამ ქალაქში ნახავთ.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა პოზნანში?

პოზნანის მიმართულებით ავიარეისებს ნახავთ როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან. თბილისიდან ყველაზე იაფი ავიაბილეთები პოზნანში შეგიძლიათ 186 ლარიდან ზემოთ შეიძინოთ, ხოლო ქუთაისიდან 99 ლარიდან. ქუთაისიდან ნახავთ პირდაპირ ფრენებს, თბილისიდან კი მხოლოდ გადაჯდომით შეძლებთ გამგზავრებას.

თბილისიდან შემდეგი ავიაკომპანიების ფრენებს შემოგთავაზებთ: Lot, Lufthansa, KLM Airlines, ქუთაისიდან კი Wizz Air . ქუთაისიდან უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ვიზიარი პირდაპირ ავიარეისებს აწარმოებს. დანარჩენი ავიაკომპანიები კი გადაჯდომით დაფრინავს თბილისიდან. ლოტი პოლონური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, ლუფთანზა და კლმ კი შედარებით მაღალი კლასის ფრენის კომპანიებია.

დაბლა ნახავთ იაფი ავიაბილეთების ცხრილს პოზნანის მიმართულებით თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
15 August 202619 August 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 525 -დან
16 August 202623 August 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 1 315 -დან
17 August 202623 August 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 1 164 -დან
20 August 202630 September 20262 StopsFly Oneავიაბილეთები 1 188 -დან
3 October 20267 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 962 -დან
8 October 202613 October 20263 StopsTurkish Airlinesავიაბილეთები 946 -დან
16 November 202621 November 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 811 -დან
12 December 202616 December 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 754 -დან
13 December 202617 December 20261 StopLOT Polishავიაბილეთები 754 -დან
14 December 202618 December 20262 StopsLOT Polishავიაბილეთები 797 -დან
15 December 202619 December 20262 StopseasyJetავიაბილეთები 705 -დან
16 December 202620 December 20262 StopsLufthansaავიაბილეთები 1 024 -დან
17 December 202621 December 20262 StopseasyJetავიაბილეთები 638 -დან
18 December 202622 December 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 018 -დან
27 December 20263 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 795 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
15 August 202620 August 2026DirectWizz Airავიაბილეთები 788 -დან
16 August 202623 August 20261 StopWizz Airავიაბილეთები 1 400 -დან
18 August 202625 August 2026DirectWizz Airავიაბილეთები 541 -დან
19 August 202624 August 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 238 -დან
22 August 202629 August 2026DirectWizz Airავიაბილეთები 818 -დან
27 August 202629 August 2026DirectWizz Airავიაბილეთები 672 -დან
15 September 202629 September 2026DirectWizz Airავიაბილეთები 579 -დან
1 October 20266 October 2026DirectWizz Airავიაბილეთები 466 -დან
17 October 202631 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 671 -დან
20 October 202631 October 20263 StopsWizz Airავიაბილეთები 582 -დან
31 October 20263 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 338 -დან
21 November 202624 November 2026DirectWizz Airავიაბილეთები 248 -დან
19 December 202622 December 2026DirectWizz Airავიაბილეთები 190 -დან
25 December 202626 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 509 -დან
26 December 20269 January 2027DirectWizz Airავიაბილეთები 136 -დან

აღმოაჩინე პოზნანი

სად დავრჩეთ პოზნანში?

დასარჩენი ადგილის მოძებნა მოგზაურობის ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპია. ამ პროცესის მარტივად და კომფორტულად წარმართვაში ჩვენც მოგეხმარებით და რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ.

Hotel Gromada Poznań

რას იტყვით ისეთ სასტუმროში გაჩერებაზე, რომელიც ყველა სერვისს ერთ სივრცეში შემოგთავაზებთ? გარდა იმისა, რომ სასტუმრო საკმაოდ კარგ ლოკაციაზე მდებარეობს, მისი ნომრები მოგზაურებისთვის ყველა საჭირო ნივთითაა აღჭურვილი. რაც შეეხება მომსახურებას, 24საათიანი სერვისი თქვენი დასვენების მაქსიმალურად კომფორტულად წარმართვაზე იზრუნებს. სასტუმროში ნახავთ ბარს, ბილიარდსა და საუნებს.

B&B Hotel Poznań Old Town

ეს სასტუმრო პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე კარგ უბანში მდებარეობს. მის გარშემო პოლონეთის ყველაზე დიდი საშოპინგო ცენტრია. სასტუმროში დაგხვდებათ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული ნომრები, მოდერნისტულად გაწყობილი სივრცეები და 24საათიანი სერვისი.

Hampton By Hilton Poznan Old Town

ეს სასტუმრო პოზნანის მთავარი ღირსშესანიშნაობებიდან სულ რაღაც რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს. მისი ნომრები მოდერნისტულადაა გაწყობილი და აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სასტუმროს საკუთარი ფიტნეს ცენტრი, ლაუნჯი და ბარი აქვს, რომლით სარგებლობასაც შეძლებთ.

Park Inn by Radisson Poznan

ამ სასტუმროში ყველანაირი კომფორტი დაგხვდებათ. იგი საუკეთესო ლოკაციაზე მდებარეობს, თავად ნომრები სადა და კეთილმოწყობილია. სასტუმროს 2 რესტორანი და ბარი აქვს. ნომრის საფასურში კი შედის საუზმის სერვისიც.

რა ვნახოთ პოზნანში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები პოზნანში დროა იმაზეც იფიქროთ, თუ რა აქტივობებს შემოგთავაზებთ პოლონეთის ეს უმშვენიერესი ქალაქი. ჩვენ ვეცდებით რამდენიმე ძირითადი ღირსშესანიშნაობა გირჩიოთ, რომელთა ნახვაც არ უნდა გამოგრჩეთ პოლონეთში მოგზაურობის დროს.

ძველი ბაზრობის მოედანი

ეს ადგილი პოზნანის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი და არქიტექტურულად გამორჩეული ადგილია. როგორც უკვე ვთქვით, ქალაქი დაწინაურებულია მისი საბაზრო მნიშვნელობითა და ეკონომიკური მიღწევებით. ეს ადგილი სწორედ პოზნანის ასეთ სულზე მიუთითებს. მოედანზე უამრავი ხალხი იკრიბება, აქ ჩამწკრივებულია ბარები და კაფეები, იმართება ბაზრობები.

პოზნანის კათედრალი

პოზნანის კათედრალი პოლონეთის მე10 საუკუნის ისტორიული შენობაა. იგი ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ამიტომ მისი მიგნება არ გაგიჭირდებათ. რელიგიური მნიშვნელობის გარდა, მას კულტურული და ისტორიული ფუნქციაც აქვს. ტურისტები მუდამ აღფრთოვანებულნი რჩებიან ტაძრის უზარმაზარი მინებით, დიდი სვეტებითა და ფერადი ექსტერიერით.

პოზნანის კრუასანების მუზეუმი

ალბათ სასაცილოდ და უცნაურად ჟღერს კრუასანების მუზეუმის არსებობა. პოზნანი სწორედ ამგვარი არაორდინალური გამოცდილებების მიღების საშუალებას მოგცემთ. შეგიძლიათ ეწვიოთ კრუასანების მუზეუმს, რომელშიც არა მხოლოდ კლასიკური კრუასანის მომზადების საიდუმლოს გაიგებთ, არამედ – ქალაქის ისტორიის შესახებაც მოისმენთ.

პოზნანის ეროვნული მუზეუმი

თუ ხელოვნების მოყვარული ხართ, მაშინ ამ მუზეუმს აუცილებლად ესტუმრეთ. აქ დაგხვდებათ ლამაზი ნახატები სხვადასხვა ეპოქიდან. აქ ასევე ნახავთ ევროპულ ტილოებსაც.

რა ვჭამოთ პოზნანში?

პოზნანი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. ჯერ მხოლოდ ის კმარა, ქალაქში კრუასანების მუზეუმს რომ შეგიძლიათ ეწვიოთ! ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე ძირითად კერძს, რომელიც პოზნანში ყოფნისას უნდა დააგემოვნოთ.

"პეროგი"

“პეროგი” პოლონელების საყვარელი საჭმელია. იგი წარმოადგენს ცომისა და გულსართის ერთიანობას. გულსართის რაობა კი მხოლოდ მზარეულის ინტერპრეტაციებზეა დამოკიდებული. შეიძლება გასინჯოთ ტკბილი ან მარილიანი “პეროგები”. შიგთავსი ხშირად არის ხორცის, ან სულაც რაიმე ტკბილეულის ან ხილის, მაგალითად მოცვისა და მარწყვის.

სერნიკი

ეს ჩიზქეიქი მე-17 საუკუნიდან მოყოლებული მზადდება პოლონეთში და დიდი ისტორია აქვს. ჩიზქეიქის მოყვარული თუ ხართ, მისი უნიკალური რეცეპტის აღმოჩენის საშუალება გექნებათ პოზნანში მოგზაურობით. სხვადასხვა რესტორანში მის სხვადასხვა ვარიაციას ნახავთ, თუმცა არცერთი მათგანი გაგიცრუებთ იმედებს.

როზოლი

პოზნანი სუფზე გავრცელებული ნეგატიური დამოკიდებულების შეცვლაში დაგეხმარებათ. ჩვენ შემოგთავაზებთ ერთ-ერთ მათგანს – ეს კონკრეტული სუფი წარმოადგენს ხორცისა და ბოსტნეულის სუფს. მისი მირთმევა პოლონელებს განსაკუთრებით ზამთარში უყვართ.

ზურეკი

ზურეკი ცნობილი პოლონური კერძია. იგი ბოსტნეულის სუფია, რომელიც კვერცხთან და ძეხვთან ერთად სერვირდება. ზურეკი ადგილობრივების საყვარელი სუპია. მის დაგემოვნებას განსაკუთრებით ზამთრის ცივ დღეებში გირჩევდით.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პოზნანის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
აერპორტის კოდი
PZN
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT+2
დღიური საშუალო თანხა
30 ევრო

ხშირად დასმული კითხვები პოზნანში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები პოზნანში ან მომავლისთვის გეგმავთ ეწვიოთ ამ ისტორიულ ქალაქს, მაშინ აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას და უკეთ მოემზადეთ მოგზაურობისათვის.

შემოდგომა და გაზაფხული საუკეთესო დროა პოზნანში სამოგზაუროდ, რადგან ასე არც ტემპერატურა შეგაწუხებთ და არც ხალხმრავლობა ტურისტულ ადგილებში.

პოზნანი ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ღირებულებით. მეოცე საუკუნის მნიშვნელოვანი მოვლენების ახლოდან გაცნობა თუ გსურთ, პოზნანი საუკეთესო არჩევანია.

დიახ, ქუთაისიდან პოზნანის მიმართულებით პირდაპირ ავიარეისებს ავიაკომპანია ვიზიარი შემოგთავაზებთ.

ავიაკომპანია ვიზიარი ყველაზე იაფ ფრენებს აწარმოებს პოზნანში.

avia.ge ავიაბილეთების შეძენის რამდენიმე გზას გთავაზობთ. შეგიძლიათ ფრენები შეიძინოთ ონლაინ, ჩვენი საიტის გამოყენებით. ამისთვის მოგიწევთ უბრალოდ საძიებო ველში ჩაწეროთ სასურველი მიმართულება და აარჩიოთ ავიარეისები. ასევე, შეძლებთ დისტანციურად, ჩვენი ქოლ-ცენტრის დახმარებითაც მათ არჩევას ან avia.ge – ის ოფისში, ჩვენი პროფესიონალი გუნდის რჩევებით.

იაფი მოგზაურობისათვის არაპოპულარული სეზონები აირჩიეთ. არატურისტულ დროს ფრენებსა და დასარჩენ ადგილებზე ფასი იაფდება.

გაითვალისწინეთ რომ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დაახლოებით 3 დღე დაგჭირდებათ.

POZ – პოზნანის აეროპორტი ქალაქის ცენტრთან ყველაზე ახლოს, 6 კილომეტრში მდებარეობს.

გირჩევთ, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინოთ ავიაბილეთები და წინასწარ დაგეგმოთ მოგზაურობა. უმჯობესი იქნება, ფრენას თუ არ დაამთხვევთ დასვენების ან დღესასწაულის დღეებს, რადგან ამ დროს ფასი იმატებს.

მომხმარებლის კმაყოფილება, პროფესიონალური მომსახურება და მრავალწლიანი გამოცდილება – ეს ის მიზეზებია, რაც avia.ge -ის უცვლელ წარმატებას განაპირობებს ბაზარზე. ჩვენი გუნდის მეშვეობით მიიღებთ საუკეთესო მომსახურებას როგორც ონლაინ, დისტანციურად, ასევე ოფისში.