17.8 C
Tbilisi
შაბათი, მაისი 24, 2025

იაფი ფრენები ვარშავაში

იაფი ფრენები ვარშავას მიმართულებით

პოლონეთის დედაქალაქი ვარშავა ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ქალაქია. ვარშავამ მეოცე საუკუნეში, მეორე მსოფლიო ომის დროს, დიდ განსაცდელს გაუძლო, რაც მის კულტურასა და არქიტექტურაში კარგად აისახა. ვარშავას მუზეუმები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენებზე მოგვითხრობენ. ამ და სხვა ღირსებების გამო, ტურისტები ყოველწლიურად სტუმრობენ მას. ნებისმიერი ტიპის მოგზაურისთვის აქ ვიზიტი კარგი არჩევანია.

ვარშავას 8 მილიონზე მეტი მნახველი ყავს ყოველ წელს. აქ ყოფნისას შეგიძლიათ იდეალურად დაგეგმოთ დღე- დღისით ისტორიული ძეგლები და მუზეუმები მოინახულოთ, საღამოს კი დაისვენოთ ან გასართობად წახვიდეთ. თუ გსურთ ამ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქში იმოგზაუროთ, აუცილებლად შეიძინეთ იაფი ფრენები ვარშავაში.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ვარშავაში?

ვარშავაში გაფრენას შეძლებთ როგორც თბილისიდან, ასევე- ქუთაისიდან და ბათუმიდან. თბილისიდან ვარშავას მიმართულებით შეგიძლიათ 212 ლარიდან ზემოთ იფრინოთ ავიაკომპანია LOT Polish Airlines -ის პირდაპირი რეისებით.

ქუთაისიდან 145 ლარიდან ზემოთ არის ხელმისაწვდომი იაფი ფრენები ვარშავაში, რომელსაც ავიაკომპანია Wizz Air -ი ასრულებს.

რაც შეეხება ბათუმს, ვარშავაში მხოლოდ ტრანზიტული რეისებით შეძლებთ გამგზავრებას. Turkish Airlines -ის რეისით სტამბოლში გადაჯდომით შეგიძლიათ გაემგზავრთ ვარშავაში და საკმაოდ კომფორტული და დახვეწილი სერვისითაც ისარგებლოთ.

საქართველოს სამივე აეროპორტიდან ვარშავის მიმართულებით ფრენები იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202528 მაისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 688 -დან
26 მაისი 202528 მაისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 771 -დან
28 მაისი 20254 ივნისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 637 -დან
29 მაისი 20255 ივნისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 677 -დან
30 მაისი 20255 ივნისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 667 -დან
5 ივნისი 202510 ივნისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 790 -დან
6 ივნისი 202513 ივნისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 797 -დან
8 ივნისი 20258 ივლისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 844 -დან
10 ივნისი 202515 ივნისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 803 -დან
13 ივნისი 202520 ივნისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 688 -დან
14 ივნისი 202524 ივნისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 649 -დან
19 ივნისი 202530 ივნისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 903 -დან
26 ივნისი 202526 ივლისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 691 -დან
1 ივლისი 202514 ივლისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 942 -დან
13 ივლისი 202519 ივლისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 787 -დან
15 ივლისი 202531 ივლისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 986 -დან
23 ივლისი 202526 ივლისი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 829 -დან
2 აგვისტო 202516 აგვისტო 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 677 -დან
4 აგვისტო 202514 აგვისტო 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 996 -დან
5 აგვისტო 20259 აგვისტო 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 873 -დან
1 სექტემბერი 202512 სექტემბერი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 081 -დან
4 სექტემბერი 20258 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 905 -დან
10 სექტემბერი 202510 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 974 -დან
26 სექტემბერი 20253 ოქტომბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 045 -დან
8 ოქტომბერი 202516 ოქტომბერი 20251 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 902 -დან
10 ოქტომბერი 202510 ოქტომბერი 2025პირდაპირიLOT Polish Airlinesავიაბილეთები 1 081 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202526 მაისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 506 -დან
26 მაისი 202528 მაისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 441 -დან
27 მაისი 202528 მაისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 393 -დან
30 მაისი 20256 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 437 -დან
1 ივნისი 20258 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 606 -დან
6 ივნისი 20259 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 424 -დან
9 ივნისი 202511 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 453 -დან
13 ივნისი 202514 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 676 -დან
14 ივნისი 202521 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 498 -დან
16 ივნისი 202530 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 444 -დან
17 ივნისი 20251 ივლისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 559 -დან
18 ივნისი 20252 ივლისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 529 -დან
20 ივნისი 202525 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 551 -დან
21 ივნისი 202530 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 551 -დან
22 ივნისი 202530 ივნისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 607 -დან
25 ივნისი 202527 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 657 -დან
1 ივლისი 20254 ივლისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 394 -დან
3 ივლისი 20258 ივლისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 450 -დან
1 აგვისტო 202520 აგვისტო 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 587 -დან
2 აგვისტო 202516 აგვისტო 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 717 -დან
3 აგვისტო 202516 აგვისტო 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 769 -დან
1 სექტემბერი 202512 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 963 -დან
2 სექტემბერი 202511 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 945 -დან
11 სექტემბერი 202511 სექტემბერი 20253 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 165 -დან
20 სექტემბერი 202524 სექტემბერი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 575 -დან
10 ნოემბერი 202514 ნოემბერი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 413 -დან
გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 მაისი 202528 მაისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 221 -დან
20 სექტემბერი 202524 სექტემბერი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 298 -დან

აღმოაჩინე ვარშავა

სად დავრჩეთ ვარშავაში?

დასარჩენი ადგილის ძებნა ალბათ ყველაზე დიდ ენერგიასა და დაკვირვებას მოითხოვს მოგზაურობისას. როცა ცოტა ხნით სტუმრობთ ქალაქს, აუცილებელია დასარჩენი ადგილი იყოს ერთდროულად კეთილმოწყობილიც, მისადგომადაც მარტივი და ქალაქის ცენტრთანაც ახლოს. ადგილების სიუხვე საშუალებას მოგცემთ იპოვოთ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ბინა თუ სასტუმროს ან ჰოსტელის ნომერი. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ვარშავაში , მაშინ აუცილებლად წინასწარ გადაავლეთ თვალი დასარჩენ ადგილებს და მათ დაჯავშნაზეც წინასწარვე იზრუნეთ. რამდენიმე ვარიანტს ჩვენც შემოგთავაზებთ, რათა საქმე გაგიმარტივოთ.

Castle Inn

თუ გსურთ იდეალურ ადგილას იქირავოთ სასტუმროს ნომერი, მაშინ აუცილებლად ვარშავის ძველ ქალაქში მოძენეთ. აქ უამრავი ისტორიული ძეგლია და სწორედ ამიტომაც ადგილი იუნესკოს ძეგლთა სიაშია შესული. ეს კონკრეტული სასტუმრო გთავაზობთ მყუდრო გარემოს, ვარშავის არტისტების დიზაინით გაწყობილ მოსასვენებელ ოთახებსა და ულამაზეს ხედებს. მისადგომად კი ძალიან მარტივია და საუკეთესო ლოკაციაა, თუ ისტორიულ უბანში დასვენება გსურთ. სასტუმრო გთავაზობთ მაქსიმალურ კომფორტს, შეგიძლიათ ისარგებლოთ საუზმის სერვისითაც. ამ სასტუმროში დასვენება თქვენი პოლონური არდადეგების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იქნება.

Holiday Inn - Warsaw City Centre, an IHG Hotel

თუ კომფორტი თქვენი პრიორიტეტია, მაშინ აუცილებლად ამ ადგილს გავუწევდით რეკომენდაციას. ვარშავას ჰოლიდეი ინის სასტუმრო პირდაპირ ქალაქის ცენტრში მდებარეობს. სასტუმრო მაქსიმალურ კომფორტს შეგიქმნით, დაწყებული სუფთა და მოწესრიგებული ნომრებიდან, რესტორნებითა და ლაუნჯით დამთავრებული. ამ სასტუმროს ტერასიდან გადმოხედვა კი ერთი სიამოვნებაა. ამიტომ, თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ვარშავაში, დროულად დაჯავშნეთ დასარჩენი სივრცეც, რათა მაქსიმალურად კომფორტულად დასვენება შეძლოთ.

ClickTheFlat Wolska Apart Rooms

შედარებით იაფად შეძლებთ ამ სასტუმროში დასვენებას. იგი ტრანსპორტით მარტივად მისაგნებია. თანაც, მის გვერდით მდებარეობს გეტოს მემორიალი და პოლონელი ებრაელების მუზეუმი. ბინები ეკიპირებულია ყველა იმ ნივთით, რომელიც შეიძლება ვარშავაში ყოფნისას სახლში დაგჭირდეთ. ამიტომ, თუ თქვენთვის პრიორიტეტული იზოლირებული სივრცის ქონაა და თანაც კარგ ადგილას გსურთ დასარჩენი ადგილის მოძებნა, ამ ადგილს გავუწევდით რეკომენდაციას.

Motel One Warsaw-Chopin

ეს სასტუმრო თავისი კომფორტითა და დამსვენებლებზე მორგებული მომსახურებით დაგამახსოვრებთ თავს. აქაურობა მყუდროა და დამახასიათებელი ინტერიერით გამოირჩევა. სასტუმროს დამსვენებლები უმაღლესი შეფასებებით ამკობენ. იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს, თანაც საუზმის სერვისიც შედის ნომრის ფასში.

რა ვნახოთ ვარშავაში?

ვარშავაში ყოფნისას არ უნდა გამოტოვოთ მისი ისტორიული მუზეუმები და მონუმენტები. ქალაქი საკუთარი ატმოსფეროთი და ულამაზესი ქუჩებით თქვენს გულში აუცილებლად საკუთარ ადგილს დაიკავებს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ვარშავაში , მაშინ გირჩევთ მის გამორჩეულ ადგილებს გადაავლოთ თვალი. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ.

მუზეუმები

თუ გსურთ, მეოცე საუკუნის მსოფლიო ისტორია თქვენ თვალწინ წამებში გადაიშალოს, გირჩევდით ვარშავას პოლონელი ებრაელების მუზეუმსა, აჯანტებისა და აღზევების მუზეუმს ეწვიოთ.  აქ გაეცნობით პოლონელი გმირების პირად ისტორიებს, დაათვალიერებთ ფოტომასალებს და მოუსმენთ აუდიოჩანაწერებს. პოლონური არმიის მუზეუმში კი 300 000-მდე არტეფაქტს ნახავთ და ფაქტობრივად დროში იმოგზაურებთ. მუზეუმების გარშემო არსებულ თავისუფლების პარკშიც თუ გაისეირნებთ, შეგეძლებათ მოინახულოთ პოლონეთის გათავისუფლების ბრძოლაში დაღპული გმირების მემორიალები.

შოპენის მუზეუმი

მუსიკის მოყვარულებს არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ შოპენი სწორედ ვარშავაში ცხოვრობდა. სწორედ ამიტომ ვარშავის აეროპორტიც შოპენის სახელობისაა და თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ვარშავაში, სწორედ შოპენის აეროპორტში ჩაფრენა მოგიწევთ. შოპენის მუზეუმი ინახავს მის ნაწერებს, ფოტოებს, წერილებს, პიანინოს. კლასიკური მუსიკის მოყვარულებს ეს ადგილი ნამდვილად აღგაფრთოვანებთ და მუდამ გემახსოვრებათ. აქ მიღებული ემოციები აუცილებლად დიდხანს გაგყვებათ.

სამეფო სასახლე ვარშავაში

აუცილებლად ეწვიეთ ვარშავას სამეფო სასახლეს. იგი რენესანსისა და ბაროკოს ეპოქების არქიტექტურული სტილის ერთგვარი ნაზავია. აღგაფრთოვანებთ როგორც მისი ისტორიული მნიშვნელობა და სიდიადე, ასევე ინტერიერი თუ ექსტერიერი. ახლა იგი ეროვნული მნიშვნელობის მონუმენტსა და მუზეუმს წარმოადგენს, თუმცა დიდი ხნის წინ პოლონელი მონარქების რეზიდენცია იყო. აქ არსებული სახელოვნებო კოლექცია აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას. იგი მდებარეობს ვარშავას ძველ ქალაქში, ამიტომ მისი მონახულების შემდეგ შეგიძლიათ ძველ ქალაქში გაისეირნოთ და მისი ულამაზესი ქუჩებით დატკბეთ.

ქალაქის ზოოპარკი

თუ ბავშვებთან ერთად აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად გირჩევდით ვარშავის ზოოპარკს ეწვიოთ და ქალაქის მეორე მხარეც გაიცნოთ. ზოოპარკში სხვადასხვა ცხოველსა და მცენარეს შეხვდებით და განტვირთვას იდეალურად შეძლებთ.

რა ვჭამოთ ვარშავაში?

ვარშავა არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ გატარებული დღეების განმავლობაში შეგეძლებათ მრავალფეროვანი მენიუ შეადგინოთ და პოლონური ტრადიციული კერძენი დააგემოვნოთ. ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს ვარშავას რესტორნები და კაფეები. შეგიძლიათ მიირთვათ როგორც მთავარი კერძები, ასევე უგემრიელესი პოლონური ტკბილეული.

სუფები

ვარშავა შემოგთავაზებთ სუფების უამრავ ვარიაციას. თანაც, არა მხოლოდ ცხელ სუფებს. ზაფხულის დღეებში პოლონელების საყვარელი კერძია “ხლოდნიკი”, რომელიც ცივ ბოსტნეულის სუფს წარმოადგენს, მისი მრავალი ვარიანტი შეგხვდებათ ქალაქში, მათ შორის ავოკადოთი დამზადებული. ეს ულამაზესი ფერის სუფი აუცილებლად გაგიხალისებთ ზაფხულის ცხელ დღეებს. იაფი ავიაბილეთები ვარშავაში საშუალებას მოგცემთ, სუფზე გავრცელებული სტერეოტიპები გაიქარწლოთ და წვნიანი თქვენი ერთ-ერთი საყვარელი კერძი გახდეს.

ღორის ხორცი ჟელეში

ვარშავას ერთ-ერთი გამორჩეული კერძი გახლავთ ღორის ხორცი მოთავსებული ჟელეში. ხორცი სპეციალური ტექნიკითაა გამომცხვარი ბოსტნეულთან ერთად და მოთავსებულია არომატულ ჟელესებრ მასაში. იგი სერვირდება ძმართან და პურთან ერთად. ხორცის მოყვარულებს ეს კერძი აუცილებლად მოგეწონებათ. იგი პოლონელების საყვარელი კერძია და პოლონური სუფრის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

"პეროგი"

პოლონურ კულინარიაზე ფიქრისას, აუცილებლად უნდა გაგვახსენდეს პოლონური ტკბილეული. ვარშავაში “პეროგების” სხვადასხვა ვარიაციას იხილავთ: სოკოთი, ფეტათი, ხილით თუ კარტოფილით. “პეროგი” გულსართიან ცომს წარმოადგენს და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული მისი შიგთავსის არჩევა. ვარშავაში მოგზაურობისას მისი გასინჯვა არ უნდა გამოგრჩეთ, რადგან პოლონური სამზარეულის ერთ-ერთი სახასიათო ელემენტია.

ხორცის პროდუქტები

ვარშავა ცნობილია ხორცის პროდუქტებით. აქ შეგიძლიათ ნებისმიერ მარკეტში სხვადასხვა სახეობის სოსისის, ლორისა და სხვა პროდუქტების შეძენა.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვარშავაში მოგზაურობისთვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
PLN - Polish Zloty (zł)
აერპორტის კოდი
WAW
ენა
პოლონური
თაიმზონა
GMT +2
დღიური საშუალო თანხა
45 ევრო

ხშირად დასმული კითხვები ვარშავაზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ვარშავაში , გირჩევდით, ხშირად დასმული კითხვების სექციას გადაავლოთ თვალი. აქ შეიძლება ისეთი კითხვები აღმოაჩინოთ, რომლებიც თავადაც გებადებათ ვარშავაზე ფიქრის დროს.

მაისიდან სექტემბრამდე საუკეთესო დროა ვარშავაში გასატარებლად, რადგან კლიმატი ამ დროს არის იდეალური – არც ძალიან ცხელა და არც ცივა.

ვარშავის მუზეუმების დათვალიერება და პოლონური კულინარიის დაგემოვნება არ უნდა დაგავიწყდეთ ვარშავაში ყოფნის დროს.

დიახ, ვარშავაში პირდაპირი რეისით გაფრენას შეძლებთ როგორც თბილისიდან, ასევე-ქუთაისიდან.

თბილისიდან ავიაკომპანია სქაი ექსპრესი, ქუთაისიდან კი ვიზიარი.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისთვის გირჩევთ, არატურისტულ სეზონებზე დაგეგმოთ ვარშავაში მოგზაურობა. ამ დროს როგორც წესი იაფდება ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც დაბალი მოთხოვნიდან გამომდინარე.

3 დღე საკმარისია ამ ქალაქში გასაჩერებლად, თუმცა გირჩევდით უფრო მეტი დრო გაითვალისწინოთ, რათა კარგად დასვენება შეძლოთ.

WAW – ვარშავას შოპენის აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს მდებარეობს.

თუ წინასწარ, 1 ან 2 თვით ადრე დაგეგმავთ მოგზაურობას, ვარშავაში ვიზიტი ძალიან იაფი დაგიჯდებათ. წინასწარ შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ვარშავაში და დასვენება არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსახურება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ სერვისს როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.