იაფი ფრენები ჟენევაში

იაფი ფრენები ჟენევას მიმართულებით

შვეიცარიის ქალაქი ჟენევა მთელი ევროპის გულია. ქალაქი ბუნებრივი სილამაზისა და დახვეწილი ურბანული კულტურის იდეალურ შერწყმას გთავაზობთ. შვეიცარიული თბილი ატმოსფერო, მოწესრიგებული სისტემა, ღირსშესანიშნაობების მთელი რიგი და მარტივად, მშვიდ გარემოში დასვენების შესაძლებლობა – ყველაფერია, რაც მოგზაურს სჭირდება. მოემზადეთ, ამ ბლოგში ჟენევას მიმართულებით ერთად ვიმოგზაურებთ და თქვენზე საუკეთესოდ მორგებულ შვეიცარიულ თავგადასავალს დავგეგმავთ.

პირველ რიგში, შეგიძლიათ შეიძინოთ იაფი ფრენები ჟენევაში და გაეცნოთ მის ღირსშესანიშნაობებს. ჟენევას სახასიათო ევროპული ტიპის უბნები აქვს. მის ქუჩებში სეირნობისას რენესანსისა და შუასაუკუნეების ეპოქებში ერთდროულად იმოგზაურებთ. ქალაქის მრავალფეროვანი კულტურული გარემო, არქიტექტურულად ღირებული შენობები და ბუნებრივი სილამაზის მრავალფეროვნება ნებისმიერ მოგზაურს დაუვიწყარ დასვენებას პირდება. ჟენევა მშვიდი, მაგრამ მრავალფეროვანი მოგზაურობის გარანტია.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ჟენევაში?

ჟენევაში გაფრენას შეძლებთ თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან. იაფი ფრენები ჟენევაში მარტივად შეგიძლიათ აარჩიოთ, რადგან ბევრი ავიაკომპანია ახორციელებს მოქნილ ავიარეისებს.

თბილისიდან ჟენევას მიმართულებით ნახავთ როგორც პირდაპირ, ასევე გადაჯდომით ფრენებს. პირდაპირ ფრენებს ასრულებს ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet -ი. იზიჯეტი 2025 წლის გაზაფხულიდან შემოუერთდა საქართველოს ავიაბაზარს და დაიწყო პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და ჟენევას შორის, რამაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უფრო მარტივი და ხელმისავწდომი გახადა შვეიცარიაში მოგზაურობა.

რაც შეეხება ტრანზიტულ ფრენებს, შემოგთავაზებთ ბერძნული ავიაკომპანიების SkyExpress-ისა და Aegean Airlines-ის, გერმანული Lufthansa-ს, პოლონური Lot-ისა და თურქული Pegasus-ს ავიაბილეთებს. ყველაზე იაფ ფრენებს თბილისიდან ჟენევაში 171 ლარიდან ზემოთ ნახავთ.

ქუთაისიდან ჟენევაში გამგზავრებას 266 ლარიდან ზემოთ შეძლებთ. ქუთაისიდან შეგიძლიათ მხოლოდ გადაჯდომითი ავიარეისები ნახოთ. შემოგთავაზებთ უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ისა და თურქული ასევე ეკონომიური ავიაკომპანიის Pegasus-ის ფრენებს.

დაბლა იხილავთ ცხრილს ჟენევას მიმართულებით საუკეთესო ავიარეისებისა, საქართველოს აეროპორტებიდან.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
7 October 202612 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 907 -დან
8 October 202619 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 822 -დან
9 October 202612 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 871 -დან
11 October 202615 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 027 -დან
12 October 202623 October 20261 StopeasyJetავიაბილეთები 790 -დან
13 October 202623 October 20262 StopsAjetავიაბილეთები 934 -დან
15 October 202615 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 328 -დან
16 October 202617 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 055 -დან
17 October 202618 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 1 127 -დან
19 October 202627 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 701 -დან
22 October 202625 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 708 -დან
26 October 202629 October 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 646 -დან
27 October 202613 November 2026DirecteasyJetავიაბილეთები 512 -დან
30 October 20261 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 802 -დან
1 November 202620 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 561 -დან
3 November 202610 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 655 -დან
9 November 202620 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 462 -დან
10 November 202613 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 447 -დან
13 November 202620 November 2026DirecteasyJetავიაბილეთები 273 -დან
17 November 202624 November 2026DirecteasyJetავიაბილეთები 390 -დან
20 November 202624 November 2026DirecteasyJetავიაბილეთები 299 -დან
24 November 202627 November 2026DirecteasyJetავიაბილეთები 276 -დან
26 November 20261 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 470 -დან
27 November 20261 December 2026DirecteasyJetავიაბილეთები 261 -დან
28 November 20261 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 469 -დან
30 November 20264 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 463 -დან
1 December 20264 December 2026DirecteasyJetავიაბილეთები 263 -დან
2 December 20269 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 546 -დან
3 December 20264 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 442 -დან
4 December 202611 December 2026DirecteasyJetავიაბილეთები 274 -დან
5 December 20269 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 560 -დან
6 December 20268 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 472 -დან
7 December 202611 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 466 -დან
8 December 202610 January 20271 StopeasyJetავიაბილეთები 401 -დან
11 December 202618 December 2026DirecteasyJetავიაბილეთები 274 -დან
14 December 202618 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 431 -დან
15 December 20269 February 2027DirecteasyJetავიაბილეთები 328 -დან
17 December 202622 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 739 -დან
18 December 202625 December 2026DirecteasyJetავიაბილეთები 387 -დან
21 December 202621 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 787 -დან
22 December 20261 January 2027DirecteasyJetავიაბილეთები 253 -დან
25 December 20265 January 2027DirecteasyJetავიაბილეთები 351 -დან
29 December 20265 January 2027DirecteasyJetავიაბილეთები 324 -დან
1 January 20278 January 2027DirecteasyJetავიაბილეთები 425 -დან
3 January 202710 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 1 013 -დან
4 January 20275 January 20272 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 946 -დან
5 January 202710 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 767 -დან
6 January 20279 January 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 904 -დან
11 January 202724 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 641 -დან
12 January 202719 January 2027DirecteasyJetავიაბილეთები 353 -დან
15 January 202719 January 2027DirecteasyJetავიაბილეთები 338 -დან
16 January 202716 January 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 685 -დან
22 January 202729 January 2027DirecteasyJetავიაბილეთები 285 -დან
23 January 20271 February 20271 StopLufthansaავიაბილეთები 663 -დან
2 March 20279 March 2027DirecteasyJetავიაბილეთები 290 -დან
9 March 202716 March 2027DirecteasyJetავიაბილეთები 293 -დან
27 March 202730 March 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 674 -დან
28 April 202716 May 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 690 -დან
29 April 202713 May 2027DirecteasyJetავიაბილეთები 664 -დან
30 April 202712 May 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 805 -დან
1 May 202712 May 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 805 -დან
2 May 202714 May 20271 StopLOT Polishავიაბილეთები 839 -დან
20 May 202731 May 2027DirecteasyJetავიაბილეთები 461 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
8 October 202612 October 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 1 243 -დან
17 October 202617 October 20262 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 1 476 -დან
27 November 20265 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 613 -დან
28 November 20263 December 20261 StopWizz Air Maltaავიაბილეთები 490 -დან
15 December 202621 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 774 -დან
16 December 202622 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 739 -დან
18 December 202624 December 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 784 -დან
19 December 202625 December 20261 StopWizz Air Maltaავიაბილეთები 813 -დან
20 December 202626 December 20262 StopsWizz Airავიაბილეთები 838 -დან
21 December 202627 December 20261 StopWizz Airავიაბილეთები 842 -დან
22 December 202628 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 895 -დან
29 December 202631 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 692 -დან
Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
8 October 202612 October 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 182 -დან
9 October 202612 October 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 240 -დან
15 October 202619 October 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 295 -დან
27 November 20265 December 20263 StopsPegasus Airlinesავიაბილეთები 971 -დან
28 November 20266 December 20261 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 873 -დან

აღმოაჩინე ჟენევა

სად დავრჩეთ ჟენევაში?

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჟენევაში , ერთად გადავავლოთ თვალი დასარჩენ სივრცეებს. ამ ქალაქში უპრობლემოდ იპოვით თქვენს გემოვნებაზე მორგებულ სასტუმროებს.

MEININGER Hotel Genève Centre Charmilles

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში მდებარეობს. იგი გამოირჩევა სხვადასხვა ტიპის ნომრებითა და კარგი სერვისით. თქვენს ბიუჯეტსა და მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული ოთახის პოვნა არ გაგიჭირდებათ. სასტუმროს აქვს საერთო ლაუნჯი, რაც ტურისტების გაცნობის საშუალებას მოგცემთ. ნომრის ფასში შედის კვებაც.

ibis Genève Centre Nations

ეს სასტუმრო ტურისტებისთვის მოსახელთებელ ადგილას მდებარეობს. მისი ნომრები აბსოლუტურად ყველა საჭირო ნივთითაა აღჭურვილი. შეგიძლიათ არ იღელვოთ, თუ რამის წამოღება დაგავიწყდებათ მოგზაურობაში, რადგან აქ ყველაფერს იპოვით. სასტუმროს აქვს ბარიც. ნომრის ფასში შედის საუზმის მომსახურებაც.

Hotel Montbrillant

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში მდებარეობს. მისი სადა ინტერიერი და კეთილმოწყობილი ნომრები მშვიდად დასვენების საშუალებას მოგცემთ. სასტუმროს აქვს საკუთარი ბარი და რესტორანი. ამასთან, ნომრის ფასში შედის საუზმეც.

Hotel International & Terminus

ეს სასტუმრო ჟენევას ცენტრში, რკინიგზის სადგურთან ახლოს მდებარეობს. მისი ნომრები კეთილმოწყობილია, დაგხვდებათ ჩაისა და ყავის აპარატებიც. ნომრის საფასურში შედის საუზმეც. ამასთან, აქ ნახავთ რესტორანსაც, სადაც დამღლელი დღის შემდეგ ვახშმობას შეძლებთ. სასტუმროს ტერასიდან ულამაზესი ხედები იშლება.

რა ვნახოთ ჟენევაში?

ჟენევაში მოგზაურობის ყველა მომენტი დასამახსოვრებელი მოგონებებით სავსე იქნება. აქ შეგიძლიათ ეწვიოთ ქალაქის ღირსშესანიშნაობებს, კულტურულ ძეგლებს, დატკბეთ მის ისტორიულ ქუჩებში სეირნობით ანდაც, მის მწვანე ბუნებაში გაატაროთ დრო.

წმინდა პიერის ტაძარი

ეს ტაძარი ითვლება, რომ იყო სახლი ჟან კალვინის, პროტესტანტული რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის. ტაძარში ნახავთ სკამსაც, რომელიც ჟან კალვინს ეკუთვნოდა. შესაბამისად, ამ შენობას არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ისტორიული დატვირთვაც აქვს.

კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი

ჟენევის კონსერვატორია და ბოტანიკური ბაღი ქალაქის ულამაზესი ღირსშესანიშნაობებია. აქ 12 000 ზე მეტი ტიპის მცენარეს ნახავთ. სიმწვანეში ჩაფლული ეს საოცარი ბაღი ნებისმიერი ტიპის მოგზაურს აღაფრთოვანებს თავისი სიმშვიდითა და გრანდიოზულობით.

რეფორმაციის კედელი

შვეიცარია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეფორმაციული რელიგიური მიმდინარეობის გავრცელების. რეფორმაციის კედელი მე-20 საუკუნეში სწორედ ამ სიმბოლური თემატიკის უკვდავსაყოფად აიგო. მასზე დატანილია რეფორმაციაში მნიშვნელოვანი როლის შემტანი ადამიანების ქანდაკებები.

შვეიცარიის ცნობილი ფანტანი

შვეიცარიის ფანტანს ქალაქის თავზე გადაფრენისასაც კი დაინახავთ. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ფანტანი უზარმაზარია და მდებაეობს ჟენევის ტბასთან.

რა ვჭამოთ ჟენევაში?

ჟენევა არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. აქ შეგიძლიათ ადგილობრივი კულინარიის ნიმუშები დააგემოვნოთ. თქვენს კულინარიულ თავგადასავალში პირველი გზამკვლევები ჩვენ ვიქნებით და შემოგთავაზებთ რამდენიმე ცნობილ კერძს.

შოკოლადი

შვეიცარიული შოკოლადი მსოფლიოში სახელგანთქმულია. მისი გასინჯვის მერე არცერთი ქვეყნის შოკოლადი ისეთი გემრიელი ვეღარ იქნება, როგორც აქამდე. გირჩევთ, აუცილებლად დააგემოვნოთ ბევრი შოკოლადი შვეიცარიაში ყოფნისას.

რაკლეტი

ეს ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო და სიმბოლური კერძია შვეიცარიელებისათვის. იგი წარმოადგენს დიდი ყველის დაფას, რომელსაც თან სხვა ინგრედიენტები, მაგალითად ბოსტნეული, მოყვება. რაკლეტის ყველი შეგიძლიათ დაადნოთ და მდნარ მასად მიირთვათ.

შნიცელი

თუ ხორცის მოყვარული ხართ, აუცილებლად გასინჯეთ შვეიცარიული შნიცელი. სპეციალური ტექნიკით დამზადებული შნიცელი, ანუ შემწვარი ხორცი თავის გარნირთან ერთად, აუცილებლად გაგიქარწყლებთ მთელი დღის დაღლის შეგრძნებას.

როსტი

კარტოფილის ფანებისთვის ეს კერძი იდეალურია. იგი წარმოადგენს ფენქეიქების ფორმის კარტოფილებს, რომლებსაც მოყვება სხვადასხვა ბოსტნეული. კარტოფილი სპეციალური ტექნიკითაა შემწვარი, რაც მის გემოს კიდევ უფრო იდეალურს ხდის.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჟენევაში მოგზაურობისთვის

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
CHF - შვეიცარიული ფრანკი
აერპორტის კოდი
GVA
ენა
შვეიცარიული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
CFH 123 (130$)

ხშირად დასმული კითხვები ჟენევაში ფრენების შესახებ

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ჟენევაში ან მომავალში აპირებთ, რომ ეწვიოთ შვეიცარიას, ეს სექცია თქვენთვისაა. აქ გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც გამოგადგებათ მოგზაურობის დაგეგმვაში.

ზაფხული საუკეთესო დროა ჟენევაში სამოგზაუროდ ამინდების მხრივ. აქ ზაფხულში ძალიან არ ცხელა, პირიქით, სასიამოვნო ტემპერატურაა.

ჟენევა ცნობილია თავისი ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ამას ემატება ულამაზესი ბუნება და სიმწვანეში ჩაფლული არქიტექტურული სტილის მრავალფეროვნება.

დიახ, თბილისიდან ჟენევაში პირდაპირ ავიარეისებს შეიძენთ.

ავიაკომპანია იზიჯეტი ჟენევას მიმართულებით ყველაზე იაფ ავიარეისებს აწარმოებს.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში ჩაწერეთ სასურველი მიმართულება და აარჩიეთ საუკეთესო ავიარეისები. თუ დახმარება დაგჭირდებათ, ჩვენი ქოლ-ცენტრი მზადაა, დაგეხმაროთ ავიაბილეთების არჩევაში. შეგიძლიათ ეწვიოთ avia.ge -ს ოფისსაც.

იაფად მოგზაურობისთვის უნდა აირჩიოთ არატურისტული სეზონები. ამ დროს ხალხის ნაკადი ნაკლებია, შესაბამისად ავიაბილეთებსაც იაფად ნახავთ და დასარჩენ ადგილებსაც.

2 დღე მაინც გათვალეთ ქალაქში მოგზაურობისათვის მისი ღირსშესანიშნაობების სრულად დასათვალიერებლად.

GVA – ჟენევას აეროპორტი ქალაქთან ყველაზე ახლოს, 4 კილომეტრში მდებარეობს.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე დაჯავშნეთ ავიაბილეთები. ასევე, მათ ყიდვას ნუ დაამთხვევთ დასვენების დღეებს ან დღესასწაულებს.

სწრაფი მომსახურება და საუკეთესო შეთავაზებები – სწორედ ამიტომ მოსწონთ მოგზაურობის მოყვარულებს avia.ge . თუ გსურთ მიიღოთ სწრაფი სერვისი და ავიაბილეთების შეძენა თქვენთვის არა სტრესული, არამედ სასიამოვნო მომენტი გახდეს, მაშინ მიმართეთ avia.ge -ს პროფესიონალ გუნდს.