იაფი ფრენები ბაზელში

იაფი ფრენები ბაზელში

შვეიცარია ცნობილია თავისი შეუდარებელი გარემოთი – აქ მთიანი რელიეფი იდეალურად ერწყმის მოდერნისტულ არქიტექტურას. ბაზელი კი შვეიცარიის ულამაზესი ქალაქია. იგი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ინდუსტრიულ და ეკონომიკურ ცენტრს. გარდა ფუნქციური დატვირთვისა, ქალაქს სიმბოლური და კულტურული მნიშვნელობაც აქვს. შვეიცარიის ქალაქები თავისი ზღაპრული ატმოსფეროთი ყველა ტურისტის გულში დაიდებენ ბინას. ბაზელში მოგზაურობა ამ წინადადების ჭეშმარიტებაში თქვენც დაგარწმუნებთ.

იაფი ავიაბილეთები ბაზელში საშუალებას მოგცემთ ჩრდილო ევროპული თავისებურებები უკეთესად გაიცნოთ და მოგზაურობის ყველაზე განსხვავებული გამოცდილება მიიღოთ. ბაზელში რენესანსის დროის უამრავ ღირსშესანიშნაობას ნახავთ. აქაური ნაგებობები აღორძინების ეპოქის ძეგლებს თვალწინ გადაგიშლით. ბაზელში მსოფლიო დონის მუზეუმები და არტ-გალერეები დაგხვდებათ. აქ ულამაზეს ბაღებსა და პარკებში ისეირნებთ. აქაურობა განსაკუთრებით მოეწონებათ მშვიდი დასვენებისა და განტვირთვის მოყვარულ მოგზაურებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ფრენა ბაზელში?

თბილისიდან ბაზელის მიმართულებით ავიარეისები შეგიძლიათ ნახოთ გადაჯდომით. იაფი ფრენები ბაზელში უამრავი ავიაკომპანიის მიერ ხორციელდება, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ თქვენს დროსა და ბიუჯეტზე მორგებული ავიაბილეთები შეიძინოთ. მაგალითად, შემოგთავაზებთ Pegasus-ის Turkish Airlines-ის, Lufthansa-სა და Ajet Airlines-ის ფრენებს თბილისიდან ბაზელში. თუ ქუთაისიდან ფრენა უფრო მოსახერხებელია თქვენთვის, ავიაკომპანია პეგასუსი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შემოგთავაზებთ ბაზელის მიმართულებით ავიარეისებს. თუმცა, ქუთაისიდან ნაკლები სიხშირით ხორციელდება ბაზელში ფრენები. ყველაზე იაფი ავიაბილეთები ბაზელში შეგიძლიათ შეიძინოთ 273 ლარიდან ზემოთ.

თბილისიდან
ქუთაისიდან
ბათუმიდან
გამგზავრების თარიღიგადაჯდომებიავიაბილეთების მოძებნა
21 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 464 -დან
18 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 542 -დან
20 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 568 -დან
25 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 588 -დან
23 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 607 -დან
28 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 610 -დან
26 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 673 -დან
31 ოქტომბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 694 -დან
19 ოქტომბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 704 -დან
10 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 242 -დან
12 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 250 -დან
13 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 252 -დან
23 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 254 -დან
22 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 255 -დან
5 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 277 -დან
4 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 278 -დან
15 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 289 -დან
3 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 393 -დან
2 ნოემბერი 20261 Გაჩერებაავიაბილეთები 552 -დან
1 ნოემბერი 20262 Გაჩერებაავიაბილეთები 797 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
10 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 451 -დან
15 დეკემბერი 202611 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 454 -დან
16 იანვარი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 471 -დან
2 თებერვალი 20272 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 488 -დან
12 მარტი 202721 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 662 -დან
1 აპრილი 202710 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 697 -დან
7 ივნისი 202718 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 920 -დან
31 აგვისტო 20277 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 041 -დან
გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიგადაჯდომებიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
10 ნოემბერი 202624 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 451 -დან
18 ნოემბერი 202622 ნოემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 550 -დან
1 დეკემბერი 20264 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 534 -დან
15 დეკემბერი 202611 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 454 -დან
19 დეკემბერი 202622 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 791 -დან
21 დეკემბერი 202625 დეკემბერი 20261 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 940 -დან
29 დეკემბერი 20263 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 507 -დან
30 დეკემბერი 20262 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 514 -დან
5 იანვარი 202710 იანვარი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 766 -დან
10 იანვარი 202731 იანვარი 20271 ᲒაჩერებაFLYONE Armeniaავიაბილეთები 621 -დან
16 იანვარი 20276 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 471 -დან
25 იანვარი 202730 იანვარი 20271 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 506 -დან
2 თებერვალი 20272 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 488 -დან
3 თებერვალი 202710 თებერვალი 20271 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 492 -დან
10 მარტი 202714 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 704 -დან
11 მარტი 202720 მარტი 20272 ᲒაჩერებაAjetავიაბილეთები 894 -დან
12 მარტი 202721 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 662 -დან
13 მარტი 202722 მარტი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 793 -დან
27 მარტი 20275 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 697 -დან
28 მარტი 20276 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 694 -დან
29 მარტი 20277 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 688 -დან
30 მარტი 20278 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 772 -დან
31 მარტი 20279 აპრილი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 676 -დან
1 აპრილი 202710 აპრილი 20271 ᲒაჩერებაAustrian Airlinesავიაბილეთები 697 -დან
7 ივნისი 202718 ივნისი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 920 -დან
31 აგვისტო 20277 სექტემბერი 20271 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 041 -დან

აღმოაჩინე ბაზელი

სად დავრჩეთ ბაზელში?

დასარჩენი ადგილის ძებნა ყველაზე მნიშვნელოვანია მოგზაურობისას. ქვემოთ ნახავთ ბაზელის რამდენიმე გამორჩეულ სასტუმროს. თუ უკვე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაზელში , დროა რომელიმე მათგანის ნომერიც დაჯავშნოთ.

VISIONAPARTMENTS Basel Nauenstrasse

ეს სასტუმრო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ბაზელში. გარდა იმისა, რომ იგი იდეალურ ადგილას მდებარეობს, მისი ნომრები მაქსიმალურად კომფორტული და დამსვენებელზე მორგებულია. ამასთან, სასტუმროს საკუთარი აუზი და რესტორანი აქვს.

limehome Basel Münzgasse

ეს სასტუმრო დამსვენებლებისგან მაქსიმალურ შეფასებას იმსახურებს. იგი ასევე მოსახერხებელ ადგილას მდებარეობს და ქალაქის ღირსშესანიშნაობების მონახულებას აქედან მარტივად შეძლებთ. ყველაფერთან ერთად, სასტუმროს ნომრები მოდერნისტულ სტილშია გაწყობილი, რაც მშვიდ ატმოსფეროს ქმნის.

Basel Backpack

ეს სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს. მისი მომსახურე პერსონალი თქვენი ბაზელში ყოფნის დღეების უზრუნველყოფას შეეცდებიან. სასტუმროს აქვს საკუთარი რესტორანიც, რომლით სარგებლობაც დამსვენებლებს შეუძლიათ. ამასთან, სასტუმრო შემოგთავაზებთ საუზმის სერვისსაც, რაც თქვენს მოგზაურობას გაამარტივებს.

B&B HOTEL Basel

ეს სასტუმრო გამოირჩევა როგორც იდეალური ადგილმდებარეობით, ასევე მყუდრო და კეთილმოწყობილი ნომრებით. აქაური ნათელი ფერები სტუმრებს ჰარმონიის განცდასა და იდეალურად დასვეენბას პირდება. თანაც, ნომრებში ყველა საჭირო ნივთი დაგხვდებათ. სასტუმროს მომსახურება მოიცავს მრავალფეროვან მენიუსაც საუზმისათვის. ამასთან, სასტუმროში მდებარეობს ბარიც.

რა ვნახოთ ბაზელში?

თქვენი შვეიცარიაში ყოფნის დღეები უკეთესი გახდება, თუ წინასწარ მოემზადებით იმ გამოწვევებისთვის, რასაც ქალაქი ბაზელი გთავაზობთ. პირველ რიგში, გირჩევთ გაეცნოთ მის ღირსშესანიშნაობებს და აუცილებლად სანახავი ძეგლების სია შეადგინოთ. ამაში ჩვენც დაგეხმარებით.

ბაზელის საკათედრო ტაძარი

ეს ტაძარი ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. იგი საუკუნეების წინ რომანულ სტილში აშენდა. ტაძრის დიდებულების გარდა მის უკან ტერასაზე თუ გახვალთ, მთელი ქალაქის პანორამული ხედი გადაიშლება თქვენ თვალწინ.

ბაზელის ისტორიული მუზეუმი

თუ შვეიცარიული კულტურისა და ისტორიის უკეთ გაცნობა გსურთ, აუცილებლად ეწვიეთ ამ მუზეუმს. აქ გამოფენილი ექსპონანტები შვეიცარიის დიდების წლებში გამოგზაურებენ და ქალაქ ბაზელს კიდევ უფრო შეგაყვარებენ.

ტინგელის მუზეუმი

ტინგელის მუზეუმი შვეიცარიელი ხელოვანის მუდმივ გამოფენას მასპინძლობს. ტინგელის სკულპტურები აუცილებლად გამოიწვევენ თქვენში აღფრთოვანებისა და დიდებულების განცდას. იგი შვეიცარიელების საამაყო ადგილია. განსხვავებული გამოცდილების მისაღებად აქ წასვლას აუცილებლად გირჩევდით.

სათამაშოების სამყაროს მუზეუმი

ეს მუზეუმი ისტორიულ კოლექციას ინახავს სათამაშოების. აქ ვიზიტი არ მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებს, არამედ ზრდასრულებსაც ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებთ. აუცილებლად გირჩევდით აქ ნანახი ექსპონანტების დათვალიერებას და სათამაშოების სამყაროში გადაშვებას, რაც ტკბილ მოგონებებს ამოგიტივტივებთ.

რა ვჭამოთ ბაზელში?

ბაზელი არც კულინარიის მოყვარულებს დაგწყვეტთ გულს. იაფი ფრენები ბაზელში იქნება თქვენი საგზური ახალი რეცეპტების აღმოჩენისაკენ. რამდენიმე აუცილებლად გასასინჯ კერძს ჩვენც შემოგთავაზებთ.

Läckerli

თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, აუცილებლად გირჩევდით ამ ნამცხვრის დაგემოვნებას. იგი თაფლის, ნუშისა და ხილის ჰარმონიულ და ნაზ გემოებს გააღვიძებს თქვენს პირში.

ფქვილის სუპი

ფესტივალებისა და კარნავალების დროს ბაზელის მოსახლეობას განსაკუთრებით ამ სუპის მირთმევა უყვარს. იგი მზადდება ფქვილისაგან, ღვინისაგან და კარაქისგან. აუცილებლად გირჩევდით მის გასინჯვას.

Wäie

ეს კერძი არის ხახვისა და ყველის ტარტი. იგი ადგილობრივების საყვარელი საჭმელია და როგორც წესი, ოჯახური შეკრებების დროს ხშირად ამზადებენ ხოლმე. თუ შვეიცარიულ ოჯახში სტუმრობას გადაწყვეტთ, გირჩევთ გაიყოლოთ იგი და თავი ნამდვილ ადგილობრივად წარმოაჩინოთ.

Hefegugelhopf

ბაზელის ტკბილეულის კიდევ ერთ შედევრს შემოგთავაზებთ. ეს კერძი ადგილობრივების ერთ-ერთი საყვარელი სადღესასწაულო დესერტია. მისი შუაგული ცარიელია, გარე ნაწილები კი როგორც წესი დეკორირებულია. საკონდიტროები ხელოვნების დონეზე უყურებენ კულინარიას და ამ ნამცხვარს განსაკუთრებული გულისყურით აფორმებენ.

ინფორმაცია ბაზელის ფრენების შესახებ

სამოგზაურო დოკუმენტაცია
პასპორტი
ვალუტა
შვეიცარიული ფრანკი CHF
აერპორტის კოდი
BSL, EAP, MLH
ენა
გერმანული
თაიმზონა
GMT+1
დღიური საშუალო თანხა
123-296 ფრანკი

ხშირად დასმული კითხვები ბაზელზე

თუ უკვე შეიძინეთ იაფი ფრენები ბაზელში , ან მომავალში აპირებთ ბაზელში მოგზაურობას, აუცილებლად გაეცანით ხშირად დასმული კითხვების სექციას. ჩვენ მიერ გაცემული პასუხებით მიიღებთ ტურისტებისთვის გამოსადეგ რჩევებს ბაზელში ყოფნისათვის მოსამზადებლად.

გვიანი გაზაფხული-ზაფხული საუკეთესო დროა შვეიცარიაში ვიზიტისათვის. ამ დროს აქ იდეალური ტემპერატურაა, რაც ბაზელის კომფორტულად დათვალიერების შესაძლებლობას მოგცემთ.

ქალაქში განსაკუთრებით მომნუსხველია ის ატმოსფერო, რომელიც აქ ტრიალებს- მშვიდ ბუნებას შეზავებული თანამედროვეობა. ბაზელი ღირებულია მუზეუმებითაც. აქ მსოფლიო დონის შედევრებს ნახავთ.

ბაზელში გაფრენას გადაჯდომით ავიარეისებით შეძლებთ როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან.

პეგასუსი ბაზელის მიმართულებით ყველაზე იაფ ავიაბილეთებს შემოგთავაზებთ.

avia.ge -ზე ავიაბილეთების შეძენა ძალიან მარტივია. საძიებო ველში შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის სასურველი მიმართულება, საიტი კი შემოგთავაზებთ საუკეთესო ავიარეისებს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ან მობრძანდეთ avia.ge -ს ოფისში.

იაფი მოგზაურობისთვის გირჩევთ, არატურისტულ სეზონებზე დაგეგმოთ ბაზელში სტუმრობა. ამ დროს როგორც წესი იაფდება ავიაბილეთებიცა და სასტუმროებიც.

მინიმუმ 3 დღე გათვალეთ ბაზელში მოგზაურობისათვის, რათა ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობების ნახვა თავისუფლად მოასწროთ.

BSL – ბაზელის აეროპორტი ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 7 კილომეტრითაა დაშორებული.

პირველ რიგში, 1 ან 2 თვით ადრე შეიძინეთ იაფი ავიაბილეთები ბაზელში და ეცადეთ მათი ყიდვა არ დაამთხვიოთ დიდ დღესასწაულებს ან დასვენების დღეებს.

სანდოობა და მრავალწლიანი გამოცდილება – avia.ge მრავალი წელია ლიდერობს ბაზარზე. თუ გსურთ იაფი და სწრაფი მომსაუხრება მიიღოთ, avia.ge საუკეთესო არჩევანი იქნება. თქვენ მიიღებთ გამორჩეულ მომსახურებას როგორც ონლაინ, ასევე დისტანციურად, ქოლ-ცენტრის მეშვეობით ან ოფისში მოსვლით.