ბოლო წლებში, საქართველოდან პოლონეთის მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად იცვლება. 2024 წლის მონაცემებით, avia.ge-ზე ფრენების ძიებების რაოდენობა 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 18.37%-ითაა შემცირებული. ეს ტენდენცია აჩვენებს, რომ პოლონეთის მიმართულებით ფრენებზე მოთხოვნა იკლებს.

მონაცემების მიხედვით 2023 წელს ვარშავის, კრაკოვის, კატოვიცეს, ვროცლავის და პოზნანის მიმართულებები განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო, თუმცა 2024 წელს ძიებების რაოდენობა ზოგიერთ ქალაქში შემცირდა. მიუხედავად ამისა, პოლონეთის მიმართულება კვლავ რჩება ერთ-ერთ ძირითად მარშრუტად ქართველებისთვის.

ქუთაისი ვარშავა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მარტი 202523 მარტი 2025Wizz Airავიაბილეთები 395 -დან
16 აპრილი 202520 აპრილი 2025Wizz Airავიაბილეთები 297 -დან
1 მაისი 202511 მაისი 2025Wizz Airავიაბილეთები 363 -დან

 

ძირითადი სტატისტიკა:

  • ვარშავა (Warsaw)– კვლავ ყველაზე პოპულარული მიმართულებაა, თუმცა ძიებები 15%-ით შემცირდა.
  • კრაკოვი (Krakow) – 2024 წელს ძიებები 30%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით.
  • კატოვიცა (Katowice) – ძიებების რაოდენობა 25%-ით შემცირდა.
  • პოზნანი (Poznan) – მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ზრდა დაფიქსირდა, ზოგადი ტენდენცია კლებას აჩვენებს.
  • ვროცლავი (Wroclaw) – ძიებების რაოდენობა 22%-ით შემცირდა.

dziebebis raodenobebi poloneti

 

რატომ შემცირდა მოთხოვნა პოლონეთის მიმართულებაზე?

პოლონეთის მიმართულებაზე მოთხოვნის შემცირება შესაძლოა გამოწვეული იყოს Wizz Air-ის პირდაპირი ფრენების დროებით გაუქმებით, რაც ავიაკომპანიის ძრავების გაუმართავლობამ გამოიწვია. ამ მიზეზით მგზავრებს უწევთ ალტერნატიული მარშრუტების გამოყენება, რაც ხშირად უფრო ძვირი და ნაკლებად მოსახერხებელია.

პოლონეთის რომელ ქალაქებში სრულდება პირდაპირი ფრენები საქართველოდან ?

საქართველოსა და პოლონეთს შორის პირდაპირი ფრენები თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ვარშავაში, კატოვიცეში, ვროცლავში და პოზნანში სრულდება. თბილისიდან პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია LOT Polish Airlines ასრულებს. ხოლო ქუთაისიდან კი ავიაკომპანია Wizz Air .

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სტატისტიკა ეფუძნება avia.ge-ზე განხორციელებულ ძიებებს 2023 და 2024 წლის პერიოდში. შესაბამისად, მონაცემები ასახავს იმ მომხმარებლების ინტერესს, რომლებიც ამ პლატფორმას იყენებენ, და შესაძლოა გარკვეული განსხვავებები არსებობდეს საერთო საჰაერო მიმოსვლის სტატისტიკასთან.

მასალის გამოყენების წესები და პირობები

8 წელი თქვენს სამსახურში! Avia.ge – საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLOT Polish Airlines პოლონეთის სხვადასხვა ქალაქიდან ახალ მარშრუტებს ამატებს
შემდეგი სტატიაRoutes Europe-მ თბილისის აეროპორტი ევროპის საუკეთესო აეროპორტების ხუთეულში დაასახელა
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments