საკონსულტაციო კომპანია Advito-ს უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საჰაერო მოგზაურობის ბაზარზე მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი. თუ თქვენ კონტინენტთაშორის მოგზაურობას გეგმავთ, ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება და ხარჯები დაზოგოთ.

ეკონომ კლასის ავიაბილეთები იაფდება

მოგზაურებისთვის სასიხარულო სიახლეა ის, რომ მეოთხე კვარტალში კონტინენტთაშორისი რეისების ეკონომ კლასის ავიაბილეთებზე ფასების კლებაა მოსალოდნელი. Advito-ს ექსპერტების პროგნოზით, ფასები შემცირდება მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში, აზიის გარდა.

ევროპაში ფასები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5%-ით შემცირდება. ჩრდილოეთ ამერიკაში კი 3%-იანი კლებაა ნავარაუდევი.

ანგარიშის თანახმად, ამ ტენდენციის მთავარი მიზეზები გეოპოლიტიკური გაურკვევლობა და გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელებაა, რაც ავიაკომპანიებს აიძულებს, მგზავრების მოსაზიდად ფასები დააკორექტირონ.

პირდაპირი ფრენები თბილისიდნ

DestinationDeparture atReturn atAirlineFind tickets
Adler/Sochi31 December 202610 January 2027Red Wingsავიაბილეთები 306 -დან
Almaty4 September 202611 September 2026Air Astanaავიაბილეთები 1 128 -დან
Amsterdam22 October 202625 October 2026Transaviaავიაბილეთები 893 -დან
Ankara26 September 20261 October 2026Ajetავიაბილეთები 279 -დან
Athens19 November 202622 November 2026Aegean Airlinesავიაბილეთები 392 -დან
Abu Dhabi16 October 202618 October 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 797 -დან
Antalya10 September 202616 October 2026SunExpressავიაბილეთები 412 -დან
Manama26 September 20263 October 2026Gulf Airავიაბილეთები 2 068 -დან
Baku22 January 202724 January 2027Azerbaijan Airlinesავიაბილეთები 374 -დან
Belgrade1 November 202617 November 2026Air Serbiaავიაბილეთები 721 -დან

 

მზარდი მოთხოვნის ფონზე, ბიზნეს კლასი ძვირდება

ეკონომ კლასისგან განსხვავებით, ბიზნეს კლასის ავიაბილეთებზე საპირისპირო ტენდენცია ფიქსირდება. კორპორატიული და საქმიანი მოგზაურობების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა პირდაპირ აისახება ფასებზე.

ევროპაში კონტინენტთაშორისი ბიზნეს კლასის ავიაბილეთების ღირებულება წინა წელთან შედარებით 3%-ით მოიმატებს.

ფასების ზრდა მოსალოდნელია მსოფლიოს უმეტეს რეგიონში. გამონაკლისს ლათინური და ჩრდილოეთ ამერიკა წარმოადგენს, სადაც 1%-იანი უმნიშვნელო კლებაა პროგნოზირებული.

რას ნიშნავს ეს მოგზაურებისთვის?

  • ეკონომ კლასით მგზავრობა: თუ თქვენ ბიუჯეტურ მოგზაურობას გეგმავთ ევროპიდან ან ჩრდილოეთ ამერიკიდან, მეოთხე კვარტალი საუკეთესო დროა ავიაბილეთების დასაჯავშნად.
  • საქმიანი მოგზაურობა: ბიზნეს კლასით მგზავრობისას, მოსალოდნელია გაზრდილი ხარჯები. კომპანიებმა და საქმიანმა მოგზაურებმა ეს ფაქტორი ბიუჯეტის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ.

ეს ანალიზი ხაზს უსვამს გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებსა და საჰაერო მოგზაურობის ინდუსტრიას შორის მჭიდრო კავშირს, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს ავიაბილეთების ფასებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიმიუნხენის აეროპორტში დრონების გამო ფრენები შეფერხდა
შემდეგი სტატიაWizz Air-მა ავიაბილეთებზე ერთდღიანი 15%-მდე ფასდაკლება გამოაცხადა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted