საქართველოს მოქალაქეებისთვის ტურისტულად გასამგზავრებელი ქვეყნების დიდი არჩევანი დღესდღეობით არ არის, თუმცა, მათთვის, ვისაც მოენატრა მოგზაურობა და სურს ცოტა ხნით პანდემიას დააღწიოს თავი, ან ახლობლების თუ ოჯახის წევრების მონახულება უნდა, რამდენიმე  ასეთი ქვეყანა მოიძებნება.

დღეს შემოგთავაზებთ იმ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ ტურისტული მიზნით გამგზავრება. ამ ქვეყნების კარი ტურისტებისთვის ღიაა, თუმცა აუცილებელია, რომ მათ მიერ წარდგენილ მოთხოვნებს და დოკუმენტაციას სრულად აკმაყოფილებდეთ.

არაბთა გაერთიანებული საამიროები

წარმოიდგინეთ, რომ ცივი და დამღლელი ზამთრის შემდეგ, სულ რაღაც 3 საათსა და 30 წუთში, ცხელ და მზიან სანაპიროებზე შეგიძლიათ აღმოჩნდეთ. საუკეთესო არჩევანი მსოფლიოს ერთ-ერთ გამორჩეულ ქალაქსი- დუბაიში გამგზავრება იქნება. ქალაქში ერთადერთი მოთხოვნაა პიბადის ტარებაა, სხვა მხრივ კი პანდემიის არსებობას ვერც იგრნძობთ.

საქართველოს მოქალაქეებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების საზღვარი ღიაა. თუ დუბაიში გადაწყვეტთ გამგზავრებას, ავიაკომპანია Flydubai კვირაში უკვე 4 სიხშირით ასრულებს პირდაპირ რეისებს, ამიტომ თქვენთვის ხელსაყრელ დროს შეგიძლიათ დაგეგმოთ არაჩვეულებრივი მოგზაურობა.

გაითვალისწინეთ, რომ დუბაიში გასამგზავრებლად დაგჭირდებათ შემდეგი საბუთები:

  • უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. (PCR ტესტი ასევე, ჩაგიტარდებათ დუბაის აეროპორტში ჩასვლისას, უფასოდ)
  • დუბაის ტურისტული ვიზა
  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • სასტუმროს ჯავშანი

თბილისი დუბაის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 ივლისი 202431 ივლისი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 550 -დან
1 აგვისტო 20248 აგვისტო 2024Flydubaiავიაბილეთები 1 084 -დან
2 სექტემბერი 20248 სექტემბერი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 241 -დან
8 ოქტომბერი 202415 ოქტომბერი 2024Flydubaiავიაბილეთები 1 216 -დან

ეგვიპტე

მზიანი და ცხელი სანაპიროებით შეგიძლიათ დატკბეთ, ასევე, ეგვიპტეში. საბედნიეროდ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ეგვიპტეში ტურისტულად გამგზავრება.

ეგვიპტის ქალაქების მიმართულებით პირდაპირი რეისები ამ ეტაპზე არ სრულდება, თუმცა ავიაკომპანია Turkish Airlines-ი გვთავაზობს ფრენებს სტამბოლში გადაჯდომით.

რა საბუთები დაგჭირდებათ ეგვიპტეში გასამგზარებლად?

  • უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • სასტუმროს ჯავშანი
  • სამოგზაურო დაზღვევა

მალდივის კუნძულები

მალდივებს ხშირად უწოდებენ სამოთხეს დედამიწაზე. ასეთ შედარებას კი მისი ულამაზესი თეთრი სანაპიროები, ფირუზისფერი წყალი, საოცარი წყალქვეშა სამყარო და წყალში არსებული ბუნგალოები განაპირობებს.

თუ ასეთი დაუვიწყარი მოგზაურობის მოწყობა გსურთ, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის მალიდივს კუნძულებიც ღიაა. ამიტომ, შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი კუნძული და აირჩიეთ მოგზაურობის პერიოდი თავისუფლად, რადგან მალდივის კუნძულების მიმართულებით საქართველოდან ორი ავიაკომპანია ასრულებს ფრენას: Qatar Airways-ი(დოჰაში გადაჯდომით) და Flydubai(დუბაიში გადაჯდომით). რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ იმ საბუთების მომზადება, რომლებიც გასამგზავრებლად გჭირდებათ:

  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • სასტუმროს ჯავშანი
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • უკანასკნელი 96 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ტურისტულ ვიზას აიღებთ აეროპორტში ჩასვლისას.

თურქეთი

მართალია, ცხელი და მზიანი სანაპიროები ამ ეტაპზე არ დაგხვდებათ თურქეთში, თუმცა საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო დასვენების მოწყობა შეგიძლიათ. თუ ნამდვილი ტურისტული და აქტიური მოგზაურობა მოგენატრათ, სტამბოლი საუკეთესო არჩევანი იქნება თქვენთვის.

სტამბოლის მიმართულებით ავიაკომპანიები Turkish Airlines-ი და Pegasus-ი ფრენებს ყოველდღიურად ასრულებენ, ამიტომ თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას საკმაოდ მარტივად შეძლებთ.

საბუთები, რომლებიც თურქეთში გასამგზავრებლად გჭირდებათ:

  • რა თქმა უნდა, უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.
  • ასევე, ბოლო 72 საათის განმავლობაში უნდა შეავსოთ „Form for Entry to Turkey” აპლიკაციის ფორმა.
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • ორმხრივი ავიაბილეთი
  • სასტუმროს ჯავშანი

თბილისი სტამბოლის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
30 ივლისი 202431 ივლისი 2024AJetავიაბილეთები 700 -დან
20 აგვისტო 202431 აგვისტო 2024Pegasus Airlinesავიაბილეთები 327 -დან
28 სექტემბერი 202430 სექტემბერი 2024AJetავიაბილეთები 387 -დან
11 ოქტომბერი 202416 ოქტომბერი 2024AJetავიაბილეთები 333 -დან

უკრაინა

უკრაინაც იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს გამგზავრება არ აქვთ შეზღუდული. ამასთან, უკრაინაში გასამგზავრებლად საჭიროა აკმაყოფილებდეთ მოთხოვნების მცირე ჩამონთავალს:

  • თუ ორმხრივი ავიაბილეთი გაქვთ, გჭირდებათ სამედიცინო დაზღვევა უკრაინაში ყოფნის სრულ პერიოდზე.
  • თუ მხოლოდ ერთი გზის ავიაბილეთი გაქვთ, ამ შემთხვევაში, სავალდებულოა გქონდეთ 90-დღიანი დაზღვევა.

რაც შეეხება ფრენებს,  უკრაინულმ ავიაკომპანიებმა Skyup-მა და UIA-მ აღადგინეს რეგულარული ავიამიმოსვლა კიევი-თბილი-კიევის საჰაერო ხაზზე.

ბელარუსი

ბელარუსს, ფატქობრივად, არ დაუწესებია შეზღუდვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე, თუმცა დღევანდელი მონაცემებით, აუცილებელია უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში აღებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა საზღვარზე.

თბილისი მინსკის ავიაბილეთები

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 ივლისი 202431 ივლისი 2024Belaviaავიაბილეთები 1 776 -დან
7 აგვისტო 202421 აგვისტო 2024Belaviaავიაბილეთები 1 265 -დან
11 სექტემბერი 202425 სექტემბერი 2024Belaviaავიაბილეთები 1 101 -დან
16 ოქტომბერი 202420 ოქტომბერი 2024Belaviaავიაბილეთები 870 -დან

 სხვა ქვეყნები, სადაც საქართველოოს მოქალაქეებს ტურისტულად შეუძლიათ გამგზავრება:

  • ტანზანია
  • შრი-ლანკა
  • სეიშელის კუნძულები
  • კენია
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAirBaltic-ი თბილისის მიმართულებით ავიამიმოსვლას განაახლებს
შემდეგი სტატიაBees Airlines-ი საქართველოს მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს
4.4 5 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments