ავიაკომპანია Bees Airlines-ის ხელმძღვანელის, ევგენი ხაინადსკის განცხადებით, ავიაკომპანიამ უკრაინასა და საქართველოს შორის რეგულარული რეისების დასაწყებად მარეგულირებელს უკვე მიმართა.
Bees Airlines-ი რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს როგორც თბილისის, ისე ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც. ავიაკომპანია ბაზირებულია კიევის საერთაშორისო, იგივე ჟულიანის აეროპორტში და შესაბამისად, ფრენებიც ამ აეროპორტიდან შესრულდება.
Bees Airlines-ი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, ამიტომ მისი საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველოსა და უკრაინას შორის საჰაერო მიმოსვლა საკმაოდ ხელმისაწვდომი იქნება. ავიაბილეთების ღირებულება დაახლოებით 1000-1500 გრინვა იქნება.
თბილისი კიევის ავიაბილეთები
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
24 აპრილი 2021 | 27 აპრილი 2021 | ![]() | |
25 მაისი 2021 | 28 მაისი 2021 | ![]() | |
15 ივნისი 2021 | 22 ივნისი 2021 | ![]() | |
4 ივლისი 2021 | 13 ივლისი 2021 | ![]() |