იტალია განსაკუთრებული ქვეყანაა. ცნობილია თავისი წარმოუდგენელი კერძებით, მდიდარი ისტორიული ადგილებით, ხელოვნებით, ლამაზი, პატარა და თვალწარმტაცი ქალაქებით, სოფლებითა და სანაპირო ზოლებით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ქვეყანა შეუდარებელია.
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ იტალიაში მოსანახულებელ საუკეთესო ადგილებს მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, სეზონურობიდან დაწყებული ღირსშესანიშნაობებით და ხალხით დამთავრებული, რათა დაგეხმაროთ ზუსტი გადაწყვეტილების მიღებაში, თუ სად გაატაროთ დაუვიწყარი შვებულება.
1.რომი – Rome
იტალიის დედაქალაქი, რომი ცნობილია ისტორიით, რომელიც თარიღდება ოქტავიანეს, იულიუს კეისრისა და ადრიანეს ეპოქებით. აქ შემორჩენილია ისეთი სტრუქტურები, როგორიცაა პანთეონი, რომაული ფორუმი და ათობით ეკლესია. ხელოვნების მოყვარულები დატკბებიან ვატიკანის მუზეუმებში განთავსებული ხელოვნების ნიმუშებით, ხოლო გურმანები – შესანიშნავი იტალიური კერძებით. მიუხედავად იმისა, რომ მისი მნიშვნელოვანი წარსული მრავალი დამსვენებლის ყურადღების ცენტრშია, რომი ასევე თანამედროვე და სწრაფად განვითარებადი ქალაქია, ბრწყინვალე დიზაინერების ვიტრინებით, ელეგანტური სასტუმროებითა და უახლესი რესტორნებით.
2. ვენეცია – Venice
ვენეცია უდაოდ მომხიბვლელი ქალაქია. დიახ, ამის თქმა შეიძლება კლიშეა, მაგრამ როგორც კი იხილავთ წყალზე გაშენებულ ქალაქს, აუცილებლად დამეთანხმებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი ტურისტული ადგილია, რომელშიც ასზე მეტი, ერთმანეთთან არხებით დაკავშირებული პატარა კუნძულებია განლაგებული. ამ ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა მისი ჯადოსნური ატმოსფეროა. გადაადგილების ძირითად საშუალებაა ნავი და წყლის ტრანსპორტი წარმოადგენს. ასევე შეგიძლიათ ფეხით ისეირნოთ ლამაზ ქუჩებში და მოინახულოთ უამრავი ღირსშესანიშნაობა.
3. ამალფის სანაპირო – Amalfi Coast
შეხედეთ ამალფის სანაპიროს და დაიჯერებთ, რომ სამოთხე დედამიწაზეც არსებობს. სწორედ ასეთი ჯადოსნური ეფექტი აქვს იტალიის სანაპირო ზოლის ამ მონაკვეთს, რომელიც გადაჭიმულია სოფელ პოზიტანოდან ქალაქ ვიტერი-სულ-მარემდე. იტალიის კამპანიის რეგიონში მდებარე ეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი მოიცავს 55 კილომეტრის დიდებულ რელიეფს. ამალფის სანაპიროს ტერიტორია გამოირჩევა საოცარი მრავალფეროვნებით – ზღაპრული პეიზაჟებით, რთული რელიეფითა და ერთმანეთზე გადაბმული თვალწარმტაცი ქალაქებითა თუ სოფლებით.
4. ფლორენცია – Florence
ფლორენცია – ეს პატარა ქალაქი, ჩაფლული ტოსკანის ბორცვებში, დიდი ისტორიის მატარებელია. რენესანსის წყარომ, ფლორენციამ, შეიფარა ძლევამოსილი მედიჩის ოჯახი და შთააგონა ისეთი ხელოვანები, როგორებიც იყვნენ მიქელანჯელო (დავითი) და ბრუნელესკი (დუომო). რომ არა მოდური იტალიელები და ელეგანტური მაღაზიები Via Tornabuoni-ში, შეიძლება იფიქროთ, რომ მე-14 საუკუნეში მოგზაურობთ. თუმცა, რენესანსის ხელოვნება არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს ქალაქი განუმეორებელია. თქვენ ასევე უნდა დატკბეთ მშვენიერი მზის ჩასვლით და უგემრიელესი სამზარეულოთი. მაქსიმალურად გამოიყენეთ ქალაქში გატარებული დრო და ნება მიეცით ადგილობრივებს გაჩვენოთ ფლორენციის ერთ-ერთი საუკეთესო ტური.
5. ჩინკე ტერე – Cinque Terre
Cinque Terre ითარგმნება როგორც ხუთი მიწა. ეს არის ხუთი ქალაქის ერთობლიობა ჩრდილო-დასავლეთ იტალიის ლიგურიის სანაპიროზე. ადრე შორეული მეთევზეთა სოფლები, მონტეროსო, მანაროლა, ვერნაცა, კორნიგლია და რიომაჯორე ახლა მატარებლით არის დაკავშირებული. ტურისტებს იზიდავს მათი მშვიდი ატმოსფერო, გემრიელი ზეთისხილი და ღვინო და მათი არაჩვეულებრივი ბილიკები, რომლებიც აკავშირებს ამ სოფლებს. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ რამდენიმე დღე დაგჭირდებათ Cinque Terre-ის შესასწავლად, ის ნამდვილად ღირსშესანიშნავი ადგილია თქვენი განტვირთვისთვის. ფაქტობრივად, რამდენიმე დღეა სჭირო Cinque Terre-ს ფეხით შემოვლისათვის და განტვირთვისთვის მას შემდეგ, რაც მოინახულებთ ხმაურიან რომს ან ხელოვნებით სავსე ფლორენციას.
6. ტოსკანა – Tuscany
ალბათ, ყველას გვაქვს ნანახი ფრენსის მეისის ფილმი “ტოსკანის მზის ქვეშ”. ამ ფილმმა ჩვენს გონებაში ღრმად გაიდგა ფესვები და შთაგვაგონა, რომ ტოსკანა მართლაც რომანტიკის, ჩიანტის ღვინის, ზეთისხილის, არომატული სამზარეულოს და, რა თქმა უნდა, მზის ჩასვლის ადგილია. დღეს ბევრი მოგზაური სტუმრობს ამ დიდებულ რეგიონს ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, რათა თავი დააღწიოს რომის ან მილანის აურზაურს და სანაცვლოდ იტალიის ქალაქგარეთ გაატაროს მშვიდი და სასიამოვნო დრო. სასტუმროდ გადაქცეული ციხე-სიმაგრეების, ელეგანტური კვიპაროსების, კასკადური ბორცვებისა და გაშლილი ვენახების კომბინაცია უბრალოდ ღვთაებრივია.
7. კაპრი – Capri
საუკუნეების განმავლობაში, ეს პატარა სამხრეთ იტალიის კუნძული იზიდავდა უამრავ ცნობილ სახეს, იმპერატორებიდან დაწყებული კინოვარსკვლავებით დამთავრებული, თავისი ულამაზესი პეიზაჟების გამო. კაპრის ზოგიერთი ყველაზე საოცარი ღირსშესანიშნაობა საუკეთესოდ ნავით გასეირნებისას შეიგრძნობა, მათ შორის ფარალიონის კლდოვანი წარმონაქმნები და ცისფერი გროტო, სადაც მზის შუქი წყალს აქცევს წარმოუდგენლად ნათელ ლურჯ ჩრდილად. თვალწარმტაცი ხედი იშლება ავგუსტუსის ბაღებიდან და საღამოს კი შეგიძლიათ გაისეირნოთ ქალაქის ცენტრში, სადაც იპოვიტ მაღალი კლასის მაღაზიებსა და კაფე-რესტორნებს.
8. სიცილია – Sicily
როგორც რამდენიმე ძველი ბერძნული ლეგენდის თავმოყრის ადგილი, სიცილიას თითქმის მითიური თვისება აქვს. როგორც კი თავად ეწვევით, ნახავთ, თუ რატომ იყო ამდენი მწერლის შთაგონების წყარო ეს კუნძული, რომელიც ყველაზე დიდია ხმელთაშუა ზღვაში. მოიხიბლეთ სიცილიის წმინდა ლურჯი წყლებით და შავი ქვიშის პლაჟებით, აყვავებული ბორცვებით, ანტიკური ხანის ნანგრევებით, როგორიცაა მეფეთა ველი ეგვიპტის ლუქსორთან ახლოს და სხვა. გაოცდებით ეტნას მთაზე, ევროპაში ყველაზე მაღალი მოქმედი ვულკანის ცქერით, რომელიც ორთქს აფრქვევს.
9. ბოლონია – Bologna
არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ბოლონიას ხშირად უწოდებენ “la dotta, la grassa e la rossa”-ს (“ერუდიტი, მსუქანი და წითელი”). აქ მდებარეობს ევროპის უძველესი უნივერსიტეტი, ბოლონიის უნივერსიტეტი. ქალაქი ასევე საკვების მოყვარულთა ოცნებაა მისი ცნობილი სამზარეულოს წყალობით, რომელიც მოიცავს იტალიურ ძირითად კერძებს, როგორიცაა ტორტელინი და ლაზანია, რომელიც დაფარულია ბოლონეზის სოუსით. გარდა ამისა, ქალაქი ამაყობს ტერაკოტას გადახურული შუა საუკუნეების შენობებით, მათ შორის წყვილი დახრილი კოშკით.
10. ვერონა – Vero
ეჭვი არ მეპარება, რომ ყველას ამ ქალაქის გაგონებისას, პირველი რაც ახსენდება, არის შექსპირის “როელო და ჯულიეტა”. ვერონაში ყველაზე პოპულარული ტურისტული სანახაობა ვია კაპელოს N 23-ში მდებარე ჯულიეტას სახლია. შენობის ერთ-ერთი საინტერესო ადგილი არის აივანი, სადაც რომეო ჯილიეტას ლექსებს უძღვნიდა. მაგრამ ამ ქალაქს უფრო მეტი აქვს შემოსათავაზებელი, გარდა ჯულიეტას სახლისა. ვერონაში უამრავი საინტერესო შენობა და არქიტექტურული ძეგლია. არ უნდა გამოტოვოთ ვერონას არენა, პირველი საუკუნის რომაული ამფითეატრი, რომელიც ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და Giardino Giusti, ლამაზად გამოძერწილი რენესანსის ბაღი, ასევე ბრას მოედანი, სან ზენოს ბაზილიკა (ადგილი, სადაც შექსპირის რომეომ და ჯულიეტამ იქორწინეს).