2023 წლის 5 ნოემბრიდან 2024 წლის იანვრამდე საქართველოდან შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დროებით გაუქმდება. აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენებს ავიაკომპანია ეარ კაირო ასრულებდა.

ინფორმაციას Business Insider Georgia- თან „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და შპს “კლარკ რობინსის” აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძე ადასტურებს.

მისი თქმით, ეგვიპტის კურორტზე ფრენების გაუქმება ისრაელში შექმნილი საომარი მოქმედებებითაა გამოწვეული, რაც საფრთხის მაღალი რისკის შემცველია.

,,სიტუაციიდან გამომდინარე, 5 ნოემბრიდან დაწყებული, წლის ბოლომდე ფრენები შეჩერებული იქნება. თუკი მდგომარეობა შეიცვლება, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილებაც გადაიხედება. ამ მომენტში ეგვიპტეში არანაირი საომარი მოქმედება არ მიმდინარეობს, თუმცა ბუნებრივია, უსაფრთხოების რისკები გაზრდილია და ამ სიტუაციაში გარისკვა არავის უღირს”. – აცხადებს მამუკა კელაურაძე და ალტერნატიულ მიმართულებებზეც საუბრობს, რითაც მომავალ სეზონზე, თბილ ქვეყნებში დასვენების მსურველებს შეეძლებათ გამგზავრება.

თბილისი შარმ-ელ-შეიხი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
5 მაისი 202412 მაისი 2024Georgian Wingsავიაბილეთები 1 704 -დან

 

 

„ვფიქრობ, რომ ალტერნატივა ამ პერიოდში ანტალია იქნება, ვინაიდან სეზონი გრძელდება. თუკი ამინდი ხელს შეუწყობს, დეკემბერშიც შეიძლება გაგრძელდეს სეზონი, როგორც იყო წინა წელს. თუკი ვინმეს სითბოში დასვენება სურს, ეგვიპტის ალტერნატივა ანტალიის და კვიპროსის კურორტებია. ფასიც აბსოლუტურად მისაღებია. ამასთან, ამ მიმართულებით პირდაპირი რეისები სრულდება, რაც გამოც დასვენებაც უფრო მარტივი და შედარებით ხელმისაწვდომია“, – ამბობს მამუკა კელაურაძე.

შეიძინეთ ავიაბილეთები საუკეთესო ფასად, დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიGeorgian Airways-ი მილანის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზეც იფრენს
შემდეგი სტატიაRed Wings-ს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების გაფართოება სურს
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments