ავიაკომპანია Air Cairo ეგვიპტური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიაა, რომელიც 2003 წელს დაარსდა. მისი მთავარი ბაზა კაიროს საიერთაშორისო აეროპორტშია. ავიაკომპანიის 60% ეგვიპტის წამყვან ავიაკომპანიას, Egyptair – ს ეკუთვნის.
ეარ კაირო ძირითადად შუა აღმოსავლეთის და ევროპის მიმართულებებზე ოპერირებს. დღევანდელი მონაცემებით, ავიაკომპანია შიდა და საერთაშორისო ფრენებს 19 ქვეყნაში ასრულებს, ჯამში კი მიმართულებების რაოდენობა 51-მდე აღწევს.
საერთაშორისო ქვეყნები, სადაც Air Cairo ოპერირებს, შემდეგია:
სომხეთი, ავსტრია, ჩეხეთი, საქართველო, დანია, იტალია, გერმანია, უნგრეთი, პოლონეთი, შვეიცარია, სლოვაკეთი, სერბეთი, იორდანია, ქუვეითი, საუდის არაბეთი, ყატარი, უზბეკეთი.
საქართველოს მიმართულებით Air Cairo – მ ოპერირება 2014 წელს დაიწყო. ავიაკომპანია რეისებს ასრულებდან შარმ-ელ-შეიხიდან და ჰურგადადან. დღეისათვის კი, ეარ კაირო მხოლოდ შარმ-ელ-შეიხსა და თბილისს შორის ოპერირებს.
ავიაკომპანიის ფლოტში 10 საჰაერო ხომალდია, მათგან 6 Airbus A320-200, ხოლო 4 Airbus A320neo ტიპის ხომალდებია.
[…] აღნიშნულ მიმართულებაზე გფრენებს ავიაკომპანია ეარ კაირო […]
[…] ავიაკომპანია Air Cairo -მ, რომელიც საქართველოს მიმართულებით […]