რუსულ ავიაკომპანია Red Wings -ს საქართველოსა და რუსეთს შორის ახალი რეისების დამატება სურს. ინფორმაციას “ეხო კავკაზა” ავრცელებს და მათი ცნობით, ავიაკომპანიამ თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებში კვირაში 23-ჯერ უნდა იფრინოს.

რედ ვინგსმა რეისები მოსკოვიდან, სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდანსოჭიდანყაზანიდან, სამარადან და ჩელიაბინსკიდან უნდა შეასრულოს.

  • ავიაკომპანია აპირებს, ჩელიაბინსკი თბილისი , თბილისი ჩელიაბინსკი -ს მიმართულებით, ფრენები 15 ნოემბრიდან, კვირაში 1 სიხშირით შეასრულოს.
  • რაც შეეხება ეკატერინბურგიდან თბილისის მიმართულებით რეისებს, ის 16 ნოემბრიდან, კვირაში 2 სიხშირით იგეგმება.
  • “ეხო კავკაზას” ინფორმაციით, ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ფრენები 13 ნოემბრიდან, კვირაში 2-ჯერ უნდა განხორციელდეს.
  • ხოლო, სამარა თბილისი , თბილისი სამარა –ს მარშრუტზე კი კვირაში 1 რეისი.

Red Wings -ის ფრენები თბილისიდან

დანიშნულების ადგილიგამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
სოჭი26 ნოემბერი 202528 ნოემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 309 -დან
ნიჟნი ნოვგოროდი29 დეკემბერი 202512 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 708 -დან
კრასნოდარი28 ნოემბერი 20255 დეკემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 411 -დან
სამარა27 ნოემბერი 202511 დეკემბერი 2025Red Wingsავიაბილეთები 811 -დან
კაზანი25 დეკემბერი 202515 იანვარი 2026Red Wingsავიაბილეთები 701 -დან

 

ცნობისთვის, რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 2023 წლის მაისში აღდგა. red wings -მა კი პირველი ფრენა მოსკოვი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე 10 ივლისს განახორციელა. ამ ეტაპზე ამ ორ ქვეყანას შორის რეისებს Georgian Airways -ი, Red Wings -ი, Azimuth -ი ახორციელებენ.

ავიაბილეთები ყველაზე იაფად რომ შეიძინოთ, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიშარმ-ელ-შეიხის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დროებით უქმდება
შემდეგი სტატიარუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების საერთო რაოდენობამ შესაძლოა კვირაში 58-ს მიაღწიოს
3.3 4 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments