მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება დღეს, რომელიც „შავი პარასკევი“-ის სახელით არის ცნობილი და გრანდიოზული ფასდაკლებები აქვთ კომპანიებს წარმოდგენილი.

გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც ავიაკომპანიებია და ისინი განსაკუთრებულ ფასდაკლებებს და აქციებს სთავაზობენ მოგზაურებს ამ დღესთან დაკავშირებით. ეს კი საუკეთესო შანსია, რომ ავიაბილეთები იაფად შეიძნოთ და მოიწყოთ თქვენი საოცნებო მოგზაურობა.

1. ერთ-ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი 30%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს ავიაბილეთებზე. ფასდაკლება 29 ნოემბერს დღის ბოლომდე გაგრძელდება და მომხმარებელს საშუალება ექნება სასურველ მიმართულებაზე შეიძნონ ავიაბილეთები იაფად. აქცია ვრცელდება იმ რეისებზე, რომლებიც 2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის აპრილის ბოლომდე შესრულდება.

2. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური და საქართველოში ახლად შემოსული ავიაკომპანია Ryanair-ი  29 ნოემბერს 25%-იან ფასდაკლებას აცხადებს იმ რეისებზე, რომლებიც დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე შესრულდება. როგორც ცნობილი გახდა, ფასდაკლება 1 მილიონ ავიაბილეთზე გავრცელდება.

3. შავი პარასკევის აქციას ერთ-ერთი თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-იც უერთდება და იმ რეისებზე, რომლებიც 2020 წლის 27 აპრილიდან 18 ივნისის ჩათვლით შესრულდება, 25%-დან 50%-მდე ფასდაკლებას გვთავაზობს შერჩეულ რეისებზე.  ფასდაკლება არ შეეხება მხოლოდ იმ რეისებს, რომლებიც 1-4 და 15-27 მაისის პერიოდში შესრულდება.

4. უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 3 დღიან აქციას გვთავაზობს, რომელიც 29 ნოებრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

  • 29 ნოემბერს იმოქმედებს 7%-იანი ფასდაკლება,
  • 30 ნოემბერს 5%-იანი,
  • ხოლო 1 დეკემბერს 3%-იანი.

აქცია ეხება იმ რეისებს, რომლებიც 2020 წლის 30 მარტამდე შესრულდება. გამონაკლისი იქნება საშობაო პერიოდი 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე.

5. პოლონური ავიაკომპანია LOT-ი 15%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს ფრენებზე, რომლებიც ვარშავის მიმართულებით შესრულდება 10 იანვრიდან 31 მარტამდე. აქცია 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრამდე გაგრძელდება.

6. ლატვიური ავიაკომპანია Airbaltic-ი ყველაზე ხანგრძლივ ფასდაკლების პერიოდს გვთავაზობს, რომელიც 9 დეკემბრამდე გაგრძელდება. ავიაბილეთების ღირებულება კი იმ რეისებზე, რომლებიც 10 დეკემბრიდან 3 ივნისამდე შესრულდება, 15 ევროდან იწყება.

7. ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ი 29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ორმხრივ ავიაბილეთებს 481 ლარიდან შესთავაზებს მომხმარებელს, რაშიც 10კგ. ხელბარგი და კვებაც იქნება შესული.

 8. ფასდაკლებების ბუმს უერთდება, ასევე, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი, რომელიც ყველა მიმართულებაზე 40%-იან ფასდაკლებას გვთავაზობს. აქცია ეხება იმ რეისებს, რომლებიც 2020 წლის 8 იანვრიდან 25 ივნისამდე შესრულდება.

ასეთ შემოთავაზებებზე უარის თქმა რა თქმა უნდა რთულია, ამიტომ თუ დიდი ხანია მოგზაურობას გეგმავთ, საუკეთესო შანსი გეძლევათ, რომ თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ და საუკეთესო ფასად შეიძინოთ ავიაბილეთები თქვენთვის სასურველი მიმართულებით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაქცია უკრაინული ავიახაზებისგან
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ტურკუს მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments