უკრაინული ავიახაზები გრანდიოზული საშემოდგომო ფასდაკლების შემდეგ, საკუთარი 27-ე დაბადების დღის აღსანიშნავად ისევ გვთავაზობს საკმაოდ მნიშნელოვან ფასდაკლებას.
ამჯერად, მოგზაურებს შეუძლიათ ნებისმიერ მიმართულებაზე, რომელიც თბილისიდან სრულდება, 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლონ და საკმაოდ დაბალ ფასად შეიძინონ ორი გზის ავიაბილეთები.
უკრაინული ავიახაზები თბილისიდან ევროპის მიმართულებით კიევში ტრანზიტით საკმაოდ ბევრ რეისს სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს. ეს მიმართულებებია : მადრიდი, სტოკჰოლმი, ათენი, ვარშავა, თელ-ავივი, დუსელდორფი, ჰელსინკი, ბერლინი, მილანი, ვილნიუსი, კოპენჰაგენი, ბარსელონა, რომი, ბუდაპეშტი, ჟენევა და ა.შ. ასევე, ფრენები სრულდება ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა ნიუ-იორკი და ტორონტო.
სწორედ ამ ქალაქების მიმართულებით გვთავაზობს “FlyUia” განახევრებულ ფასებს. ერთი გზის ღირებულება 72 ევროდან იწყება და ორმხრივი ავიაბილეთის შეძენის შემთხვევაში, მეორე გზაზეც იმავე ფასს გვთავაზობს, რასაც ერთზე.
50%-იანი ფასდაკლება ვრცელდება იმ რეისებზე, რომლებიც 2020 წლის 15 იანვრიდან 2020 წლის 19 მარტამდე შესრულდება, ავიაბილეთები კი 2 დეკემბრამდე უნდა შეიძინოთ.
თბილისი კიევი
გამგზავრების თარიღი | დაბრუნების თარიღი | გაჩერებები | ავიახაზები | ბილეთის მოძებნა |
28.01.2021 | 06.02.2021 | 2 stops | ||
11.02.2021 | 14.02.2021 | Direct | ||
07.03.2021 | 14.03.2021 | Direct | ||
15.04.2021 | 15.07.2021 | Direct | ||
01.05.2021 | 08.05.2021 | Direct | ||
15.06.2021 | 30.06.2021 | Direct | ||
21.07.2021 | 03.08.2021 | Direct |