ავიაკომპანია Azimuth -ი რუსეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი –დანაც შეასრულებს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ქუთაისი მოსკოვი მოსკოვი ქუთაისი -ს მიმართულებაზე ფრენები, 2024 წლის 2 ივლისს დაიწყება და ამავე წლის 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.
აზიმუტი 2023 წლიდან ასრულებს პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. რუსეთის მიმართულებით ფრენებს რუსული ავიაკომპანია Red Wings -იც ახორციელებს და ფრენებს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან ასრულებს. შესაბამისად, მომდევნო თვიდან 2 რუსული ავიაკომპანია უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან იფრენს. რუსეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასევე ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც.
ქუთაისი მოსკოვი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
16 დეკემბერი 2024 | 19 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 615 -დან | |
16 იანვარი 2025 | 18 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 442 -დან | |
1 თებერვალი 2025 | 8 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 443 -დან |
2024 წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის, 1 761 რეისის შესრულება იგეგმება.
შეგახსენებთ, 4 წლიანი შეზღუდვის შემდეგ, 2023 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ – Azimuth -მა და Red Wings -მა დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ორივე ავიაკომპანიამ 2023 წელს, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჯამში 127 315 მგზავრი გადაიყვანა.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.