Georgian Airways -ის ახალი ავიახომალდის Boeing 767-300 –ის პრეზენტაციას, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო.
ღონისძიებაში მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და Georgian Airlines Group -ის პრეზიდენტი – თამაზ გაიაშვილი მონაწილეობდნენ. საპატიო სტუმრებმა დაათვალიერეს ახალი ბორტი, რომელიც ავიაკომპანიას ლიზინგის წესით გადაეცა. ავიახომალდი საქართველოს ავიაციაში პირველი ფართოფიუზელაჟიანი (ფართო ტანის) სამგზავრო თვითმფრინავია.
თამაზ გაიაშვილმა პრეზენტაციისას აღინიშნა, რომ აშშ-ის ავიაკომპანიებისთვის Boeing 767-300 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავიახომალდია, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებითა და მგზავრებისთვის განსაკუთრებული კომფორტით.
ასევე, აღნიშნული ბორტის უპირატესობა უწყვეტი, ხანგრძლივი პირდაპირი ფრენების შესრულებაა. გააჩნია უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულების შესაძლებლობა. ბორტი 250 ადგილიანია და პირველი კლასის სალონსაც მოიცავს. ყველა სავარძელი, როგორც ბიზნეს და პირველი კლასის, ასევე ეკონომ კლასის სავარძლები აღჭურვილია ინდივიდუალური მართვისა და მულტიმედია სისტემებით.
Georgian Airways პირდაპირი ფრენები თბილისიდან
დანიშნულების ადგილი | გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|---|
ლარნაკა | 16 დეკემბერი 2024 | 17 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 626 -დან | |
ნიცა | 16 დეკემბერი 2024 | 4 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 064 -დან | |
ნოვოსიბირსკი | 23 დეკემბერი 2024 | 7 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 238 -დან |
ჯეორჯიან ეარვაისი ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და დსთ-ის ქვეყნების მიმართულებით ასრულებს. ძირითადი მიმართულბები მოიცავს შემდეგ ქალაქებს: ამსტერდამი, ბერლინი , მიუნხენი, მილანი , ნიცა, პარიზი , ვენა, ლარნაკა, თელ-ავივი, ერევანი, მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი და სხვ.
დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Georgian Airways -ის ფრენებზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.