ავიაკომპანია Azimuth -ი რუსეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეასრულებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ქუთაისი მოსკოვი მოსკოვი ქუთაისი -ს მიმართულებაზე ფრენები, 2024 წლის 2 ივლისს დაიწყება და ამავე წლის 25 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა უკვე შესაძლებელია ავიაკომპანიის ვებ-გვერდზე.

აზიმუტი 2023 წლიდან ასრულებს პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან, რუსეთის სხვადასხვა ქალაქის მიმართულებით. რუსეთის მიმართულებით ფრენებს რუსული ავიაკომპანია Red Wings -იც ახორციელებს და ფრენებს თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტებიდან ასრულებს. შესაბამისად, მომდევნო თვიდან 2 რუსული ავიაკომპანია უკვე საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტიდან იფრენს. რუსეთის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ასევე ასრულებს ქართული ავიაკომპანია Georgian Airways -იც.

ქუთაისი მოსკოვი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
18 ნოემბერი 202428 ნოემბერი 2024Azimuthავიაბილეთები 334 -დან
2 დეკემბერი 20245 დეკემბერი 2024Azimuthავიაბილეთები 334 -დან
2 იანვარი 202511 იანვარი 2025Azimuthავიაბილეთები 1 100 -დან

2024 წლის ზაფხულის აქტიურ სანავიგაციო სეზონზე, საქართველოსა და რუსეთს შორის, 1 761 რეისის შესრულება იგეგმება.

შეგახსენებთ, 4 წლიანი შეზღუდვის შემდეგ, 2023 წელს, საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგა. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ორმა რუსულმა ავიაკომპანიამ – Azimuth -მა და Red Wings -მა დაიწყო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, ორივე ავიაკომპანიამ 2023 წელს, საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჯამში 127 315 მგზავრი გადაიყვანა.

დაჯავშნე ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე, დაგვირეკე: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიLufthansa ბორტზე უფასო ცხელ სასმელებს დააბრუნებს
შემდეგი სტატიაGeorgian Airways -ის ახალ საჰაერო ხომალდს, უწყვეტი 12 საათიანი პირდაპირი რეისის შესრულება შეუძლია
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments