ბურჯ ხალიფაანალიტიკურმა ვებგვერდმა Switch On Business მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ატრაქციების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის ლიდერი ბურჯ ხალიფას ცათამბჯენი გახდა, რომელიც დუბაიში მდებარეობს, და მას ყოველწლიურად 17 მილიონი ადამიანი სტუმრობს. აღსანიშნავია, რომ ეს 828 მ სიმაღლის შენობა სამჯერ აღემატება პარიზის ეიფელის კოშკს.

კოშკის ბილეთების გაყიდვიდან წლიური შემოსავალი 621 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთანავე, გარდა კოლოსალური მოგებისა, Google-ში წელიწადში თითქმის 22 მილიონი ძებნა ადასტურებს ამ ნაგებობის პოპულარობას.

რეიტინგში მეორე ადგილზე ინდოეთის ტაჯ მაჰალის სასახლეა: მას ყოველწლიურად 7,5 მილიონი მოგზაური სტუმრობს. ინტერნეტ საძიებო სისტემებში კი ყოველწლიურად 22 მლნ ძებნა აქვს.

მესამე ადგილზე კი ნიაგარას ჩანჩქერია აშშ-ში. მის სანახავად ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონი ტურისტი მიდის, საძიებო სისტემაში კი მოთხოვნის რაოდენობა 1,2 მილიონს აღწევს.

ქუთაისი აბუ-დაბი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 ივლისი 202430 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 597 -დან
26 აგვისტო 202431 აგვისტო 2024Wizz Airავიაბილეთები 494 -დან
21 სექტემბერი 202429 სექტემბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 235 -დან
17 ოქტომბერი 202419 ოქტომბერი 2024Wizz Airავიაბილეთები 245 -დან

 

მსოფლიოს საუკეთესო ატრაქციების სრული ჩამონათვალი Switch On Business-ის რეიტინგის მიხედვით:

  1. ბურჯ ხალიფა, UAE;
  2. ტაჯ მაჰალი, ინდოეთი;
  3. ნიაგარას ჩანჩქერი, აშშ;
  4. ოქროს კარიბჭე (ხიდი), აშშ;
  5. ეიფელის კოშკი, საფრანგეთი;
  6. მაჩუ-პიქჩუ, პერუ;
  7. საგრადა ფამილია, ესპანეთი;
  8. თავისუფლების ქანდაკება, აშშ;
  9. ბიგ ბენი, დიდი ბრიტანეთი;
  10. ჩინეთის დიდი კედელი, ჩინეთი;
  11. სტოუნჰენჯი, დიდი ბრიტანეთი;
  12. ბუკინგემის სასახლე, დიდი ბრიტანეთი;
  13. ევერესტი, ტიბეტი/ნეპალი;
  14. მონ სენ-მიშელი, საფრანგეთი;
  15. აია სოფია, თურქეთი.

თუ გსურთ მოინახულოთ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სანახაობები, დაჯავშნეთ აიაბილეთები ჩვენთან და გაემგზავრეთ მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით ყველაზე იაფად, დაგვირეკეთ: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიEurowings-ი თბილისი-ბერლინის მიმართულებით იწყებს ოპერირებას
შემდეგი სტატიათბილისიდან გერმანიის მიმართულებით ახალი პირდაპირი მიმართულება დაემატება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments