მოგზაურობის პლატფორმა VisaGuide-მ 35 ქვეყნის 1200-მდე ტურისტი გამოკითხა. გამოკითხვის არსი კი იმაში მდგომარეობდა, რომ მათ უნდა დაესახელებინათ სამოგზაუროდ საუკეთესო ევროპული დედაქალაქი. გამოკითხვის შედეგების მიხედვით კი უდავო ლიდერი ამსტერდამია.
რეიტინგი რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურისტული ასპექტის შეფასებით შედგა, ლიდერობა ამსტერდამმა მოიპოვა:
- ფასები,
- უსაფრთხოება,
- ადგილობრივების კეთილგანწყობა,
- ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის დონე.
ნიდერლანდების უდიდესი და უმთავრესი ქალაქი ამსტერდამი ცნობილია თავისი მრავალი ღირსშესანიშნაობით და საოცარი სტუმართმოყვარეობით, სადაც ნებისმიერ ტურისტს თავისუფლად შეუძლია კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე დაამყაროს.
თუმცა, ეს ქვეყანა ძალიან განიცდის ოვერტურიზმს, რადგან მას ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და სწორედ ამიტომ გარკვეული ზომების მიღება გახდა საჭირო, როგორიცაა საკრუიზო გემების ქალაქის ცენტრში შესვლის აკრძალვა, ამასთანავე, გიგანტური საკრუიზო გემები ვერ გაივლიან ხიდს, რომლის აშენებაც ისტორიულ ცენტრსა და ჩრდილოეთის ზონას შორის იგეგმება. 2024 წლის იანვრიდან კი ამსტერდამში ექსკურსიები მხოლოდ ფეხით ან ველოსიპედით იქნება შესაძლებელი.
საქართველოდან, კერძოდ თბილისის აეროპორტი –დან ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეისებს ავიაკომპანია Georgia Airways -ი გვთავაზობს, ხოლო ქუთაისი -დან კი შეგიძლიათ ააწყოთ რეისები მხოლოდ ერთი გადაჯდომით და შედარებით დაბალ ფასად შეძლოთ ამ მშვენიერი ქალაქის მონახულება.
თბილისი ამსტერდამი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
23 ოქტომბერი 2024 | 28 ოქტომბერი 2024 | ავიაბილეთები 1 305 -დან | |
20 ნოემბერი 2024 | 24 ნოემბერი 2024 | ავიაბილეთები 712 -დან | |
4 დეკემბერი 2024 | 8 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 719 -დან |
კიდევ რომელი ევროპული დედაქალაქების მონახულება ღირს 2023 წელს? – სრული რეიტინგი:
- ამსტერდამი, (ნიდერლანდები);
- რომი, (იტალია);
- ზაგრები (ხორვატია);
- ლონდონი, (დიდი ბრიტანეთი);
- ლისაბონი (პორტუგალია);
- მადრიდი, (ესპანეთი);
- პრაღა, (ჩეხეთი);
- პარიზი, (საფრანგეთი);
- ბერლინი, (გერმანია);
- ვენა, (ავსტრია).