Transavia არის ჰოლანდიის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომელიც დაარსდა 1965 წელს, ხოლო პირველი ფრენა მან 1966 წელს განახორციელა. ავიაკომპანიას სულ 7 ბაზა აქვს და მისი საჰაერო ხომალდები ნიდერლანდების სამეფოს, საფრანგეთისა და გერმანიის აეროპორტებშია ბაზირებული. ამასთან, ავიაკომპანია ევროპაში ყველაზე დიდი საავიაციო ჯგუფის AIR FRANCE KLM წევრიცაა.

რა მიმართულებით ახორციელებს რეისებს transavia ?

ავიაკომპანია დღეისათვის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის 20-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით დაფრინავს. ესენია: იტალია, საბერძნეთი, კვიპროსი, გერმანია, საფრანგეთი, ფინეთი, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი, პორტუგალია, შვეიცარია, შვედეთი, ესპანეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, შოტლანდია, ნორვეგია, ნიდერლანდები, მალტა, ლატვია, იორდანია, ირლანდია, ისლანდია, ეგვიპტე, ხორვატია, ბულგარეთი, ბელგია, ავსტრია და სხვ.

როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნულ მიმართულებებს მალე დაემატება საქართველოც. კერძოდ, 2024 წლის 20 აპრილიდან რეისები შესრულდება ამსტერდამი -დან თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -ს მიმართულებით და პირიქით.

ეს კი საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ავიაკომპანიის მეშვეობით შეძლონ კომფრტულად მგზავრობა ამსტერდამის მიმართულებით და მიიღონ ხარისხიანი სერვისი ბიუჯეტურ ფასად.

ჰოლანდიური ავიახაზები საკმაოდ დიდი, ახალგაზრდა და ეკოლოგიურად სუფთა ფლოტისგან შედგება. მის განკარგულებაშია 73 ერთეული Boeing 737 საჰაერო ხომალდი.

აღნიშნული ავიაკომპანიით სარგებლობამდე, გაეცანით შემდეგ ინფორმაციას, რათა გდაგეგმოთ  მოგზაურობა მარტივად და გახადოთ ის სასიამოვნო.

ინფორმაცია ბარგის შესახებ:

ხელბარგი – თითოეულ მგზავრს საშუალება აქვს თან იქონიოს ერთი ერთეული ხელბარგი, ზომით 55 სმ x 40 სმ x 25 სმ, რომელიც არ აღემატება 10 კგ-ს. მგზავრებს, რომლებიც ყიდულობენ Max ბილეთს, შეუძლიათ ჰქონდეთ დამატებითი ხელბარგი, რომელიც არ აღემატება 10 კგ-ს და 45 სმ x 40 სმ x 24 სმ-ს.

ჩასაბარებელი ბარგი – მგზავრების ბილეთებში არ შედის ჩასაბარებელი ბარგი. ამ სერვისის დამატება შესაძლებელია ცალკეულად. მგზავრებს შეუძლიათ დაამატონ ხუთამდე ჩანთა, იმ პირობით, რომ თითოეული მათგანის წონა არ უნდა აღემატებოდეს 32 კგ-ს და ყველა ჩანთის საერთო წონა არ უნდა აღემატებოდეს 50 კგ-ს.

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ:

  • ავიაკომპანიის ფრენაზე რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ, მობილურის მეშვეობით და აეროპორტში.
  • ონლაინ და მობილურით რეგისტრაცია იწყება ფრენამდე 30 საათით ადრე და სრულდება რეისის გამგზავრებამდე 4 საათით ადრე.

შეიძინეთ Transavia -ს ავიაბილეთები ყველაზე იაფად Avia.ge -ზე. დაგვირეკეთ: 551 907 907 ხელმისაწვდომია ვაიბერიც.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიSunExpress თბილისიდან თურქეთის 2 ქალაქში იფრენს
შემდეგი სტატიათბილისიდან ამსტერდამში პირდაპირ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია შეასრულებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
თბილისიდან ამსტერდამში პირდაპირ ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია შეასრულებს
3 months ago

[…] დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია – Transavia შეუერთდება. ავიაკომპანია ამსტერდამი […]