მდინარე მაინზე გაშენებული ქალაქი ფრანკფურტი ევროპის ყველაზე დიდი ფინანსური ცენტრია, რადგან სწორედ აქ მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულება „ევროპის ცენტრალური ბანკი“.

ამ ქალაქს ძირითადად ბიზნეს და ფინანსური დანიშნულება აქვს და მას ხშირად როგორც ევროპის მეტროპოლისს ისე მოიხსენიებენ. თუმცა, ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თქვენ ამ ქალაქს სულ სხვა კუთხით დაგანახებთ და ბევრ საინტერესო რამეს აღმოაჩენთ მის შესახებ.

გერმანიის ყველაზე საერთაშორისო ქალაქს მნიშვნელოვანი კულტურული დანიშნულება გააჩნია. აღსანიშნავია მისი არქიტექტურა, რომელიც თანამედროვეობისა და სიძველის შესანიშნავი ნაზავია.

ალბათ, მსოფლიოში ბევრი ისეთი ქალაქი არ მოიძებნებ, სადაც ცათამბჯენებითა და კოშკებით სავსე მოედნებიდან უცებ ძველებური სტილით გაშენებულ ქუჩებში გადაინაცვლებთ. ფრანკფურტი კი, ამ ულამაზესი კომბინაციის ნახვის საშუალებას მოგცემთ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს შეგიქმნით.

ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თქვენ ასევე საშუალებას მოგცემთ ქალაქის ხმაურისგან დაღლილები  მოხვდეთ ისეთ რეკრეაციულ ზონებში, სადაც შეძლებთ დაისვენოთ ლამაზ და მშვიდ გარემოში.

ფრანკფურტი ამ მხრივ საკმაოდ მდიდარია, რადგან ქალაქში მრავლადაა წარმოდგენილი პარკები და ასევე , ბოტანიკური ბაღი, სადაც სხვადასხვა ეგზოტიკური თუ ტროპიკული მცენარეების ნახვას შეძლებთ.

ასეთ მრავალფეროვან ქალაქში საქართველოდან მოსახვედრად თქვენ დიდი არჩევანი გაქვთ,რადგან ფრანკფურტის მიმართულებით რეისები სამივე აეროპორტიდან სრულდება.

თუმცა, თუ თქვენთვის ბიუჯეტური ფრენა პრიორიტეტულია, მაშინ საუკეთესო ვარიანტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, საიდანაც 2019 წლის 19 დეკემბრიდან პირდაპირი რეისების იწყებს ავიაკომპანია ვიზეარი. ფრენის ხანგრძლივობა 4 საათი და 35 წუთი იქნება, ხოლო ორმხრივი ავიაბილეთის შეძენას სულ რაღაც 430 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ქუთაისი ფრანკპურტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
31 მარტი 20257 აპრილი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 560 -დან
11 აპრილი 202525 აპრილი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 290 -დან
26 მაისი 20252 ივნისი 2025პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 470 -დან
7 ივლისი 202521 ივლისი 20251 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 868 -დან
18 აგვისტო 202530 აგვისტო 20252 ᲒაჩერებაWizz Airავიაბილეთები 1 279 -დან

თუ თქვენთვის მოგზაურობა კომფორტთანაა დაკავშირებული, ამ შემთვევაში თბილისის აეროპორტიდან Turkish Airlines -ის რეისით შეგიძლიათ ისარგებლოთ. მართალია, სტამბოლში გადაჯდომა და აეროპორტში მოცდა მოგიწევთ, მაგრამ იმ კომფორტის და მომსახურეობისთვის, რასაც ეს ავიაკომპანია გვთავაზობს, ნამდვილად ღირს .  რაც შეეხება ღირებულებას, ორი გზის ფასი 800 – დან 900 ლარამდე მერყეობს.

შედარებით ბიუჯეტური ავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით თბილისიდან სხვა ბევრი ავიაკომპანიით შეგიძლიათ შეიძინოთ. “PEGASUS” „UIA” “AEGEAN AIRLINES” “AIRBALTIC” – ეს იმ ავიაკომპანიების ჩამონათვალია, რომლებიც ფრანკფურტში 750- დან 800 ლარის ფარგლებში მოგახვედრებენ.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, ამ შემთხვევაში “Turkish Airlines” – რეისებით შეძლებთ მხოლოდ სარგებლობას, ხოლო ორ გზას 950 – დან 1100 ლარის ფარგლებში შეძლებთ.

ბათუმი ფრანკფურტი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 ივნისი 202514 ივნისი 20252 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 1 226 -დან
8 ივლისი 202510 ივლისი 20251 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 388 -დან

არჩევანის გაკეთება რომ უფრო გაგიმარტივდეთ, ამისათვის შეგიძლიათ Avia.ge – ის საძიებო სისტემით ისარგებლოთ და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი შეარჩიოთ.

ხოლო, უფრო მეტი კომფორტისთვის, ჩამოტვირთეთ ჩვენი აპლიკაცია ან დაგვიკავშირდით და მიიღეთ ჩვენგან ინდივიდუალური შემოთავაზება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაზაფხულო ფასდაკლებები ავიაბილეთებზე
შემდეგი სტატიაავიაბილეთები დიუსელდორფის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments
დიდთოვლობის გამო გაუქმდა ფრენები გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში
2 months ago

[…] შეფერხებით მუშაობს ფრანკფურტის, მიუნხენის, შტუტგარტისა და ბერლინის […]

ევროპული აეროპორტები რეისებს შორის მინიმალური გადაჯდომის დროს ზრდიან
25 days ago

[…] ფრანკფურტის აეროპორტი: 2025 წლის 30 მარტიდან ფრანკფურტის აეროპორტში Lufthansa-ს ფრენებისთვის მინიმალური გადაჯდომის დრო სტანდარტულად 60 წუთი იქნება. აქამდე ზოგიერთ მარშრუტზე შესაძლებელი იყო 45-50 წუთიანი გადაჯდომა, თუმცა ეს გამონაკლისი უქმდება. […]