მოგზაურობის სეზონი პიკს აღწევს და მოგზაურთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით დღითიდღე იზრდება. ცხელ სეზონზე კი ავიაკომპანიები სხვადასხვა აქციებითა და ფასდაკლებებით გვანებივრებენ.

ამ ეტაპზე ყველასათვის ცნობილი თურქული ავიაკომპანიები Turkish Airlines და პეგასუსი გვთავაზობენ სასიამოვნო სიახლეებს.
 
გარდა იმისა, რომ თურქეთის ავიახაზები საუკეთესო მომსახურეობასა და კომფორტულ მგზავრობას გვთავაზობს, ამ ეტაპზე 30%-იან ფასადკლებით გადაწყვიტა თავისი მომხმარებლების გახალისება.

ფასდაკლებას მიიღებთ ისეთ მიმართულებებზე, როგორებიცაა : ჩრდილოეთ ამერიკა, აზია, ახლოა და შუა აღმოსავლეთის ქვეყნები.

აქცია გრძელდება 7 აგვისტომდე, ხოლო ფასდაკლება ეხება იმ ფრენებს, რომლებიც 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 31 მარტამდე განხორციელდება.

თქვენ შანსი გეძლევათ იმოგზაუროთ და დატკბეთ ისეთი ქვეყნებით, რომლებიც აქამდე შესაძლოა თქვენთვის ხელმიუწვდომელი იყო, ახლა კი ნამდვილად მისაღებ ფასად შეგიძლიათ თქვენი ოცნების ავიაბილეთების შეძენა.

რაც შეეხება პეგასუსის ავიაკომპანიას, ის დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიებს შორის ნამდილად იკავებს მოწინავე ადგილს, ზაფხულის სეზონზე კი  თავის მომხმარებელს განსაკუთრებულ საჩუქარს უკეთებს.

4 აგვისტომდე შეძენილ ნებისმიერ იმ ავიაბილეთზე, რომლის ფრენაც 2019 წლის 20 აგვისტოდან 30 სექტემბრამდე განხორციელდება, თქვენ იღებთ მეორე ავიაბილეთს საჩუქრად და მის გამოყენებას შეძლებთ იმ რეისებზე, რომლებიც 2019 წლის 1 ნოემბრიდან 2020 წლის 28 მარტამდე შესრულდება.

  თურქეთის ავიახაზებისა და პეგასუსის ასეთ მაცდურ შემოთავაზებებზე უარის თქმა ნამდვილად რთულია, ამიტომ არ გაუშვათ შანსი ხელიდან მოხვდეთ თქვენს საოცნებო ქვეყანაში საუკეთესო ფასად ან სრულიად  უფასოდ. 

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისი ბათუმის ავიაბილეთები
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ფრანკფურტის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments