ხმელთაშუა ზღვის მესამე ყველაზე დიდი და დასახლებული კუნძული კვიპროსი თავისი საოცარი მდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. თუმცა, მდებარეობასთან ერთად, მას გამოარჩევს საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული კონტრასტი, რასაც ევროპული და აზიური კულტურების შერწყმა განაპირობებს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქები და სანაპიროები, რაც კვიპოსში მრავლადაა. ყველაზე გამორჩეული ტურისტული ქალაქებია ლარნაკა, ლიმასოლი, პაფოსი, აია-ნაპა. ხოლო დედაქალაქი ნიქოსია, რომლის ჩრდილოეთ მხარე თურქეთს ეკუთვნის, ნამდვილად გამოირჩევა როგორც სილამაზით, ისე საინტერესო ისტორიითა და კულტურით.

კვიპროსი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლოს წყვილებში, რადგან ის ბერძენი სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს სამშობლოა და თაფლობის თვიის დღეების გატარებას ამ კუნძულზე ამჯობინებენ ხოლმე.

კვიპროსში მოხვედრის ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური გზაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა. ავიაკომპანია Wizz Air-ი საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს ავიაბილეთებს კვიპროსის მიმართულებით.

პირდაპირი რეისი ლარნაკაში სრულდება, სადაც კოპიტნარის აეროპორტიდან 2 საათსა და 40 წუთში აღმოჩნდებით, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 120 ლარის ფარგლებში შეიძენთ. ლარნაკადან კი, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ქალაქში ავტობუსის საშუალებით საკმაოდ იაფად და მარტივად მოხვდებით.

ქუთაისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
22 მაისი 202429 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 893 -დან
16 ივნისი 202425 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 449 -დან
15 ივლისი 202421 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 426 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Georgia-ი გვთავაზობს ფრენებს ასევე ლარნაკას მიმართულებით ათენში გადაჯდომით. ამ შემთხვევაში, თქვენი ფრენა საკმაოდ კომფორტული იქნება და კარგ სერვისსაც მიიღებთ, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

თბილისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მაისი 202427 მაისი 2024პირდაპირიGeorgian Airwaysავიაბილეთები 902 -დან
28 ივნისი 202410 ივლისი 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 996 -დან
18 ივლისი 20243 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 925 -დან
2 აგვისტო 202420 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 916 -დან
27 სექტემბერი 20247 ოქტომბერი 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 786 -დან
18 ოქტომბერი 202421 ოქტომბერი 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 743 -დან
6 ნოემბერი 202415 ნოემბერი 20241 ᲒაჩერებაEl Al Israel Airlinesავიაბილეთები 1 031 -დან
29 დეკემბერი 20244 იანვარი 20252 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 1 416 -დან
22 მარტი 202529 მარტი 20251 ᲒაჩერებაLufthansaავიაბილეთები 902 -დან

ჩრდილოეთ კვიპროსში მოხვედრის საუკეთესო გზა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პეგასუსის ავიახაზებით გამგზავრებაა. ავიარეისი სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით სრულდება და ჩაფრენა ჩრდილოეთ ნიქოზიაში, ერჯანის საერთაშორისო აეროპორტშია. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 350-400 ლარს არ აღემატება.

თბილისი ერჯანის

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
26 მაისი 202427 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 810 -დან
27 ივნისი 20244 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 794 -დან
11 ივლისი 202425 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 781 -დან
5 აგვისტო 202426 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 772 -დან
24 სექტემბერი 20244 ოქტომბერი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 896 -დან

თუ თქვენ უპირატესობას არა ბიუჯეტურ, არამედ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას ანიჭებთ, საუკეთესო ვარიანტი Turkish Airlines-ია. ამ შემთხვევაში, ტრანზიტი თურქეთის ახალ აეროპორტში ან ანკარაშია, ხოლო დანიშნულების აეროპორტი ისევ ერჯანია. რაც შეეხება, ღირებულებას, ორიხრივი ავიაბილეთის ფასი 600-დან 700 ლარამდე მერყეობს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, თურქეთის ავიახაზები გვთავაზობს ფრენებს ნიქოზიის მიმართულებით. ფასები თითქმის იგივეა, რაც თბილისიდან. ორი გზის ავიაბილეთს 600-დან 750 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ბათუმი ერჯანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 მაისი 202424 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 930 -დან
3 ივნისი 20249 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 996 -დან
2 სექტემბერი 20241 ოქტომბერი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 047 -დან

თქვენ შეგძლიათ საუკეთესო ვარიანტი AVIA.GE-ის საძიებო სისტემის დახმარებით შეარჩიოთ, რომელიც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. ხოლო, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის და ინდივიდუალური შემოთავაზებისთვის დაგვიკავშირდით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი მიმართულება თბილისიდან
შემდეგი სტატიასაქართველოდან საჰაერო მიმოსვლა სამი ახალი მიმართულებით იწყება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments