სომხური ავიაკომპანია Armenia ერევანი – ბათუმი – ერევანის საჰაერო ხაზზე მრავალჯერად ჩარტერულ რეისებს შეასრულებს ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში.

ავიაკომპანია უკვე რამდენიმე თვეა რეგულარულ ფრენებს ასრულებს ერევანსა და თბილისს შორის, ახლა კი ერევანსა და ბათუმს შორის შემოგვთავაზებს სეზონურ ფრენებს.

ავიაკომპანიამ პირველი ფრენა ერევანსა და ბათუმს შორის 15 ივნისს განახორციელა. 22 ივნისამდე Armenia Aircompany ფრენებს კვირაში 1 სიხშირით შეასრულებს, ხოლო 22 ივნისიდან 15 სექმტებრამდე ფრენები კვირაში 2 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 11 ივნისს მიენიჭა.

პირდაპირი ფრენები - ბათუმი → ერევანი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
19 ოქტომბერი 202626 ოქტომბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 265 -დან
20 ნოემბერი 202627 ნოემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 254 -დან
4 დეკემბერი 20267 დეკემბერი 2026FLYONE Armeniaავიაბილეთები 299 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიყირგიზული ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკსა და ბათუმს შორის ჩარტერულ ფრენებს შეასრულებს
შემდეგი სტატიაქუთაისიდან 6 ახალი მიმართულება ემატება
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted