ავიახომალდების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოჯახი Airbus A320 თვითმფრინავების 4 ტიპს მოიცავს. ესენია : A318, A319, A320 და A321. ეს ოჯახი ყველაზე დიდი წარმატებითა და პოპულარობით სარგებლობს.

პირველი წევრი, A320 1984 წელს გამოუშვეს, პირველი ფრენა კი 1987 წლის 22 თებერვალს შეასრულა. ოჯახის გაფართოების მიზნით 1994 წელს შემდეგი ტიპის ხომალდი, A321 გამოუშვეს, 1996 წელს A319, ხოლო 2003 წელს A318 შეემატა მათ რიცხვს.  როგორც ცნობილია, ყველაზე დიდი რაოდენობითა და სწრაფი ტემპით სწორედ ამ ტიპის ხომალდები იყიდებიან. 2019 წლის 31 ივლისისთვის 8951 თვითმფრინავი იყო გამოშვებულია, რომელთაგან 8532 უკვე მოქმედია. ამასთან ერთად, 5822 ახალი დამტკიცებული შეკვეთაა მიღებული.

A320 ვიწრო სხეულიანი , ერთსაფეხურიანი მოდელია, რომელსაც 150 მგზავრის გადაყვანა შეუძლია. მუდმივად გაუმჯობესებისკენ მუშაობამ და ონივაციებმა, ის მსოფლიოს ყველაზე გაყიდვად და მოთხოვნად ხომალდების ოჯახად აქცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი  fly-by-wire ტექნოლოგია, რაც გულისხმობს ნახევრად ავტომატური კომპიუტერით მართვად საფრენ აპარატთა საკონტროლო სისტემას. უსაფრთხოება და კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც თვითმფრინავს უნდა ახასიათებდეს, ამიტომ A320 მგზავრებში დიდი უპირატესობით სარგებლობს.

მისი ინტერიერი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საოცრად განათებული კაბინები, ფართო სავარძლები, დიზაინირებული ფანჯრები, რომლებიც უფრო მეტი სივრცის შეგრძნებას იძლევიან, ფართო სავენტილაციო დიზაინი, – ეს ყველაფერია, რაც მგზავრებს A320 ტიპის თვითმფრინავებში დახვდებათ.

რაც ყველაზე მთავარია, A320-ის ოჯახი აგრძელებს ხარისხისა და ტექნოლოგიების გაუმჯობესებას. მათ შეიმუშავეს ახალი NEO (NEW ENGINE OPTIONS)  ტექნოლოგია, რაც მგზავრებს მეტ კომფორტს და უსაფრთხოებას შეუქმნის და მისი წარმატება კიდევ უფრო გაიზრდება.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიAVIA.GE უკვე APP STORE -ზეც ხელმისაწვდომია
შემდეგი სტატიაავიაბილეთები ხორვატიის მიმართულებით
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments