AVIA.GE-მ მოგზაურობის მოყვარულებს სასიამოვნო სიახლეს გთავაზობთ. ჩვენ შევქმენით IOS აპლიკაცია, რომლით სარგებლობას უკვე დღეიდან შეძლებთ.

ჩვენ ვიცით, რომ მოგზაურობა სიამოვნებასთან და დასვენებასთან არის დაკავშირებული, ამიტომ მისი ყველა საფეხური კომფორტული და მოსახერხებელი უნდა იყოს.

აპლიკაციის დახმარებით კი თქვენი მოგზაურობის დაგეგმვას საკმაოდ მარტივად შეძლებთ.

  • პირველ რიგში, თქვენ უნდა აირჩიოთ გამგზავრების და ჩასვლის ქალაქები, შემდეგ მონიშნოთ თარიღები, სხვადასხვა რეისების ჩამონათვალს და საუკეთესო ვარიანტებს კი აპლიკაცია შემოგთავაზებთ.
  • საძიებო სისტემაში დაახლოებით 750-მდე ავიაკომპანიაა წარმოდგენილი, რომელთა რეისებს თქვენ საკმაოდ მარტივად გაეცნობით და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს შეარჩევთ როგორც ფასის, ისე მარშუტის მიხედვით.
  • აპლიკაცია, ასევე, გაძლევთ ფილტრაციის საშუალებას, რაც კიდევ უფრო გაგიმარტივებთ ფრენის შერჩევის პროცესს. თქვენ შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია ავიაკომპანიის და აეროპორტის მიხედვით, ასევე, ფრენისა და ტრანზიტის ხანგრძლივობის მიხედვით, ფასების ზრდის მიხედვით და ა.შ. ხოლო მას შემდეგ კი, რაც სასურველ ფრენას აირჩევთ, პირდაპირ თქვენი მობილური ტელეფონიდან შეძლებთ ავიაბილეთების შეძენას.

უფრო მეტი კომფორტისთვის, AVIA.GE-ის აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას ერთ სივრცეში დაგეგმოთ მთელი მოგზაურობა. ავიაბილეთებთან ერთად, თქვენ გაქვთ სასტუმროების საკმაოდ დიდი არჩევანი მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში. ამ შემთხვევაშიც, შეგიძლიათ მოახდინოთ ფილტრაცია თქვენი პრიორიტეტების მიხედვით და თქვენთვის საუკეთესო ვარიანტზე გააკეთოთ არჩევანი.

აპლიკაციის გამოყენება საკმაოდ მარტივია, ფრენებისა და სასტუმროების არჩევანიც უფრო მეტი გაქვთ, ამიტომ აუცილებლად გადმოიწერეთ თქვენს ტელეფონში და ნებისმიერ დროს დაგეგმეთ თქვენი მოგზაურობა ყველაზე მარტივად და კომფორტულად ერთ სივრცეში.

IOS app for Avia.ge

გადმოწერა 

 

aviabiletebis aplikacia

გადმოწერა

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიქუთაისის აეროპორტი ევროპაში მგზავრთნაკადის ზრდით მეორე ადგილზეა
შემდეგი სტატიაAirbus A320-ის ოჯახი
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments