მსოფლიოში ალბათ იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ ქვეყანას, რომელსაც თურქეთის მსგავსი ულამაზესი სანაპირო ზოლი გააჩნია. ამ ქვეყანამ მართლაც მოახერხა საზღვაო სანაპიროს ტურისტულ ოაზისად ქცევა და უკვე დიდი ხანია, რაც ამის გამო მილიონობით მოგზაურის სასურველ დანიშნულების ადგილად იქცევა. სხვა უამრავ ულამაზეს საპორტო ქალაქთან ერთად, თურქეთს ქალაქი ბოდრუმიც გამოარჩევს.

ეს უნიკალური ლოკაცია ორ პორტს მოიცავს და შესანიშნავ ხედს გთავაზობთ ბოდრუმის ციხე–სიმაგრის მიმართულებით. ეს მართლაც სანაპიროზე დასვენების მოყვარული ადამიანების სამოთხეა და მისი სტუმრობა უამრავ შთამბეჭდავ მოგონებას შეგიქმნით. სწორედ ამიტომ, ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით მართლაც იდეალური საშუალება იქნება თქვენთვის გაერიდოთ ყოველდღიურ რუტინას და ულამაზეს სანაპიროზე სამოთხის დონის განტვირთვას მიეცეთ.

ასეთ განსაკუთრებულ ქალაქში გასაფრენად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამოყენება თავისუფლად შეგიძლიათ. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგ ვარიანტს ავია კომპანია პეგასუსი გთავაზობთ. ცნობილი ავიახაზების კომფორტული თვითმფრინავით გასაფრენად, ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით 350–დან 400–მდე ლარის ფარგლებშ უნდა შეიძინოთ. თურქეთის ამ შთამბეჭდავ ქალაქში გაფრენა ასევე ქუთაისიდან და ბათუმიდანაცაა შესაძლებელი.

თბილისი ბოდრუმი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
29 მარტი 20235 აპრილი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 540 -დან
27 აპრილი 20237 მაისი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 592 -დან
4 მაისი 20237 მაისი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 519 -დან
15 ივნისი 202318 ივნისი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 603 -დან
28 ივლისი 20232 აგვისტო 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 830 -დან
2 აგვისტო 20239 აგვისტო 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 835 -დან
16 სექტემბერი 202323 სექტემბერი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 623 -დან
2 ოქტომბერი 202313 ოქტომბერი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 680 -დან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაფრენის მსურველებს თურქეთის საპორტო ქალაქში ყველაზე იაფად ავია კომპანია Wiz Air-ი ჩააფრენს. აღნიშნული ავიახაზების ავიაბილეთების ფასი 500–დან 550–მდე ლარის ფარგლებში მერყეობს.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოდრუმში გაფრენას, ამ შემთხვევაში Turkish Airlines-ის მომსახურეობით სარგებლობა სჯობს. მათ რეისზე მოსახვედრად 550–დან 600–მდე ლარის გადახდა მოგიწევთ.

ბათუმი ბოდრუმი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
3 აპრილი 20236 აპრილი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 731 -დან
29 მაისი 20235 ივნისი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 638 -დან
3 ივნისი 202313 ივნისი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 784 -დან
14 ივლისი 202319 ივლისი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 843 -დან
4 აგვისტო 20239 აგვისტო 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 808 -დან
15 სექტემბერი 202322 სექტემბერი 20231 გადაჯდომაPegasus Airlinesავიაბილეთები 999 -დან

ასეთი საოცარი და ისტორიული თურქული რივიერას დათვალიერება მართლაც ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტს მოხიბლავს. ამ მხარეში ერთმანეთშია გაერთიანებული მზიან სანაპიროზე დასვენების კულტურა და ღამის ცხოვრება. ასერომ, ავიაბილეთები ბოდრუმის მიმართულებით არამარტო გარუჯვასა და ზღვის ტალღებში ცურაობით სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ, არამედ ღამეებსაც საკმაოდ სასიაოვნოდ და მრავალფეროვნად გაგატარებინებთ.

აღსანიშნავია, რომ ბოდრუმს საკუთარი აეროპორტიც კი აქვს, რაც ამ მხარეში ჩაფრენას უფრო სწრაფსა და კოფორტულს ხდის. ყველაზე დაბალფასიანი ავიაბილეთების შესაძენად შეგიძლიათ avia.ge-ის საძიებო სისტემა გამოიყენოთ.

წინა სტატიაშიAirArabia-ს რეისი აეროპორტში დარჩენილი ბავშვის გამო მოაბრუნეს
შემდეგი სტატიაკომპენსაცია დაგვიანებული ან გადადებული ფრენებისთვის
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Inline Feedbacks
View all comments