საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია იწყებს ოპერირებას. ამჯერად, ყირგიზეთის სახელმწიფოს ავიაკომპანია Air Manas-ი ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის მიმართულებით შეასრულებს ჩარტერულ რეისებს.

ავიაკომპანია Air Manas-ი 2006 წელს დაარსდა ბიშკეკში. 2012 წელს ავიაკომპანიის 49% Pegasus Airlines-მა იყიდა. ავიაკომპანიამ ახალი ბრენდის ქვეშ პირველი ფრენა 2013 წლის 23 მარტს შეასრულა ბიშკეკიდა სტამბოლში. დღეისათვის Air Manas-ი ასრულებს შიდა ფრენებს ბიშკეკსა და ოშს შორის, ხოლო საერთაშორისო ფრენებს ინდოეთში, ჩინეთში, რუსეთსა და თურქეთში.

რაც შეეხება საქართველოს, Air Manas-ის საერთაშორისო ფრენების სიას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში შეუერთდება.

ბიშკეკი – ბათუმი – ბიშკეკის საჰაერო ხაზზე ფრენები 18 ივლისიდან დაიწყება და 1 ნოემბრამდე შესრულდება. ავიარეისები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ კვირას შესრულდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას მრავალჯერადი ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 17 ივნისს მიენიჭა.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშისაზაფხულო ფასდაკლებები ავიაკომპანიებისგან 2021
შემდეგი სტატიაArmenia Aircompany ერევანსა და ბათუმს შორის სეზონურ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს
5 1 vote
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments