აგვისტოს თვიდან საქართველოში რეგულარული საჰაერო მიმოსვლა იწყება. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ტურისტული თუ სხვა მიზნით ევროპის სამ ქვეყანას ესტუმრნონ: საფრანგეთს, გერმანიასა და ლატვიას. და შესაბამისად, ამ ქვეყნის მოქალაქეებიც შეძლებენ საქართველოში ჩამოსვლას.
რეგულარული ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულდება. პირველი ქვეყანა, სადაც რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, გერმანიაა. თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით რეისებს ავიაკომპანია ლუფთჰანზა 2 აგვისტოდან შეასრულებს. ავიარეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება შემდეგი განრიგით შესრულდება:
მიუნხენი-თბილისი: ყოველ ხუთშაბათს და კვირას
მიუნხენი თბილისი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
19 იანვარი 2025 | 24 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 142 -დან | |
20 მარტი 2025 | 30 მარტი 2025 | ავიაბილეთები 1 213 -დან |
თბილისი-მიუნხენი: ყოველ ორშაბათს და პარასკევს
თბილისი მიუნხენი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 დეკემბერი 2024 | 28 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 926 -დან | |
20 იანვარი 2025 | 25 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 336 -დან | |
10 თებერვალი 2025 | 15 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 987 -დან | |
1 მარტი 2025 | 16 მარტი 2025 | ავიაბილეთები 946 -დან |
გერმანიის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცე ლატვიისთვის გაიხსნება. ავიაკომპანია ეარბალტიკი-ი თბილისსა და რიგას შორის 5 აგვისტოდან განაახლებს ავიარეისებს. თავდაპირველად, რიგა-თბილისი-რიგას შორის საჰაერო ოპერირება კვირაში ერთი სიხშირით განხორცილდება, შემდეგ კი ავიაკომპანია ორი რეისის შესრულებას 20 აგვისტოდან გეგმავს. ავიარეისების განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
რიგა-თბილისი: 20 აგვისტომდე ყოველ ოთხშაბთს- 5,12,19 აგვისტოს შესრულდება, ხოლო 20 აგვისტოს შემდეგ ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
თბილისი-რიგა: 20 აგვისტოს ჩათვლით ყოველ ხუთშაბთს – 6,13,20 აგვისტოს შესრულდება, 20 აგვისტოს შემდეგ კი ყოველ ხუთშაბათს და ორშაბათს.
მესამე ქვეყანა კი, სადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება, საფრანგეთია. 8 აგვისტოდან თბილისი-პარიზი-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს ფრანგული ავიახაზები შეასრულებს. ავიარეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტს შორის კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:
პარიზი-თბილისი: ყოველ ოთხშაბათს და შაბათს
პარიზი თბილისი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
28 დეკემბერი 2024 | 29 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 865 -დან | |
14 იანვარი 2025 | 21 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 291 -დან | |
7 თებერვალი 2025 | 18 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 362 -დან | |
14 მარტი 2025 | 21 მარტი 2025 | ავიაბილეთები 1 370 -დან |
თბილისი-პარიზი: ყოველ ხუთშაბათს და კვირას.
თბილისი პარიზი
გამგზავრება | დაბრუნება | ავიაკომპანია | ბილეთების პოვნა |
---|---|---|---|
24 დეკემბერი 2024 | 29 დეკემბერი 2024 | ავიაბილეთები 1 478 -დან | |
19 იანვარი 2025 | 26 იანვარი 2025 | ავიაბილეთები 1 290 -დან | |
11 თებერვალი 2025 | 18 თებერვალი 2025 | ავიაბილეთები 1 354 -დან | |
16 მარტი 2025 | 30 მარტი 2025 | ავიაბილეთები 864 -დან |
რაც შეეხება, რეგულარული ავიარეისების განახლებას ევროპის სხვა ქვეყნებთან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 1-ელ სექტემბრამდე გადავადდა.