პანდემიის გამო საქართველოსა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლა შეწყდა და ფრენები ქვეყნებს შორის ჯერ კიდევ არ აღდგენილა. თუმცა, როგორც ცნობილი გახდა, Pegasus Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს შორის ჩარტერულ ავიარეისებს განახორციელებს.

ჩარტერული ავიარეისები სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე 16 და 23 აგვისტოს შესრულდება. ავიარეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტში შესრულდება. აღსანიშნავია, რომ ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისი-სტამბოლის მიმართულებით, ასევე სტამბოლში ტრანზიტით თურქეთის და ევროპის ქალაქებში.

თბილისი სტამბოლი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
24 ოქტომბერი 202630 ოქტომბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 449 -დან
3 ნოემბერი 20265 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 342 -დან
4 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 405 -დან

სტამბოლი თბილისი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
25 ოქტომბერი 202629 ოქტომბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 419 -დან
17 ნოემბერი 202621 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 329 -დან
1 დეკემბერი 20268 დეკემბერი 2026Ajetავიაბილეთები 342 -დან

რაც შეეხება საზღვრის კვეთის პირობებს, თურქეთში გამგზავრებას შეძლებენ მხოლოდ ის პირები, რომლებსაც თურქეთის სამუშაო მოწვევა აქვთ.

ევროპაში გამგზავრების მსურველთათვის კი, Pegasus-ის ჩარტერული რეისებით სარგებლობა შესაძლებელია ტურისტული მიზნით გერმანიის რამდენიმე ქალაქში, თუ სტამბოლს ტრანზიტად გამოიყენებთ. ეს ქალაქებია: ბერლინი, დუსელდორფი, მიუნხენი, შტუტგარდი, კიოლნი, ფრანკფურტი და ჰამბურგი.
ავიაბილეთები უკვე გაყიდვაშია და შესაძენად avia.ge– ის ვებგვერდი ან აპლიკაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიაგვისტოს თვის ავიარეისების განრიგი
შემდეგი სტატიაათენის და ვარშავის მიმართულებით ჩარტერული რეისები დაინიშნა
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted