საქართველოს საჰაერო სივრცე რეგულარული მიმოსვლისთვის კიდევ ერთი მიმართულებით იხსნება. მიუნხენისა და პარიზის შემდეგ, რეგულარული ფრენები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკვე რიგაშიც შესრულდება. ავიაკომპანია Airbaltic-ი თბილისი-რიგა-თბილისის მიმართულებით რეისებს 5 აგვისტოდან განაახლებს.

თავდაპირველად რეისები კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება, ხოლო 20 აგვისტოდან Airbaltic-ი ოპერირებას კვირაში ორი სიხშირით განაგრძობს. ავიარეისების განრიგი უკვე ცნობილია და შემდეგნაირად გამოიყურება:

20 აგვისტომდე

რიგა-თბილისი : შესრულდება ყოველ ოთხშაბათს -5,12,19 აგვისტოს

თბილისი-რიგა: შესრულდება ყოველ ხუთშაბთს – 6,13,20 აგვისტოს

20 აგვისტოდან

რიგა-თბილისი: შესრულდება ყოველ ოთხშაბათს და კვირას

თბილისი-რიგა: შესრულდება ყოველ ხუთშაბათს და ორშაბათს

ავიაკომპანია აღნიშნულ რეისებს Airbus A220-300 ტიპის საჰაერო ხომალდებით შეასრულებს.

რიგა თბილისი

გამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
14 ნოემბერი 202618 ნოემბერი 2026airBalticავიაბილეთები 1 520 -დან
19 დეკემბერი 202627 დეკემბერი 2026airBalticავიაბილეთები 1 241 -დან
16 იანვარი 202724 იანვარი 2027airBalticავიაბილეთები 870 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშითბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები იწყება
შემდეგი სტატიააგვისტოს თვის ავიარეისების განრიგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted