მას შემდეგ, რაც მსოფლიო პანდემიის გამო ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს და ავიაკომპანიებმა ფრენები შეწყვიტეს, გაჩნდა კითხვა, რომელიც დღეს ყველაზე ხშირად დაისმის და მოსახლეობა მოუთმენლად ელოდება ამ კითხვაზე პასუხს.

როდის აღდგება ფრენები?

საბედნიეროდ, დღეისათვის უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1 ივლისიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლა აღდგება. ქვეყანა მზად იქნება მიიღოს საერთაშორისო ტურისტები და ამასთანავე, საქართველოს მოსახლეობაც შეძლებს სხვა ქვეყნებში გამგზავრებას.

დღევანდელი მონაცემებით, 20-მდე ავიაკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა და სურვილი, რომ დაუბრუნდნენ საქართველოს საავიაციო ბაზარს და განაახლონ რეგულარული ფრენები სხვადასხვა ქვეყნების მიმართულებით.

რომელი ავიაკომპანიები იწყებენ ოპერირებას ?

ჯერჯერობით უცნობია ყველა ავიაკომპანიის ჩამონათვალი, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველასათვის ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიები Wizz Air-ი და Ryanair-ი ნამდვილად დაიწყებენ ოპერირებას საქართველოში.

ქართული ავიაკომპანიები Georgian Airways და MyWay Airlines-იც განაახლებენ ფრენებს 1 ივლისიდან.

ასევე, მზადყოფნა საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით გამოთქვა მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა ავიაკომპანიამ, Qatar Airways-მა.

Turkish Airlines-იც იმ ავიაკომპანიების რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ივლისიდან დაუბრუნდება საქართველოს საავიაციო ბაზარს და მოგზაურებს თავის მაღალი ხარისხის სერვისს ისევ შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინული ავიაკომპანია YanAir-ი დაუბრუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს. ის ჯერჯერობით ერთადერთი უკარაინული ავიაკომპანიაა, რომელსაც უკვე ჩანიშნული აქვს ფრენები საქართველოს მიმართულებით.

პოლონური ავიახაზები LOT Airlines-ი, ასევე, ივილისიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენას ვარაუდობს.

ლატვიურმა ავიაკომპანია Airbaltic-მაც დააანონსა საქართველოს მიმართულებით რეისების განახლება.

გერმანული ავიაკომპანია Lufthansa-ც ბრუნდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გერმანიაში ჩასულ მგზავრებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

რომელი მიმართულებებით იწყება ფრენები?

სრული ინფორმაცია იმ მიმართულებებზე, სადაც ივლისიდან შესაძლებელი გახდება საქართველოდან გამგზავრება, ჯერჯერობით არ არის ცნობილი. თუმცა, იმ ავიაკომპანიების მიხედვით, რომლებიც ბრუნდებიან საქართველოს აეროპორტებში, შეგვიძლია მიმართულებების მცირე ნაწილი გაგაცნოთ.

ავიაკომპანია Ryanair-ის განრიგის მიხედვით, თბილისიდან მილანის მიმართულებით 3 ივლისიდან, ხოლო კიოლნის მიმართულებით 5 ივლისიდან შესრულდება რეისები.

ოფიციალური ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ი ვილნიუსის და ბუდაპეშტის მიმართულებებს განაახლებს.

Myway Airlines-ი 1 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით დაიწყებს რეგულარულ რეისებს.

რაც შეეხება Georgian Airways-ს, ავიაკომპანიის წარმომადგენლობის განცხადებით, ისინი ყველა მიმართულებას აღადგენენ, რომლებზეც პანდემიამდე ასრულებდნენ რეისებს.

ფრენები აღდგება უკრაინასა და საქართველოს შორის. ავიაკომპანია YanAir-ი ბათუმიდან კიევის, ოდესის და ხარკოვის მიმართულებით ისევ მოემსახურება მგზავრებს.

Turkish Airlines-ი თბილისსა და სტამბოლს, ხოლო Qatar Airways-ი თბილისსა და დოჰას ისევ დააკავშირებს ერთმანეთს.

LOT Airlines-ი ვარშავა-თბილისის მიმართულებით განაახლებს პირდაპირ მიმოსვლას.

Airbaltic-ს 9 ივლისიდან ჩანიშნული აქვს ფრენა თბილისი-რიგას მიმართულებით.

Lufthansa თბილისი-მიუნხენის მიმართულებით პირველ რეისს, სავარაუდოდ, 3 ივლისს შეასრულებს.

 

 

იაფი ავიაბილეთები ქუთაისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
ალმათი7 ნოემბერი 202611 ნოემბერი 2026FlyArystanავიაბილეთები 552 -დან
ათენი13 დეკემბერი 202618 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 227 -დან
ბარსელონა20 დეკემბერი 202617 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 377 -დან
ბერლინი26 დეკემბერი 202612 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 365 -დან
ბრიუსელი24 დეკემბერი 202631 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 301 -დან
ბრატისლავა14 იანვარი 202719 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 267 -დან
ბუდაპეშტი9 აპრილი 202713 აპრილი 2027Wizz Airავიაბილეთები 280 -დან
დორტმუნდი14 იანვარი 202721 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 304 -დან
მემინგენი25 დეკემბერი 20266 იანვარი 2027Wizz Airავიაბილეთები 386 -დან
ფრანკფურტი8 დეკემბერი 202615 დეკემბერი 2026Wizz Airავიაბილეთები 384 -დან

იაფი ავიაბილეთები თბილისიდან

მიმართულებაგამგზავრების თარიღიდაბრუნების თარიღიავიაკომპანიის ლოგოავიაბილეთების მოძებნა
სოჭი25 დეკემბერი 20265 თებერვალი 2027Red Wingsავიაბილეთები 158 -დან
ალმათი28 დეკემბერი 20267 იანვარი 2027Air Astanaავიაბილეთები 998 -დან
ამსტერდამი17 ივნისი 202720 ივნისი 2027Transaviaავიაბილეთები 695 -დან
ანკარა9 ნოემბერი 202616 ნოემბერი 2026Ajetავიაბილეთები 340 -დან
ათენი24 ნოემბერი 202628 ნოემბერი 2026Sky Express Greeceავიაბილეთები 451 -დან
აბუ-დაბი5 ნოემბერი 20269 ნოემბერი 2026Air Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 901 -დან
ანთალია2 დეკემბერი 20266 დეკემბერი 2026Pegasus Airlinesავიაბილეთები 427 -დან
ბაჰრეინის კუნძული12 ნოემბერი 202619 ნოემბერი 2026Gulf Airავიაბილეთები 1 353 -დან
ბაქო11 ივნისი 202711 ივნისი 2027აზერბაიჯანის ავიახაზებიავიაბილეთები 613 -დან
ბელგრადი31 იანვარი 20274 თებერვალი 2027Air Serbiaავიაბილეთები 734 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიWizz Air-ის რეისები ქუთაისის აეროპორტიდან პირველ მაისამდე შეჩერდა
შემდეგი სტატიაGeorgian Airways-მა ჩარტერული რეისები დანიშნა
5 1 vote
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted