არაბთა გაერთიანებული საემიროებს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი 2003 წელს დაარსდა და უკვე 16 წელია საკმაოდ დიდი წარმატებით ოპერირებს როგორც თავისი ქვეყნის, ისე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

Etihad Airways -ის მთავარი ბაზა აბუ-დაბის საერთაშორისო აეროპორტშია, ხოლო მთავარი ოფისი ხალიფა სითიში მდებარეობს. მაღალი ხარისხის მომსახურებისა და მუდმივად გაუმჯობესებაზე ზრუნვის გამო, ეტიჰადის ავიახაზები ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ავიაკომპანიად ითვლება.

Etihad Airways-ი როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო საჰაერო ავიამიმოსვლასაც ასრულებს. კვირაში დაახლოებით 1000 რეისს ახორციელებს და იმ ავიაკომპანიების მცირე ჩამონათვალში შედის, რომლებსაც ყველა კონტინენტზე აქვთ ფრენები, მიმართულებების რაოდენობა კი 81-მდე აღწევს.

რაც შეეხება საჰაერო ფლოტს, ის 117 ხომალდისგან შედგება, რომლებშიც Airbus-ის და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავები შედის. ავიაკომპანიას რომ საკმაოდ მოდერნიზებული და ხარისხიანად აღჭურვილი თვითმფრინავები ჰყავს, ამაზე გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაც მეტყველებს. 2018 წლისთვის ეტიჰადის ავიახაზები 14.8 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ასეთი წარმატებული ავიაკომპანია მალე საქართველოს საავიაციო ბაზარზე შემოვა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყებს ოპერირებას.

2020 წლის მარტიდან Etihad Airways-ი აბუ-დაბი – თბილისი -აბუ-დაბის მიმართულებით იწყებს პირდაპირი ფრენების შესრულებას და საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს კიდევ ერთი ახალი მიმართულებით შეძლონ კომფრტული მგზავრობა და ხარისხიანი სერვისის მიღება.

თბილისი აბუდაბი

Departure atReturn atStopsAirlineFind tickets
17 September 202623 September 2026DirectAir Arabia Abu Dhabiავიაბილეთები 830 -დან
21 October 20264 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 736 -დან
12 November 202616 November 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 735 -დან
3 December 20267 December 20261 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 989 -დან
30 January 20276 February 20272 StopsGulf Airავიაბილეთები 991 -დან
10 February 202717 February 20271 StopPegasus Airlinesავიაბილეთები 928 -დან
16 April 202723 April 20271 StopTurkish Airlinesავიაბილეთები 1 612 -დან
kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიტურისტული ვიზები / turistuli vizebi
შემდეგი სტატიაავიაკომპანიების ზამთრის სანავიგაციო სეზონის განრიგი
0 0 votes
შეაფასე სტატია
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
სამი ახალი ავიაკომპანია საქართველოში
8 months ago

[…] ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, Etihad Airways-ი ფრენებს აბუ-დაბი – თბილისი […]