ხმელთაშუა ზღვის მესამე ყველაზე დიდი და დასახლებული კუნძული კვიპროსი თავისი საოცარი მდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებაა. თუმცა, მდებარეობასთან ერთად, მას გამოარჩევს საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული კონტრასტი, რასაც ევროპული და აზიური კულტურების შერწყმა განაპირობებს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით თქვენ საშუალებას მოგცემთ აღმოაჩინოთ ულამაზესი ზღვისპირა ქალაქები და სანაპიროები, რაც კვიპოსში მრავლადაა. ყველაზე გამორჩეული ტურისტული ქალაქებია ლარნაკა, ლიმასოლი, პაფოსი, აია-ნაპა. ხოლო დედაქალაქი ნიქოსია, რომლის ჩრდილოეთ მხარე თურქეთს ეკუთვნის, ნამდვილად გამოირჩევა როგორც სილამაზით, ისე საინტერესო ისტორიითა და კულტურით.

კვიპროსი განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლოს წყვილებში, რადგან ის ბერძენი სიყვარულის ქალღმერთის, აფროდიტეს სამშობლოა და თაფლობის თვიის დღეების გატარებას ამ კუნძულზე ამჯობინებენ ხოლმე.

კვიპროსში მოხვედრის ყველაზე მარტივი და ბიუჯეტური გზაა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდანაა. ავიაკომპანია Wizz Air-ი საკმაოდ მისაღებ ფასად გვთავაზობს ავიაბილეთებს კვიპროსის მიმართულებით.

პირდაპირი რეისი ლარნაკაში სრულდება, სადაც კოპიტნარის აეროპორტიდან 2 საათსა და 40 წუთში აღმოჩნდებით, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 120 ლარის ფარგლებში შეიძენთ. ლარნაკადან კი, თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ქალაქში ავტობუსის საშუალებით საკმაოდ იაფად და მარტივად მოხვდებით.

ქუთაისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
17 მაისი 202420 მაისი 2024Wizz Airავიაბილეთები 516 -დან
14 ივნისი 202419 ივნისი 2024Wizz Airავიაბილეთები 526 -დან
1 ივლისი 20248 ივლისი 2024Wizz Airავიაბილეთები 544 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ბერძნული ავიაკომპანია Aegean Georgia-ი გვთავაზობს ფრენებს ასევე ლარნაკას მიმართულებით ათენში გადაჯდომით. ამ შემთხვევაში, თქვენი ფრენა საკმაოდ კომფორტული იქნება და კარგ სერვისსაც მიიღებთ, ხოლო ორი გზის ავიაბილეთს 500-დან 600 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

თბილისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
24 მაისი 202429 მაისი 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 911 -დან
26 ივნისი 202410 ივლისი 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 983 -დან
4 ივლისი 202411 ივლისი 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 782 -დან
5 აგვისტო 20248 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 823 -დან

ჩრდილოეთ კვიპროსში მოხვედრის საუკეთესო გზა კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან პეგასუსის ავიახაზებით გამგზავრებაა. ავიარეისი სტამბოლში, გოქჩენის აეროპორტში გადაჯდომით სრულდება და ჩაფრენა ჩრდილოეთ ნიქოზიაში, ერჯანის საერთაშორისო აეროპორტშია. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 350-400 ლარს არ აღემატება.

თბილისი ერჯანის

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
13 მაისი 202423 მაისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 652 -დან
1 ივნისი 202410 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 834 -დან
24 ივლისი 202431 ივლისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 742 -დან
1 აგვისტო 202431 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 865 -დან

თუ თქვენ უპირატესობას არა ბიუჯეტურ, არამედ კომფორტულ მგზავრობას და მაღალი ხარისხის მომსახურებას ანიჭებთ, საუკეთესო ვარიანტი Turkish Airlines-ია. ამ შემთხვევაში, ტრანზიტი თურქეთის ახალ აეროპორტში ან ანკარაშია, ხოლო დანიშნულების აეროპორტი ისევ ერჯანია. რაც შეეხება, ღირებულებას, ორიხრივი ავიაბილეთის ფასი 600-დან 700 ლარამდე მერყეობს.

ავიაბილეთები კვიპროსის მიმართულებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდანაც შეგიძლიათ შეიძინოთ. ამ შემთხვევაში, თურქეთის ავიახაზები გვთავაზობს ფრენებს ნიქოზიის მიმართულებით. ფასები თითქმის იგივეა, რაც თბილისიდან. ორი გზის ავიაბილეთს 600-დან 750 ლარის ფარგლებში შეიძენთ.

ბათუმი ერჯანი

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
7 მაისი 20248 მაისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 785 -დან
3 ივნისი 202417 ივნისი 20241 ᲒაჩერებაPegasus Airlinesავიაბილეთები 847 -დან
7 ივლისი 202417 ივლისი 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 007 -დან
1 აგვისტო 20245 აგვისტო 20241 ᲒაჩერებაTurkish Airlinesავიაბილეთები 1 006 -დან

თქვენ შეგძლიათ საუკეთესო ვარიანტი AVIA.GE-ის საძიებო სისტემის დახმარებით შეარჩიოთ, რომელიც საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია. ხოლო, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის და ინდივიდუალური შემოთავაზებისთვის დაგვიკავშირდით.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიახალი მიმართულება თბილისიდან
შემდეგი სტატიასაქართველოდან საჰაერო მიმოსვლა სამი ახალი მიმართულებით იწყება
0 0 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
2 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments