თურქეთის სამხრეთით და საბერძნეთის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარე კვიპროსი მდებარეობიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია მზისა და ზღვის მოყვარულებისთვის. ამ კუნძულოვანი ქვეყნის ქალაქი ლარნაკა კი, ტურისტების რაოდენობით თავის ქვეყანაში მოწინავე ადგილს იკავებს.

ავიაბილეთები ლარნაკის მიმართულებით  აღმოგაჩენინებთ ისეთ ქალაქს, რომლის მრავალფეროვნებით და საინტერესო ისტორიით ნამდვილად მოხიბლული დარჩებით. ულამაზესი სანაპიროების გარდა, ლარნაკაში სხვადასხვა ღირსშესანიშნაობების მონახულებასაც შეძლებთ, რაც თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო საინტერესოს და დაუვიწყარს გახდის.

თუ თავგადასავლებისა და ადრენალინის მოყვარული ხართ, ლარნაკა ამ მხრივაც არ დაგტოვებთ იმედგაცრუებულს. ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გართობის საშუალება აქ დაივინგია. მყვინთავების განსაკუთრებულ ყურადღებას „ზენობიას კატასტროფა“ იქცევს, ბორანი, რომელიც 1980 წელს ჩაიძირა და დღემდე 42 მეტრის სიღრმეზე უამრავ მნახველს მასპინძლობს.

ლარნაკაში მოგზაურობა კიდევ უფრო სასურველი გახდება თქვენთვის, როდესაც აღმოაჩენთ, რომ ეს ერთი შეხედვით ზაფხულის კურორტი, სხვა სეზონებზეც საკმაოდ საინტერესო და მრავალფეროვანია.

ავიაბილეთები ლარნაკის მიმართულებით შეგიძლიათ  ნოემბერის და დეკემბერის თვეშიც შეიძინოთ, როდესაც ამ ქალაქის ტბებს ულამაზესი ფრინველები, ფლამინგოები სტუმრობენ და განსაკუთრებული შთაბეჭდილებები შეიქმნათ.

ასეთ გასაოცარ ქალაქში მოხვედრა საკმაოდ მარტივად და მისაღებ ფასად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეგიძლიათ.

ავიაკომპანია Wizz Air-ი პირდაპირ ავიარეისებს ქუთაისიდან ლარნაკას მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათს და შაბათს ასრულებს და სულ რაღაც 2 საათსა და 30 წუთში უკვე ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში აღმოჩნდებით. ხოლო, რაც ყველაზე მთავარია, თქვენი ბიუჯეტი ორი გზის ავიაბილეთის შეძენისას 150-200 ლარს არ გადააჭარბებს.

ქუთაისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
27 თებერვალი 20265 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 128 -დან
13 მარტი 202620 მარტი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 120 -დან
10 აპრილი 202624 აპრილი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 244 -დან
15 მაისი 202621 მაისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 218 -დან
25 ივნისი 202628 ივნისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 259 -დან
4 ივლისი 202615 ივლისი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 301 -დან
22 სექტემბერი 202629 სექტემბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 201 -დან
6 ოქტომბერი 202613 ოქტომბერი 2026პირდაპირიWizz Airავიაბილეთები 170 -დან

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტს,  ავიაკომპანია AEGEAN Georgia-ი გვთავაზობს ავიარეისებს ათენში გადაჯდომით, ორი გზის ავიაბილეთის შეძენას კი 650-დან 700 ლარის ფარგლებში შეძლებთ  და საკმაოდ კომფორტულ მგზავრობასა და მაღალ სერვისს მიიღებთ.

თბილისი ლარნაკა

გამგზავრებადაბრუნებაგაჩერებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
20 თებერვალი 20264 მარტი 20262 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 496 -დან
13 მარტი 202619 მარტი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 497 -დან
5 აპრილი 202610 აპრილი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 671 -დან
3 მაისი 202617 მაისი 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 768 -დან
16 ივნისი 202620 ივნისი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 712 -დან
15 ივლისი 20261 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაFlyOneავიაბილეთები 817 -დან
21 აგვისტო 202631 აგვისტო 20261 ᲒაჩერებაAegean Airlinesავიაბილეთები 735 -დან
22 სექტემბერი 202629 სექტემბერი 20261 ᲒაჩერებაSky Expressავიაბილეთები 728 -დან

ავიაბილეთები ლარნაკას მიმართულებით შეგიძლიათ მარტივად და კომფორტულად მოძებნოთ AVIA.GE-ის საიტზე ან აპლიკაციაში და შეიძინოთ საუკეთესო ვარიანტი საუკეთესო ფასად.

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშიინდოეთის ვიზა / indoetis viza
შემდეგი სტატიაავიაკომპანიების რეიტინგი ქართულ საავიაციო ბაზარზე
0 0 votes
შეაფასე სტატია
0 კომენტარები
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments